არქივი

09 მარტი 2026, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია

თავად სცენას, ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად - ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამიტომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიას და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

09 მარტი 2026, 11:47

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

09 მარტი 2026, 11:46

რეგიონი

აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2026, 11:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება

არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია, სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი ახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2026, 11:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და თავს მოხვეული პროპაგანდა, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის, არ მიიღონ უკრიტიკოდ

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა იყო, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

09 მარტი 2026, 11:30

მსოფლიო

ბაჰრეინში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა, რის შემდეგაც სახელმწიფო კომპანიამ ნავთობის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა

The Times of Israel-ის ინფორმაციით, Bapco-მ ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადა, რაც მას მიწოდების შეწყვეტის უფლებას აძლევს. Bapco-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობაზე „გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რეგიონულმა კონფლიქტმა და მის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა თავდასხმამ“. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შიდა ბაზარზე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

09 მარტი 2026, 11:22

მსოფლიო

The New York Times: ახალი ვიდეო ამყარებს მტკიცებულებებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას ამერიკული რაკეტა მოხვდა

გამოცემა წერს, რომ ვიდეო კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებას, რომ სავარაუდოდ ამერიკული რაკეტა ბაზასთან მდებარე დაწყებით სკოლასაც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დარტყმას 175 ადამიანი, მათ შორის მრავალი ბავშვი ემსხვერპლა.

09 მარტი 2026, 11:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

09 მარტი 2026, 10:44

მსოფლიო

FoxNews: ტრამპი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნით უკმაყოფილოა

ტელეარხის წამყვანმა ბრაიან კილმიდმა განაცხადა, რომ დანიშვნის გამოცხადების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რომელმაც უთხრა: „მე უკმაყოფილო ვარ“.

09 მარტი 2026, 10:41

მსოფლიო

FT: დიდი შვიდეული საგანგებო რეზერვებიდან ნავთობის ერთობლივ გამოშვებას განიხილავს

ნავთობის რეზერვების კოორდინაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ახორციელებს. ჯგუფის 32 წევრი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს, რაც ნავთობის ფასების კრიზისებისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ნაწილია.

09 მარტი 2026, 10:33

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ა.ზ. და 1999 წელს დაბადებული ე.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

09 მარტი 2026, 10:29

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

09 მარტი 2026, 10:23

მსოფლიო

HRW: ისრაელმა ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა

ახალ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან დაადასტურა შვიდი ფოტოს ავთენტურობა, რომლებიც ასახავს სამხრეთ ლიბანის იომორის საცხოვრებელ რაიონში გასროლილ თეთრი ფოსფორის ჭურვებს და 3 მარტს იქ სულ მცირე ორ სახლში გაჩენილ ხანძრებს.

09 მარტი 2026, 10:12

მსოფლიო

ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა

Bloomberg-ის ცნობით, ეს არის ფასის ყველაზე მასშტაბური ნახტომი ერთი დღის განმავლობაში 2020 წლის აპრილის შემდეგ. გამოცემა ასევე წერს, რომ უფრო მაღალ მაჩვენებლებს ნავთობის ფასმა 2022 წლის მარტში მიაღწია (139 დოლარზე მეტი), ხოლო ისტორიული მაქსიმუმი 2008 წელს დაფიქსირდა - ბარელზე 147 დოლარზე მეტი.

09 მარტი 2026, 10:07

რეგიონი

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

09 მარტი 2026, 10:03

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში სატყეო რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე ზაგაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი

09 მარტი 2026, 09:58

მსოფლიო

ირანის ნავთობსაცავებზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, კუშნერი და უიტკოფი ისრაელში ჩავლენ

The Times of Israel-ი წერს, რომ ვიზიტი შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე შედგება, რაც ისრაელის სამხედროების მიერ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა მნიშვნელოვანმა დარტყმებმა გამოიწვია.

შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2026, 09:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის

35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პაპუაშვილი 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 70 წლის წლისთავს ეხმიანება

ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 მარტი 2026, 09:50

მსოფლიო

POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენს დიპლომატიური „უფლებამოსილების გადამეტების“ გამო აკრიტიკებენ

POLITICO-სთან საუბრისას დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ფონ დერ ლაიენის აქტიური პოსტები სოციალურ ქსელში X)და საუბრები ყურის ქვეყნების ლიდერებთან, ფორმალურად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციას არ წარმოადგენდა. კრიტიკოსებმა ასევე სკეპტიციზმი გამოხატეს იმის შესახებ, თუ რისი შეთავაზება შეეძლო ფონ დერ ლაიენს ყურის ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანის მხრიდან სარაკეტო და დრონების თავდასხმის ქვეშ არიან, მაშინ როცა მას არც სამხედრო რესურსები გააჩნია და არც ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის მანდატი აქვს.

შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2026, 09:49

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 70 წლის წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ 9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა. მისი თქმით, შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

09 მარტი 2026, 09:32

მსოფლიო

კვიპროსში გერმანული ფრეგატი შევიდა

ევროკავშირის ქვეყნები რეგიონში სამხედრო ყოფნას აძლიერებენ. კვიპროსში, ლიმასოლის პორტში გერმანული ფრეგატი შევიდა. მანამდე თავისი ფრეგატი კვიპროსში საფრანგეთმა გაგზავნა. საკუთარი გემების გაგზავნას აპირებენ იტალია და ესპანეთიც.

შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2026, 09:30

პოლიტიკა

პაპუაშვილი: 35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და კვლავ ვიბრძვით დამოუკიდებლობის დაცვისთვის - ნათელი დაადგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა სულებს!

დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა.

09 მარტი 2026, 09:26

მსოფლიო

საუდის არაბეთში ჭურვის დაცემას მსხვერპლი მოჰყვა

საუდის არაბეთში ერთ-ერთ შენობას ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, ინციდენტი ალ-ხარჯში მოხდა. ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს საუდის არაბეთში დაფიქსირებული პირველი ფატალური შემთხვევაა. უწყებას ჯერჯერობით არ განუმარტავს, თუ ვისი ნასროლი ჭურვი მოხვდა შენობას.

09 მარტი 2026, 09:25

საზოგადოება

„ცაჰალის“ ინფორმაციით, ლიბანში ორი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ისრაელს ცოცხალი ძალის პირველი დანაკარგი აქვს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანში ორი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 მარტი 2026, 09:24

მსოფლიო

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში ამ კვირაში ჩავლენ

„მომავალ კვირას, როდესაც ჩვენი ექსპერტები ადგილზე იქნებიან, შეისწავლიან სიტუაციას და დაეხმარებიან. თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი იყოს. თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, - აღნიშნა ზელენსკიმ.

09 მარტი 2026, 09:18

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტი ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.

09 მარტი 2026, 09:17

მსოფლიო

მასუდ ფეზეშქიანმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფაზექშიანმა ალიევს ბაქოში ირანის საელჩოში ვიზიტისა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ნახიჩევანის საჰაერო თავდასხმა ირანთან არ არის დაკავშირებული და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

09 მარტი 2026, 09:07

მსოფლიო

კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს

კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

09 მარტი 2026, 08:58

რეგიონი

სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუკა რურუა

09 მარტი 2026, 08:53

პოლიტიკა

ზუკა რურუა: ამდენი ომი და უბედურება ტრიალებს და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანაც ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს არ გამოუვათ

აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა, რითაც ეხმაურება ასე აფასებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძის, გიორგი კანდელაკისა და ვახტანგ კაპანაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას.