საზოგადოება

15 სექტემბერი 2026, 08:01

დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება

დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება. 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლით იხსნება. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.

14 სექტემბერი 2026, 22:00

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

400-მდე პირველკურსელს უნივერსიტეტი მრავალფეროვან კვლევით და გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. ტექნოლოგიების, მათემატიკის და სტემ მიმართულებების ფაკულტეტებს წელს ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები დაემატა.

14 სექტემბერი 2026, 21:53

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა არჩეულ უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ.

დავით სონღულაშვილი

14 სექტემბერი 2026, 18:58

დავით სონღულაშვილი: პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პროექტის „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა , პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

დავით სონღულაშვილი

14 სექტემბერი 2026, 18:14

დავით სონღულაშვილი: პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება

მთავრობის ინიციატივით, 31 აგვისტოს პრემიერის განკარგულებით დაიწყო პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის განხორციელებაში ჩართული არის ჩვენი სამინისტრო, განათლების სამინისტრო, თბილისის მერია და რეგიონების სამინისტრო, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

14 სექტემბერი 2026, 17:56

დავით სონღულაშვილმა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026 წლის ყოველწლიური კონფერენციის გახსნით ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შიო მესამე

14 სექტემბერი 2026, 17:37

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას.

მამუკა ბარათაშვილი

14 სექტემბერი 2026, 15:32

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}