რედაქცია
მთავარი რედაქტორი
თამარ ნეფარიძე
პასუხისმგებელი რედაქტორი
მანანა მჭედლიშვილი
რედაქტორები
ნინო ფაჩუაშვილი
ეკატერინე ბახუტაშვილი
კახაბერ დგებუაძე
ნანა ნოდია
მარიამ კალანდარიშვილი
ლილუ მიროტაძე
მარიამ ცომაია
ციცი გაბიტაშვილი
სოფო ხუციშვილი
არტიომ ავაკიმოვი
ეკა გვარამაძე
თამარ ტუშური
კორესპონდენტები
„იმედინიუსს“ ახალ ამბებს აწვდიან ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტები, რადიო „იმედის“, ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტები.
თემა
შორენა ბურსულაია; მარიამ ცომაია
ინტერვიუ
„იმედინიუსზე“ ქვეყნდება ტელეკომპანია „იმედის“ და „მაესტროს“ ეთერებში გასული ინტერვიუების ტექსტური ვერსია.
ვებსამსახურის ხელმძღვანელი
ლოლა ხუბუა
„იმედინიუსი“ სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა და გამოცემების ინფორმაციას იყენებს მხოლოდ მათი წყაროდ მითითების შემთხვევაში. „იმედინიუსზე“ გამოყენებულ ფოტო და ვიდეომასალაზე საავტორო უფლება ეკუთვნის გამოსახულების გასწვრივ მითითებულ წყაროს.
„იმედინიუსი“ - „იმედის“ ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული ქართულენოვანი საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა. ვებგვერდი ფუნქციონირებს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
ისტორია
✔ 2016 წლის ზაფუხლში ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი. ამ დროისთვის ტელეარხს ინტერნეტში ვებგვერდის სახით გააჩნდა პლატფორმა imedi.ge, რომელზეც არხი ათავსებდა ტელევიზიის ვიდეოკონტენტს და მხოლოდ შეზღუდულად - ადგილობრივ ახალ ამბებს ბეჭდური სახით.
ტელევიზიის ბაზაზე შეიქმნა ბეჭდური ინტერნეტ-გამოცემა, რომელსაც უნდა მოეცვა ახალი ამბები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროდან, ასევე შემეცნებითი და გასართობი კონტენტი. პროექტის ტექნიკურ აღმასრულებლად დაინიშნა გიორგი ქოროღლიშვილი, ვებგვერდის მთავარ რედაქტორად - ჟურნალისტი თეონა გეგელია, რომელმაც ამ პოზიციაზე 2020 წლის თებერვლამდე იმუშავა.
კონცეფცია
✔ „იმედინიუსის“ რედაქცია არამხოლოდ თავად ქმნის, არამედ არჩევს მკითხველისთვის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს და საინტერესო ცნობებს ქართული და უცხოური მედიასივრციდან; გამოცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმების პრინციპი, ამიტომ დადასტურებული წყაროები მონიშნულია სიტყვით „სანდო წყარო“, გადაუმოწმებელი კი - სიტყვით „დაუდასტურებელი“.
აუდიტორია
✔ „იმედინიუსი“ იყენებს მნახველთა საჯარო მთვლელებს, მათ შორის top.ge-ს. ასევე ეყრდნობა დახურული მთვლელის Google Analytics-ის მონაცემებს, რომლის თანახმად, პროექტის ამოქმედებიდან 6 თვეში ინტერნეტ გამოცემის უნიკალური მკითხველების რაოდენობა იყო თვეში საშუალოდ 397 190; 2018 წლის მაისში მან მიაღწია - 873 700-ს; 2019 წლის მაისში „იმედინიუსის“ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა გახდა - თვეში 1 263 300. მთლიანობაში, პროექტის ამოქმედების დღიდან 2019 წლის ივნისამდე „იმედინიუსის“ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 13 947 397.
„იმედინიუსი“ არის:
✔ ახალი ამბები. ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გაიგოთ აქ და ახლა: ქართული და მსოფლიო პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული და სპორტული სიახლეები - იქნება ეს არჩევნების შედეგები, ავიაკატასტროფა ან ახალი „აიფონის“ პრეზენტაცია.
✔ თემა. ვცდილობთ მარტივად გაგარკვიოთ რთულ თემებში და გაგიზიაროთ კვალიფიციური სპეციალისტების რჩევები ცხოვრების ყველა სფეროდან: როგორ შეიძლება აისახოს ამა თუ იმ კანონის მიღება პირადად თქვენზე? რას ნიშნავს ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმება? რა ისტორია დგას ხმაურიანი დაპატიმრების უკან?
✔ ინტერვიუ. „იმედის“ ჰოლდინგის ეთერში მოწვეული ყველაზე საინტერესო სტუმრების პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე.
✔ ინქვიზიცია. ინფორმაციული ტესტები - ახალი ამბების კითხვა აუცილებელი არ არის, ინფორმაციით გართობაც შეიძლება.
✔ ვიდეო. ახალი ამბავი, ან უბრალოდ, საინტერესო კადრები რამდენიმეწამიან რგოლში.
✔ ვალუტის კურსი.
Imedinews.ge წარმოდგენილია ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელში. ვებგვერდის მთავარი პლატფორმა Facebook-ზე არის გვერდი IMEDINEWS, ასევე გვერდი TV Imedi.