პოლიტიკა
15 სექტემბერი 2026, 14:17
ლევან მახაშვილი ნორვეგიის ელჩისა და გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ნორმალური პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, აზიანებდა საქართველოს და ამ კონკრეტული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს
წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ნორმალური პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, აზიანებდა საქართველოს და ამ კონკრეტული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 სექტემბერი 2026, 14:15
ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა. ამ შემთხვევაში, რადიკალიზმით გამორჩეული გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია ფარულ შეხვედრას ატარებს ნორვეგიის ელჩთან, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
15 სექტემბერი 2026, 14:07
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ, როგორც ირკვევა ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.
15 სექტემბერი 2026, 14:06
თორნიკე ფაღავა: ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში
„სულ ახლახან, ნიკა გვარამიასგან დადასტურებულად გავიგეთ, რომ წინასაარჩევნოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს ყიდის და პარტიის ოფისში პოლიტიკური დახლი აქვს მოწყობილი. ეს ნამდვილად არის ქართული საზოგადოებისა და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ მცირე, მაგრამ მაინც მხარდამჭერების შეურაცხყოფა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ამომრჩევლის ნებით ვაჭრობს და მათთვის ცნება - „საკუთარი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოების ინტერესი“ არ არსებობს, რაც დამამცირებელია უპირველესად მათი მხარდამჭერებისათვის და მკაფიოდ წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მორალურ სახეს“, - აღნიშნა ფაღავამ.
15 სექტემბერი 2026, 13:42
ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით
საქართველოს პოზიცია მკაფიოა: საქართველო არაფერს დაუთმობს იმ რადიკალურ ძალებს, რომელთათვისაც დესტაბილიზაცია პროგრამაა, მშვიდობა - პრობლემა, აფხაზეთი და ცხინვალის ისტორიული რეგიონები კი - მოსაშორებელი „ტრავმული მეხსიერება”. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში, და იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 13:32
გიორგი სოსიაშვილი: მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო
მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებს და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლის და თავიანთი შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 13:31
რიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
„განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის - ეს არის ადამიანის ჩამოყალიბება, მისი შესაძლებლობების აღმოჩენა და მომავლის შენება. სწორედ ამიტომ ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვენთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი კი არა, ახალი ნაბიჯია ისეთი ქვეყნისკენ, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ირწმუნოს საკუთარი ძალების და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ იქცეს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
15 სექტემბერი 2026, 13:30
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველი რვა თვის მონაცემებით, შეადგენს დაახლოებით 8 პროცენტს - ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აისახება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე
„როდესაც ოპოზიცია გვსაყვედურობს, რომ ეკონომიკა თითქოს იზრდება და ამ ციფრებით ჩვენ, ასე ვთქვათ, „ვმანიპულირებთ“, ეს კიდევ ერთი ბოდვა არის მათ მხრიდან, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე არის მიბმული ბიუჯეტი, რომელიც იზრდება წლიდან წლამდე რამდენიმე მილიარდით და 36 მილიარდს გადასცდა ჩვენი ნაერთი ბიუჯეტი წლევანდელ წელს“.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


