imedi /  14 ნოემბერი 2017, 22:15 / სანდო წყარო

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 4 საჩივარი განიხილა

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში უბნებსა და საოლქო კომისიაში დაწერილი 4 საჩივარი განიხილა. ოთხივე საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა შეადგინეს. ამის შესახებ ipn-ი წერს.

საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით ხელფასის 10% დააკლო N 62-ე უბნის თავმჯდომარეს, ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელს კი შენიშვნა მიეცა. საჩივრის ავტორთა თქმით, ნაკადის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელმა პირმა მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უბანზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეუშვა.

კომისიამ დარღვევად მიიჩნია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შედგენილ კიდევ ერთ სარჩელში მოყვანილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, N124-ე უბანზე რეგისტრატორის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი ახორციელებდა. საჩივრის შინაარსის მიხედვით, მანანა გიორგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უბანზე კომისიის წევრის სტატუსით გამოცხადდა და სამი ამომრჩეველიც მიიღო. სინამდვილეში კი იგი კომისიიდან პარტიის მიერ 7 ნოემბერს იყო გამოწვეული. N124-ე უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე, რომელსაც კომისიამ დარღვევის გამო გაფრთხილება მისცა, საჩივრების განხილვას არ დასწრებია. 

საოლქო კომისიამ არ დააკმყოფილა N18 უბანზე დაწერილი საჩივარი, რომლის მიხედვითაც უბანზე მდივანმა შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და დრო არასწორად მიუთითა. N76-ე უბნის თავმჯდომარეს კი, სადაც გადასატანი ყუთის სიაში კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი შეცდომით იყო შეყვანილი, გაფრთხილება მიეცა. 

ამასთანავე, საოქლო კომისიამ თავად აღმოაჩინა დარღვევა ორ უბაზე. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, N62 და N7-ე უბნების შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ჰქონდა, რის გამოც აღნიშნული უბნების თავმჯდომარეებს შენიშვნა მიეცა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 14 ნოემბერს 7 საჩივარი შეიტანა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფიაშვილის თქმით, საჩივრები პროცედურული ხასიათისაა და ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საიას“ საჩივრებს კომისია 16 ნოემბერს განიხილავს.

საოლქოში საჩივრების შეტანის ვადა 14 ნოემბერს დასრულდა.

12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები ()

არქივი

25 აპრილი 2018, 16:33

საქართველო

ბათუმის მერია ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ხიდის ჩანგრევის მიზეზებს განმარტავს

როგორც მერიაში განმარტეს საპროექტო სამუშაოები 3 დღეში დასრულდება და ხიდი დაჩქარებული წესით ერთ თვეში აღდგება. ხიდი კუსტარულად იყო დამზადებული და ის არ იყო მძიმე ტექნიკაზე გათვლილი.

25 აპრილი 2018, 16:25

ტექნოლოგიები

Alibaba-ს ხმოვან ასისტენტს ცნობილი ავტომწარმოებლები გამოიყენებენ

Mercedes-ი, Audi და Volvo - ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლის ავტომობილებშიც Alibaba-ს ციფრულ ხმოვან ასისტენს გამოიყენებენ. ამ მარკის ავტომობილების მფლობელები სამომავლოდ Tmall Genie-ს საშუალებით ონლაინ შესყიდვებს განახორციელებენ და საკუთარი სახლიდან სისტემას დისტანციურად გააკონტროლებენ.

25 აპრილი 2018, 16:14

მსოფლიო

ერევანში მომიტინგეებმა ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი ჩაკეტეს. ვიდეო

სომხეთის დედაქალაქში პროტესტის ტალღა იზრდება. მომიტინგეებმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი მაგისტრალი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეებს ასევე ჩაკეტილი აქვთ ერევნის სხვადასხვა ქუჩა.

25 აპრილი 2018, 16:09

ვიდეო

“იმედში” შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე ერეკლე კოდუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

25 აპრილი 2018, 16:09

ტექნოლოგიები

Amazon-ი სახლის რობოტის შექმნაზე მუშაობს

გაიდვების ტექნოლოგიურმა გიგანტმა გუნდის დაკომპლექტება უკვე დაიწყო და საბოლოო პროდუქტი ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, რობოტ Vesta-ს არა სახლის საქმეების შესრულება, არამედ ადამიანისთვის დახმარების გაწევა დაევალება.

25 აპრილი 2018, 16:06

ძალოვნები

კასპში მომხდარ ყაჩაღობაზე კიდევ ერთი პირი იძებნება

დაკავებულები სოფელ აღაიანში მცხოვრები ჯუმბერ ფეიქრიშვილი და ზურაბ ბეჟუაშვილია. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია და 2013 წლის ამნისტიით არიან გათავისუფლებული. ბეჟუაშვილის ოჯახისთვის უცნობია რისთვის დააკავეს ის.

25 აპრილი 2018, 16:05

ეკონომიკა

ონში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება

ამუშაოების დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობის ნაწილი, ამინდების გაუარესების პერიოდში, სასმელ წყალს გაუმჯობესებული, ხოლო 70% -ი 20-24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.

25 აპრილი 2018, 16:03

საქართველო

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესწავლა იწყება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები.

25 აპრილი 2018, 15:59

ეკონომიკა

ბათუმის იახტკლუბის განვითარებაში $3 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია "რივიერამ" 9 თვეში უნდა შეიმუშაოს იახტკლუბის განვითარების პროექტი (ნავსაყუდელი, იახტკლუბი რესტორნით, პლაჟი, მშრალი დოკი, სახელოსნო, მცურავი საშუალებების (ნავი, იახტა და ასე შემდეგ) ტიპი, კლასი და რაოდენობა).

25 აპრილი 2018, 15:48

საქართველო

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული. სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. რეაბილიტაცია 18 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება. სახლებს უკვე ხარაჩოებში სვამენ.

25 აპრილი 2018, 15:42

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში გადამუშავებული საღეჭი რეზინით კეტები დაამზადეს

ნიდერლანდურმა კომპანიებმა Gumdrop-მა, Explicit Wear-მა და Iamsterdam-მა გამოუშვეს კეტები, რომელთა ლანჩი გადამუშავებული საღეჭი რეზინით დამზადდა. ფეხსაცმლის საწარმოებლად საღეჭი რეზინები ამსტერდამის ქუჩებში შეგროვდა. მისგან მზადდება სინთეტიკური კაუჩუკი, რომელსაც გრანულებად უშვებენ. შემდეგ მას ფეხსაცმლის ლანჩად ადნობენ.

25 აპრილი 2018, 15:42

კულტურა

10 წლის ქუთაისელი მოსწავლე პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს

10 წლის მოსწავლე ქუთაისიდან, თამარ ნოზაძე პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს. ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციის თქმით, თამარ ნოზაძე Club De Chance ორგანიზაციის პროექტის “Draw Me Peace” გამარჯვებულია.

25 აპრილი 2018, 15:40

საქართველო

ვინ არის სამეფო ოჯახის ძიძა, რომელსაც მერი პოპინსს" უწოდებენ

მარიამ მომზადება ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში, ნორლენდში გაიარა. კოლეჯი ბათში მდებარეობს და მაღალი სტანდარტებითაა ცნობილი. ძიძა სამეფო წყვილს პატარა პრინცის გაზრდაშიც დაეხმარება.

25 აპრილი 2018, 15:34

ძალოვნები

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.

25 აპრილი 2018, 15:33

საქართველო

რუსთაველზე 43 ძირი ახალი ხე დაირგვება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს. პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება.

25 აპრილი 2018, 15:27

საქართველო

სოფიო ქაცარავა: საკანონმდებლო ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის

"ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ეს არის დროული და მნიშვნელოვანო ცვლილება. მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ახლა უკვე საზღვრის გადაკვეთამდე მოუხდება. ამ ნაბიჯით ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება,"- აცხადებს ქაცარავა.

25 აპრილი 2018, 15:27

საქართველო

პროტოპრესვიტერი ზვიადაძე: საპატრიარქო არ თვლის, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაა საჭირო

რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ეხმიანება. მისი თქმით, აუცილებელია საპატრიარქოს პოზიცია ზედმიწევნით ზუსტად გამოიკვეთოს, ვინაიდან ეს საპატრიარქოს ინიციატივაა.

25 აპრილი 2018, 15:15

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა საზღვარზე ე.წ ფილტრის აღმართვის წინააღმდეგია

"ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, ადამიანი დასარჩენად მიდის თუ არა სხვა ქვეყანაში. ბარიერების აღმართვა და სასაზღვრო ფილტრის აღმართვა არის დაუშვებელი. ეს შეასაძლოა იყოს გამოყენებული კორუფციული ან პოლიტიკური მიზნებისთვის. საჭიროა უფრო გონივრული წინადადებების შემუშავება"-აცხადებს რომან გოცირიძე.

25 აპრილი 2018, 15:08

ვიდეო

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” პასუხისგებაში მიცემის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა

25 აპრილი 2018, 15:07

ძალოვნები

სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე ლიპარტელიანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგო ადგილზე დაიღუპა.