პოლიტიკა
20 აგვისტო 2026, 17:32
აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
20 აგვისტო 2026, 17:30
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა
უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
20 აგვისტო 2026, 17:24
ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება
ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.
20 აგვისტო 2026, 17:16
იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ისე არ უნდა ილაპარაკონ, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე
როგორც იტყვიან, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.
20 აგვისტო 2026, 16:20
ალექსანდრე სარიშვილი: მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომ განათლების მინისტრის მიერ სოფელ არჩეულში შეძენილი მი წის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე არავითარი შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც აშენებულია ახალი ბაღი
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია განათლების მინისტრის გივი მიქანაძის მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჩეულში შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თითქოს და კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, რაც აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა, - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
20 აგვისტო 2026, 15:37
არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
20 აგვისტო 2026, 15:30
ლევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება
ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევასთან დაკავშირებით.
20 აგვისტო 2026, 15:10
გივი მიქანაძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მშობლიურ სოფელში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სიცრუეს ტირაჟირებენ, მოვუწოდებ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე, სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


