28 ივლისი 2022 - 12:57

კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

აკაკი რეხვიაშვილი

აკაკი რეხვიაშვილი

ფოტო: თოდუას კლინიკა

კუჭ-ნაწლავის დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მათი შემთხვევები საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. მიუხედავად ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებით გამოწვეულ უსიამოვნო ნიშნებს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ და სპეციალისტს მხოლოდ დამძიმებული მდგომარეობის დროს ვაკითხავთ. 
 
რატომ არის მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და რა მეთოდები გამოიყენება მათ გამოსაკვლევად? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ თოდუას  თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოსკოპისტს,  აკაკი რეხვიაშვილს დავუკავშირდით. 
 
- კუჭ-ნაწლავის რა პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული და რა უწყობს ხელს მათ წარმოქმნას?
 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყველაზე ხშირად ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია და წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი, ეზოფაგიტი ანუ საყლაპავის ანთება, მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, კიბოსწინარე დაავადებები პოლიპები და სიმსივნე. მათი უმეტესობა, განსაკუთრებით კი წყლულოვანი დაავადებები, ახალგაზრდებშიც საკმაოდ გავრცელებულია. მათ განვითარებას ხშირად ჰელიკობაქტერიით დაინფიცირება უწყობს ხელს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი ცხოვრების წესიც – არარეჟიმული და არაჯანსაღი კვება, თამბაქოს და  ალკოჰოლის სინერგიული მოქმედება, ჭარბი წონა, გენეტიკური ფაქტორები
 
- რა სიმპტომებით გამოიხატება კუჭ-ნაწლავის დაავადებები?
 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა არეში ანუ ეპიგასტრიუმში, დეფეკაციის რითმის და ხასიათის დარღვევა  და ა.შ. თუმცა, პათოლოგიური პროცესები შეიძლება სრულიად უსიმპტომოდაც განვითარდეს, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე და ასაკოვან პაციენტებში. 
 
- რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების გამოსავლენად?
 
დღეს თანამედროვე მედიცინის ძალისხმევა დაავადების ადრეული ფორმების აღმოჩენისკენაა მიმართული, რათა თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში პროცესები. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სკრინინგულ სტრატეგიულ კვლევებს  რომელიც მოიცავს ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზსა და ენდოსკოპიურ გამოკვლევას. ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზმა 30%-ით შეამცირა კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ხოლო სტანდარტული ენდოსკოპიური კვლევები 60-70 % კიბოს აღმოჩენაში გვეხმარება
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევის ოქროს სტანდარტია, რადგან ის უდიდეს ინფორმაციას გვაძლევს ამ ორგანოების შესახებ. ის მოიცავს გასტროდუოდენოსკოპიასა და კოლონოსკოპიას. პირველით კუჭ-ნაწლავის ზემო ტრაქტს, ხოლო მეორით კუჭ-ნაწლავის ქვემო ტრაქტს ვიკვლევთ.
 
- რამდენად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში კუჭ-ნაწლავის სრულფასოვნად გამოკვლევა?
 
თოდუას კლინიკაში ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ტარდება იმისათვის, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ პაციენტის კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კლინიკაში ხელმისაწვდომია უახლესი ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობით  გამოირჩევა და აქვს მაქსიმალური გადიდების და მიახლოების ფუნქცია. მისი ინოვაციური ფუნქციები უმცირესი დაზიანების აღმოჩენის შესაძლებლობასაც კი გვაძლევს.
 
- როგორია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პრევენცია და რამდენ ხანში ერთხელაა მიზანშეწონილი ამ ორგანოთა გამოკვლევა?
 
კუჭ-ნაწლავის დაავადებების პრევენცია, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვებაა. ასევე, მნიშვნელოვანია, არ უგულებელვყოთ პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული ნიშნები და დროულად მივმართოთ სპეციალისტს. 
 
სკრინინგული კვლევები კი ჯანმრთელმა ადამიანმა, სასურველია, 4-5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს. კვლევებს შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს,განსაკუთრებით ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადრეული დიაგნოსტირება ამარტივებს დაავადებების მართვას და ზრდის მათგან სრულად განკურნების შანსებს.

სხვა თემები