არჩევნები 2024

19 თებერვალი 2025, 14:12
გრიგოლ გეგელია: ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს - სრულიად ვეთანხმები, ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს, მე მას სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, შეუძლებელია, რომ ნორმალურ ადამიანს სხვა პოზიცია გააჩნდეს. რა თქმა უნდა ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას“, - აღნიშნა გეგელიამ.

02 თებერვალი 2025, 17:33
გიორგი გამსახურდია: 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს საქართველოს პატრიოტებს, დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება
გიორგი გამსახურდია X-ზე 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარ მოვლენებს იხსენებს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

23 იანვარი 2025, 18:22
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათთვის სასურველი შედეგი რომ არ დადგა, ამიტომ აღარ მოსწონთ ელექტრონული აპარატი? აქამდე ელექტრონული აპარატების გარეშე ტარდებოდა არჩევნები და პირწმინდად წააგეს ყველა
„საქართველოს მასშტაბით იყო 3044 საარჩევნო უბანი, აქედან 788 უბანზე არჩევნები არ ჩატარებულა ელექტრონულად და რა შეიცვალა, შედეგები იქ სხვა ჰქონდათ?!“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

18 იანვარი 2025, 19:41
ცესკოს თავმჯდომარე: მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში
„თუ ვინმეს მართლა რაიმე ხელშესახები ფაქტები და მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში და საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს.. კენჭისყრის დღიდან თითქმის სამი თვე გავიდა და ჩვენ იმთავითვე გამოვრიცხავდით, რომ რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, ეს პროკურატურამაც დაადასტურა, ეს არ იკითხება არც ეუთო/ოდირის დასკვნიდან. რაც პროკურატურის შუალედურ ანგარიშშია, იმისგან განსხვავებულს არ ველით, თუმცა, მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, რომ თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

18 იანვარი 2025, 19:36
გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის
თითქმის, სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის მაშინ, როდესაც ლოგიკური ფორმულა არის ის, რომ ჯერ გაქვს რაღაც მტკიცებულება ან ფაქტი, შემდეგ ამ ფაქტიდან, მტკიცებულებიდან რაღაც შეფასებას, ანალიზს აკეთებ და შემდგომ ასკვნი, რომ რაღაც ისე მოხდა, ან ასე მოხდა, რაღაც გაყალბდა ან არ გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

18 იანვარი 2025, 19:07
გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურამ ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში სრულად გასცა კითხვებს პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენვე ვამბობდით, რომ ისინი არ ეფუძნებოდა არანაირ მტკიცებულებას
„ჩვენ ვიყავით ის უწყება, რომელმაც მივმართეთ პროკურატურას იმ მიზნით, რომ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შესაძლო მანიპულაციასა და გაყალბებასთან მიმართებაში საზოგადოებას ჰქონოდა ობიექტური, ჭეშმარიტი პასუხები. ასევე, რა თქმა უნდა, გადაცდომის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ჰქონოდათ სათანადო რეაგირება“.

17 იანვარი 2025, 14:53
გურამ მაჭარაშვილი: არანაირი გაყალბება არ ყოფილა არჩევნებზე. ამას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ბევრი წარმომადგენელი უკვე აღიარებს და ამბობენ, რომ დაანებეთ თავი გაყალბებას, არ გაყალბებულა და მოდი ახლა რევოლუცია გავაგრძელოთო
„ჯერ მოითხოვეს, რომ გამოძიება დაიწყოსო, დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მერე არ მიდიოდნენ და ვინც მიდიოდა იქ არაფერს არ ლაპარაკობდა და ვერაფერი ვერ მიჰქონდა. იმიტომ, რომ არ არსებობს გაყალბების არც ერთი მტკიცებულება. არც ფარულობის დარღვევის“, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურის გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ანგარიშს უნდობლობა გამოუცხადეს.

16 იანვარი 2025, 12:37
ომბუდსმენი: 100 000 ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ჩემთან არცერთი მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება ჩემთვის ცხადია, ამიტომ ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ
მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება მე არ მინახავს. 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე გადაცემაში „დღის ამბები“.

{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}