სპორტი
02 ოქტომბერი 2026, 16:14
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა
თავისუფალი პროგრამით წყვილი 3 ოქტომბერს იასპარეზებს. „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ ბათუმში მიმდინარეობს.
01 ოქტომბერი 2026, 09:11
თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
ტურნირზე 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი ერთეულთა თანრიგშიც მოიპოვა. მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველომ 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლა.
01 ოქტომბერი 2026, 08:00
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა - უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრა ხვალ გაიმართება
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს სასტუმროსთან ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ და ავტოგრაფები გამოართვეს. უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონის მესამე ტურში ხვალ უნგრეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
29 სექტემბერი 2026, 01:08
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
28 სექტემბერი 2026, 21:56
საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:01
საქართველო-უკრაინის თამაში დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
28 სექტემბერი 2026, 19:22
ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
საბერძნეთმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების ფინალურ ეტაპს უმასპინძლა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


