არჩევნები 2017

14 ნოემბერი 2017, 22:15

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 4 საჩივარი განიხილა

საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით ხელფასის 10% დააკლო N 62-ე უბნის თავმჯდომარეს, ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელს კი შენიშვნა მიეცა. საჩივრის ავტორთა თქმით, ნაკადის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელმა პირმა მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უბანზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეუშვა.

14 ნოემბერი 2017, 20:45

ეუთოს დამკვირვებლებისთვის საარჩევნო კოდექსის გარკვეული ნორმები გაუგებარია

ეუთოს დამკვირვებლებისთვის საარჩევნო კოდექსის გარკვეული ნორმები გაუგებარია. მონიტორები განსაკუთრებით იმ ფაქტმა დააბნია, რომლის მიხედვითაც ბიულეტენებში იმ კანდიდატთა გვარები ეწერა, რომლებმაც არჩევნებს მეორე ტურში ბოიკოტი გამოუცხადეს.

ბეგლარ სიორიძე
კოტე შარაშენიძე

14 ნოემბერი 2017, 17:03

სიორიძე შარაშენიძეს გამარჯვებას ულოცავს

ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ სიორიძემ facebook-ზე დაწერა.

კონსტანტინე შარაშენიძე

14 ნოემბერი 2017, 14:52

კონსტანტინე შარაშენიძე: დემოკრატიის ხაზი ოზურგეთზე გადის

შარაშენიძე ნასაკირალის უბნის შედეგების გაბათილების აუცილებლობას ვერ ხედავს. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს საჩივრებს განიხილავს, მათ შორისაა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივარი, რომელიც დაბა ნასაკირალში 59-ე უბანში კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

კონსტანტინე შარაშენიძე

13 ნოემბერი 2017, 23:44

შარაშენიძის შტაბი: ოზურგეთში დახურულ უბანზე უცნობებმა 5 ბიულეტენი შეიტანეს

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ცნობით, ოზურგეთში დახურულ უბანზე გაურკვეველი პირები შევიდნენ და, სავარაუდოდ, 5 ბიულეტენი შეიტანეს. შტაბის ცნობით, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.

13 ნოემბერი 2017, 15:51

ეუთო: კოორდინატორების დაკვირვების პრაქტიკა შესაცვლელია

ეუთოს მისიაში მონაწილე დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ კოორდინატორების დაკვირვების პრაქტიკა შესაცვლელია, რადგან ამ ხერხით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა შეიძლება. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კომისია კარგად იყო ორგანიზებული.

ანა ნაცვლიშვილი

13 ნოემბერი 2017, 14:08

საია: არჩევნების მეორე ტური, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა

ანგარიშში ოზურგეთის 59-ე უბანიც მოხვდა, სადაც ხმის დათვლის პროცესში არეულობა მოხდა. ნაცვლიშვილის თქმით, მოვლენები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ სიტუაციის განზრახ არევისა და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

13 ნოემბერი 2017, 12:03

ISFED: ხმების დათვლა უბნების 99,7%ზე დარღვევების გარეშე წარიმართა

ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ხაშურის ინციდენტი, 32-ე უბნის მიმდებარედ ქართული მარშის ერთგვარი აქცია, როდესაც ისინი უბანზე შესვლას ცდილობდნენ. ჯამში ორგანიზაციამ საუბნო კომისიებში 15, ხოლო საოლქოში 18 საჩივარი წარადგინა, ჩანაწერთა წიგნში კი 4 შენიშვნა აქვთ დაფიქსირებული

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}