მსოფლიო

ჯეი დი ვენსი

21 აგვისტო 2026, 01:42

ჯეი დი ვენსი: ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ყველაზე ეფექტური იარაღია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების „ყველაზე ეფექტური იარაღია“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ფაქიზი საკითხია“.

20 აგვისტო 2026, 22:58

პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ხუთშაბათს პერუს სამხრეთით, აიაკუჩოს რეგიონში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტი (IGP) ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ კორაკორადან 35 კილომეტრში მდებარეობდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის ან სერიოზული ნგრევის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.

20 აგვისტო 2026, 22:52

ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია

სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა დარტყმებმა კიევში ოთხი ათასი მრავალბინიანი სახლი დააზიანა. ამის შესახებ ხუთშაბათს, უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

აბას არაღჩი

20 აგვისტო 2026, 21:14

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არასერიოზულად მიიჩნია დონალდ ტრამპის მუქარა თეირანისთვის „დამანგრეველი“ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ არასერიოზულად მიიჩნია დონალდ ტრამპის მუქარა ისლამური რესპუბლიკისთვის „დამანგრეველი“ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ. მან ამ ნაბიჯს „ყურადღების გადატანა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „მხოლოდ მორიგ მარცხს მოიტანს“.

20 აგვისტო 2026, 20:51

ევროკომისიის სპიკერი: უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ხუთშაბათს განაცხადა.

20 აგვისტო 2026, 19:46

ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

20 აგვისტო 2026, 19:10

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

რუსეთის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობაში ღრმა განხეთქილებაა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის გადაყენებულმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, ვოლოდიმირ ზელენსკისგან არჩევნების დანიშვნა მოითხოვა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ, მისი მტკიცებით, მთავრობაში კორუფცია კვლავ ყვავის.

20 აგვისტო 2026, 18:48

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}