ეკონომიკა
27 ივლისი 2026, 20:49
სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.
27 ივლისი 2026, 18:35
თამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული
ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო სექტორში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი აკეთებს და 2026 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს აფასებს.
27 ივლისი 2026, 18:32
საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში გაიმართა. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა, გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.
27 ივლისი 2026, 18:19
ავთანდილ კასრაძე: მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში - ყველას მოვუწოდებ, ყველა ტექნოლოგიური რესურსი გამოიყენონ
რა გამოარჩევს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს სხვა ანალოგიური ჰაბებისგან - ამ საკითხზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.
27 ივლისი 2026, 18:06
ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება-ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია
„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომიტოვო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები. გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.
27 ივლისი 2026, 17:08
ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხზე: ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად
ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 17:03
რევაზ სოხაძე: ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესს მოვუსმინოთ და ჩვენი გეგმები გავაცნოთ
ჩვენ ვართ პარტნიორები და თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამშენებლო სფეროში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. სახელმწიფო ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებითაც, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
27 ივლისი 2026, 16:01
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


