თავდაცვა
08 ივნისი 2026, 15:04
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
07 ივნისი 2026, 12:02
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია
თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ. კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით შეუერთდნენ.
06 ივნისი 2026, 12:40
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უწყებრივი მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცა.
05 ივნისი 2026, 15:02
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:10
დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ
საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 13:24
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
26 მაისი 2026, 13:20
ირაკლი ჩიქოვანი: ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, თანამედროვე რეალობაში გადამწყვეტია სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად
„ამ ისტორიულმა მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებისა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
26 მაისი 2026, 13:01
ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას
ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის ეროვნული დღესასწაული ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რეკრუტები, რომელთაც დღეს საქართველოსთვის დადეს ფიცი და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


