imedi /  14 ნოემბერი 2017, 17:03 / სანდო წყარო

სიორიძე შარაშენიძეს გამარჯვებას ულოცავს

ბეგლარ სიორიძე
კოტე შარაშენიძე

ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ სიორიძემ facebook-ზე დაწერა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცნობილია. ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას. დიდ მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც მე დამიჭირა მხარი და სწორად შეაფასა ჩემ მიერ გაწეული შრომა ქალაქ ოზურგეთის მერად ყოფნის პერიოდში. მე ამაყი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ბოლო სამი წლის მანძილზე, მუხლჩაუხრელად ვიშრომე ჩემი ქალაქისთვის. ამაყი ვარ იმ საქმეებით, რომელიც ოზურგეთზე სასიკეთოდ აისახა. მიხარია, რომ ვარ იმ პროექტების ავტორი, რომელიც კიდევ მრავალი წლის მანძილზე სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქალაქს. ვისურვებდი, რომ დაწყებული განვითარება არ შეჩერდეს და ოზურგეთში კიდევ მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდეს. მე, როგორც მერობამდე, ასევე, მერის პოსტზე ყოფნის დროს თუ ამიერიდან, ვრჩები ჩემი ოზურგეთის გვერდით და ვიქნები თქვენი გულშემატკივარი და ყველა სასიკეთო საქმის თანამონაწილე ყველა პოზიციიდან, სადაც არ უნდა ვიყო მომავალში", - წერს ბეგლარ სიორიძე.

კონსტანტინე შარაშენიძემ მმართველი გუნდის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით, შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.

არქივი

15 ივლისი 2018, 22:59

ტაბლოიდი

ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა

მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს თავის პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

15 ივლისი 2018, 22:56

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: ვინც ამბობს, რომ აშშ და ევროკავშირი მტრები არიან, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს, რომელშიც ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირი აშშ-ის ეკონომიკური მტერია. ტუსკმა პასუხი Twitter-ზე დაწერა.

15 ივლისი 2018, 22:39

მსოფლიო

ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერაყის სამხრეთ ნაწილში უმუშევრობის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. ქალქ ბასრაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 3 ადამიანი ელ-მუტანას პროვინციაში დაიღუპა.

15 ივლისი 2018, 22:38

მსოფლიო

ნიკარაგუაში დღევანდელ აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა

ნიკარაგუაში სამთავრობო საპროტესტო აქციაზე კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცავი ორგანიზაციების ცნობით, ასევე არიან დაშავებულები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აქციის ფარგლებშ, ჯამში 270-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივლისი 2018, 22:26

ტაბლოიდი

ამერიკელი ვეტერანი, Instagram-ზე სავარჯიშო ვიდეოებით, 108 ათას დოლარამდე შოულობს

33 წლის ალისია მაგენი აშშ-ის საავიაციო ძალებში 9 წლის განმავლობაში მსახურობდა, ის კბილის ექიმად მუშაობდა, თუმცა სამსახურისთვის თავის დანებება და საკუთარი ოცნების ასრულება გადაწყვიტა. ალისია მაგენი დღეს Instagramის ერთ-ერთი ვარსკვლავია.

15 ივლისი 2018, 22:09

სპორტი

2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა და „ოქროს ბურთი“ გადაეცა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზარდა მოთამაშე 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა.

15 ივლისი 2018, 22:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჰელსინკიში ჩავიდა

ბორტი ნომერი #1, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ეკუთვნის ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა. ორი ქვეყნის ლიდერიდან ფინეთში პირველი დონალდ ტრამპი ჩავიდა, 16 ივლისს (შეხვედრის დღეს) კი ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინი ჩავა.

15 ივლისი 2018, 21:40

მსოფლიო

აზერბაიჯანში 18 რადიკალი დააკავეს

დაკავებულები ქალაქში მასობრივი არეულობის მოწყობას აპირებდნენ, ისეთისას როგორიც განჯაში მოხდა, მათი მიზანი კი საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტაბილურობის მოშლა იყო. ამასთან, წყარო ამბობს, რომ სპეცოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

15 ივლისი 2018, 21:37

მსოფლიო

აშშ-ში სამგზავრო ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-მექსიკოს შტატში ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ რიო-რანჩოსთან ახლოს მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა რამდენიმე ავტმობილიც.

15 ივლისი 2018, 21:20

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსს სცენაზე მკერდი გამოუჩნდა

მერილენდის შტატში კონცერტის დროს, ბრიტნი სპირს მკერდი გამოუჩნდა. ის Do Somethin-ს მღეროდა, რა დროსაც უხერხული შემთხვევა მოუვიდა. ბრიტნი სპირსი სიმღერის დასრულებამდე "არ იმჩნევდა" ამ ფაქტს.

15 ივლისი 2018, 21:07

ძალოვნები

ლენტეხის ტყეში ხანძარი ჩააქრეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

15 ივლისი 2018, 20:53

სპორტი

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა.

15 ივლისი 2018, 20:53

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის მტრები არიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი აშშ-ის მტერია, რუსეთი "კონკრეტულ ასპექტებშია მტერი", ჩინეთი კი "ეკონომიკური მტერია". ამის შესახებ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია Twitter-ზე ავრცელებს.

15 ივლისი 2018, 20:41

მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს სტადიონზე Pussy Riot-ის მხარდამჭერები შევარდნენ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, საფრანგეთი - ხორვატიის დაძაბული თამაშის დროს, სტადიონზე რამდენიმე ადამიანი შევარდა. მალევე Pussy Riot-მა Facebook-ზე დაწერა, რომ ეს ადამიანები მათი მხარდამჭერები იყვნენ. მათი თქმით, ეს საპროტესტო აქციის "პოლიციელები ერთვებიან თამაშში" ფარგლებში გააკეთეს.

15 ივლისი 2018, 20:25

სპორტი

უიმბლდონის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა

უიმბლდონის კაცთა ტურნირის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლაში სერბმა ჩოგბურთელმა სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი დაამარცხა. ჯოკოვიჩმა ანდერსონი ანგარიშით 6:2, 6:2,7:6, (7:3) დაამარცხა.

15 ივლისი 2018, 20:15

ტექნოლოგიები

რა არის ღიმილი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

ადამიანების ცხოვრებასა და ყოველდღიურ ურთიერთობაში ღიმილი მნიშვნელოვანი ფენომენია, რომლითაც ჩვენ ემოციებს გამოვხატავთ. ღიმილს სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული აღქმა აქვს, ღიმილს როგორც ჩვევას, სწორედ კულტურები და ასევე ადამიანის სქესი განსაზღვრავს.

15 ივლისი 2018, 19:56

ვიდეო

Uber-ი lime-ით დაინტერესდა

15 ივლისი 2018, 19:02

ვიდეო

ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე შესაძლოა ჯარიმები გამკაცრდეს

15 ივლისი 2018, 18:55

ვიდეო

თურქი ინვესტორები მიწის შეძენით არიან დაინტერესებული

15 ივლისი 2018, 18:51

სპორტი

FIFA-ს თასი სტადიონზე Louis Vuitton-ის მაისურში გახვეული მიიტანეს

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის გადასაცემი თასი უკვე მიიტანეს სტადიონზე. ის სამოდელო სახლის Louis Vuitton-ის მაისურშია გახვეული. ფიფას მსოფლიო თასი, რომელიც პირველად მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს (გერმანიას) გადასცეს,