ილია მეორე: არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს ხმები არ მოუპარავს
ილია მეორე
ფოტო: Facebook
ხშირად ისმოდა სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს. განცხადება ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი ერის გამოცდა იყო, სადაც ხალხმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.
„არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში. მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ.
5 დეკემბერს საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.
8 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა ინაუგურაციის ადგილად თბილისი, თელავი და წინანდალი განიხილება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 09:58
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე, დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა
გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად, ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა - ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
14 აპრილი 2026, 09:56
რეგიონი
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღვრე არხები.
14 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
მელონიმ რომის პაპის კრიტიკის გამო ტრამპი დაგმო
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპზე, ლეო მე-XIV-ზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 09:48
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 აპრილს ქუთაისში დღისით +14 და ღამით +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
14 აპრილი 2026, 09:47
მსოფლიო
AXIOS: შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა
პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. ინფორმაციას AXIOS-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 01:51
მსოფლიო
Reuters: ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს
ნატოს მოკავშირეებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის გეგმაში, რომელიც ირანის პორტების ბლოკირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 01:03
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა - იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე
დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
14 აპრილი 2026, 00:40
საზოგადოება
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
14 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Financial Times: ევროკომისიამ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა
ევროკომისიამ დაიწყო „დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები“ პარტია „ტისა“-ს ლიდერთან, პეტერ მადიართან უნგრეთის არჩევნებში მისი დაჯერებული გამარჯვების შემდეგ - კომისია მას მოუწოდებს, მოაგვაროს ურთიერთობა უკრაინასთან და დაიწყოს რეფორმები ევროკავშირის მიერ გაყინული 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
14 აპრილი 2026, 00:10
საზოგადოება
14 აპრილი დედაენის დღეა
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
14 აპრილი 2026, 00:05
რეგიონი
სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
13 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.
13 აპრილი 2026, 21:43
მსოფლიო
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
13 აპრილი 2026, 21:24
მსოფლიო
ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.
13 აპრილი 2026, 21:11
რეგიონი
უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
13 აპრილი 2026, 20:59
მსოფლიო
მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.
13 აპრილი 2026, 20:45
მსოფლიო
კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
13 აპრილი 2026, 20:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი
აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 20:28
მსოფლიო
ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.
13 აპრილი 2026, 20:19
პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


