არჩევნები აშშ

12 ნოემბერი 2024, 10:04
Fox News: „რესპუბლიკური“ პარტია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 214 მანდატს იღებს
„რესპუბლიკური“ პარტია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართული არჩევნების შედეგად 214 მანდატს იღებს, თუმცა სრული გამარჯვებისთვის მას 218 ადგილის მოპოვება სჭირდება. წინასწარ შედეგებს Fox News-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, 5 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად, „დემოკრატიულ“ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 205 წევრი გაჰყავს. რაც შეეხება კონგრესის სენატში ჩატარებულ არჩევნებს, იქ „რესპუბლიკელებმა“ უკვე მოიპოვეს უმრავლესობა. მათ ამისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებოდათ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ სენატში 53 კანონმდებელი ეყოლებათ, დემოკრატებს კი - 47.

12 ნოემბერი 2024, 09:32
Fox News: ტრამპი სახელმწიფო მდივნად სენატორ მარკო რუბიოს კანდიდატურას განიხილავს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სენატორ მარკო რუბიოს კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ამერიკულ ტელეარხს წყარო უყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა, შესაძლოა, ბოლო წამს გადაიფიქროს, მოცემული მომენტისთვის ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას რუბიოს, სამწლიანი სტაჟის მქონე სენატორს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპი რუბიოს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავდა, სანამ ამ პოსტს ზაფხულში ჯეი დი ვენსს შესთავაზებდა.

11 ნოემბერი 2024, 17:22
CNN: ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე უარს იტყვის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, არჩევნების შემდეგ მასკი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ტრამპთან. ის მასთან ერთად სადილობს და გოლფს თამაშობს. ცნობილია ისიც, რომ მასკი ესწრებოდა სატელეფონო საუბრებს, როცა ტრამპს მსოფლიო ლიდერები ურეკავდნენ და არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდნენ. თუმცა, როგორც CNN იუწყება, მასკს არ აინტერესებს თანამდებობა, იმიტომ რომ ის მას „არ სჭირდება“, მას „არანაკლები გავლენა აქვს გარედან“.

11 ნოემბერი 2024, 13:40
ტრამპი საზღვრების კონტროლის საკითხს ტომ ჰომანს ჩააბარებს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოორდინატორად სამხრეთ საზღვრის საკითხებში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ყოფილ დირექტორს ტომ ჰომანს დანიშნავს. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ICE-ს ყოფილი დირექტორი საზღვრის კონტროლის საკითხებში, ძლიერი ადამიანი („საზღვრის მეფე“) ტომ ჰომანი ტრამპის ადმინისტრაციას შეუერთდება და ჩვენ ეროვნულ საზღვრებს ჩაუდგება სათავეში, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ საზღვრებს, არამედ ჩრდილოეთ, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოებასაც მოიცავს“, - დაწერა ტრამპმა. მისი თქმით, ჰომანი აგრეთვე უხელმძღვანელებს არალეგალი მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დეპორტაციის საკითხებს. „ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ფანტასტიკურ სამუშაოს გასწევს, რასაც დიდი ხანი ველოდით“, - დასძინა ტრამპმა.

11 ნოემბერი 2024, 13:35
დავით ქართველიშვილი: ველოდებით ჩვენგან წამსვლელების სიებს, თუნდაც იმ ინტერესით - ამჯერად სად დააპირებენ „რუსული" საქართველოდან გაქცევას: „რუსულ" ამერიკაში თუ ნელ-ნელა „გარუსებისკენ" მიმავალ ევროპაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ცნობადი სახეების მიერ ამერიკის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

10 ნოემბერი 2024, 16:16
ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი კონგრესმენის კანდიდატურა განიხილება
ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ნოემბერი 2024, 12:11
Edison Research-მა საქართველოს შემდეგ, აშშ-ის ეგზიტპოლის შედეგებიც გააყალბა - რა დგას რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია
ცდომილება მეტია საქართველოს შემთხვევაში. დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 40.9 % უჭერდა მხარს. ეს მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა ცესკოს მონაცემებით 54,93% აიღო და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო.

10 ნოემბერი 2024, 11:43
ჯოზეფ ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 13 ნოემბერს შეხვდებიან
7 ნოემბერს თავის გამოსვლაში ბაიდენმა ხაზი გაუსვა არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობას და პირობა დადო, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}