ტექნოლოგიები

15 სექტემბერი 2026, 12:42

Apple-მა iOS 27 გამოუშვა, რომელიც ახალი Siri AI-ით არის აღჭურვილი

Apple-მა ოპერაციული სისტემა iOS 27 გამოუშვა, რომლის მთავარი სიახლეც Siri AI გახდა - Apple Intelligence-ზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტის განახლებული ვერსია. განახლებულ Siri AI-ს შეუძლია ამოიცნოს, რა ხდება მომხმარებლის ეკრანზე, უპასუხოს ამასთან დაკავშირებულ კითხვებს და გახსნილ აპლიკაციებთან დაკავშირებული მოქმედებები შეასრულოს, მაგალითად, გადაიხადოს შესყიდვების საფასური. Siri-ს ასევე შეუძლია დაეხმაროს მომხმარებლებს ტექსტთან მუშაობაში და ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობებს შორის გადაერთოს.

13 სექტემბერი 2026, 14:51

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.

10 სექტემბერი 2026, 11:42

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

09 სექტემბერი 2026, 22:15

Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება

ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.

09 სექტემბერი 2026, 12:18

კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა

ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.

09 სექტემბერი 2026, 10:51

პოლონეთში რობოტებმა ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაწესება მოითხოვეს

ქუჩაში ჰუმანოიდური მანქანები და ოთხფეხა, ძაღლისმაგვარი რობოტები გავიდნენ. ისინი წრეზე მოძრაობდნენ და დროშებს აქნევდნენ.ისმოდა ლოზუნგები: „დავიცვათ სამუშაო ადგილები“, „წესების დაწესების დროა“ და „ნუ ელოდებით, დააწესეთ რეგულაციები“.

06 სექტემბერი 2026, 13:35

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

03 სექტემბერი 2026, 17:09

გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის

ელ-ნინიო ცვლის ამინდის კანონზომიერებებს მთელ მსოფლიოში - ზოგ რეგიონში გვალვას იწვევს, მაშინ როდესაც სხვაგან ძლიერ ტაიფუნებსა და წყალდიდობებს განაპირობებს. სინოპტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ ელ-ნინიო ზოგიერთ ადგილას ტემპერატურას გაზრდის, რაც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის გლობალური ცვლილებით განპირობებულ სიცხეს დაემატება.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}