არჩევნები 2018

თელავი

15 დეკემბერი 2018, 17:03

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

კახეთში, თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა. რეპეტიცია დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. მასში საჯარისო დანაყოფების, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი.

14 დეკემბერი 2018, 14:24

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

სააპელაციო

13 დეკემბერი 2018, 17:31

სააპელაციომ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე ნაციონალების სარჩელი არ დააკმაყოფილა

ოპოზიცია საქალაქო სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო დადგენილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბიშვილის სასარგებლოდ მოსყიდვის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო

11 დეკემბერი 2018, 19:53

სასამართლომ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე ნაცმოძრაობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მოტივად ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებდნენ.

გრიგოლ ვაშაძე

11 დეკემბერი 2018, 19:22

ვაშაძე მთავრობას ონში დაჭრილი თანაპარტიელის მკურნალობის ხარჯების დაფარვას სთხოვს

"ნაციონალური მოძრობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ითხოვს, რომ ონის მუნიციპალიტეტში დაჭრილი თანაპარტიელის ნოდარ ბურდილაძის მკურნალობის ხარჯები მთავრობამ დაფაროს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

აუდიტის სამსახური

10 დეკემბერი 2018, 16:07

ზურაბიშვილის შემწირველმა ექიმებმა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინეს

სახელმწიფო აუდიტში აცხადებენ, რომ 3-მა ექიმმა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინა, ხოლო ერთი ექიმის მოწვევა ალტერნატიული მისამართების გამოყენებით იგეგმება. ექიმებმა სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შესწირეს.

ილია მეორე

09 დეკემბერი 2018, 14:07

ილია მეორე: არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს ხმები არ მოუპარავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი ერის გამოცდა იყო, სადაც ხალხმა ვებრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. 5 დეკემბერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

04 დეკემბერი 2018, 18:12

სასამართლომ ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის პოზიცია, რომ პარტიამ სარჩელის შეტანის ვადები და პირობები დაარღვია. მანამდე სწორედ ამ მიზეზით არ განიხილა თავად კომისიამ ეს სარჩელი.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}