LIVE ისრაელი

13 ივლისი 2024, 16:24

BBC: ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

სულ მცირე 71 ადამიანი დაიღუპა ღაზაში ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 289 ადამიანი კი დაშავდა. „ჰამასი“ამტკიცებს, რომ ისრაელმა დარტყმა ალ-მავასის რაიონში ქალაქ ხან იუნისთან ახლოს განახორციელა, რომელიც თავად ებრაელ ჯარისკაცებს ჰქონდათ განსაზღვრული როგორც ჰუმანიტარული ზონა და მოუწოდებდნენ პალესტინელებს თავშესაფარი იქ ეძიათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 ივლისი 2024, 09:15

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ერთგული რჩება

ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ერთგული რჩება, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ისრაელელი სამხედრო ოფიცრების გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 ივლისი 2024, 23:46

ნეთანიაჰუ: ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ გააგრძელებს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ გააგრძელებს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

11 ივლისი 2024, 12:14

ისრაელმა ლიბანის სამხრეთი დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ლიბანის სამხრეთზე იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. „გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე შტულას რაიონში რაკეტა ჩამოვარდა, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთით აიტა აშ-შაბის რაიონში გაანადგურეს სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ამ რაკეტის გამშვები დანადგარი გადაჰქონდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 ივლისი 2024, 14:44

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ავიაიერიშის დროს 29 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ავიაიერიშის დროს 29 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც. საჰაერო შეტევა ანკლავის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში განხორციელდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტეს, იერიში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ტერორისტების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაღალი სიზუსტის იარაღით. ცაჰალის მტკიცებით, ავიაიერიშის დროს ლიკვიდირებული ტერორისტები 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

10 ივლისი 2024, 12:08

IDF: ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტები დაბომბა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის რაიონებში ჯანტასა და ბარაახიტაში „ჰეზმოლას“ ჰაერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

09 ივლისი 2024, 18:53

Reuters: ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ალ-სისისა და ბერნსის შეხვედრის შემდეგ განახლდება

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდება მას შემდეგ, რაც კაიროში ერთმანეთს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფათაჰ ალ-სისი და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ეგვიპტის სახელმწიფო ტელეკომპანია Al-Qahera News TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 ივლისი 2024, 17:02

The Jerusalem Post: ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მომავალი თვიდან ორთოდოქსი ებრაელების ჯარში გაწვევას იწყებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, მომავალი თვიდან ორთოდოქსი ებრაელების ჯარში გაწვევა დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთი The Jerusalem Post აქვეყნებს. თავდაცვის მინისტრს არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენი ასეთი ბრძანება იქნება გამოცემული, თუმცა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, პირველ ეტაპზე დაახლოებით 3 ათასი ადამიანის გაწვევა მოხდება, რომლებიც უკვე ჯარში ჩარიცხულ 1 800 ორთოდოქსს ებრაელს შეუერთდებიან.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}