Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს
ფოტო: Reuters
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა განაცხადა, რომ ლონდონს აღარ შეუძლია უბრალოდ „დაგმოს“ უსამართლობა და ადამიანთა ტანჯვა. მისი თქმით, ქვეყანამ ახლა „უნდა იმოქმედოს“, რათა დასახლებების გაფართოებას დაუპირისპირდეს.
„დღეს ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ უმოქმედო დამკვირვებლები შემდგომი ტანჯვისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განადგურების წინაშე“, – განაცხადა მილიბენდმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას. მან ამით ბრიტანეთის მრავალწლიან მხარდაჭერაზე მიუთითა ორი სახელმწიფოს შექმნის იდეისადმი, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება.
აშშ-ის ელჩმა ისრაელში მაიკ ჰაკაბიმ ბრიტანეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციები უკვე გააკრიტიკა, ხოლო ისრაელის ორმა მინისტრმა ბრიტანეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
მილიბენდმა, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივლისში გახდა, ასევე განაცხადა, რომ ლონდონის პოზიციაა, რომ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია უკანონოა. მისივე თქმით, ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ დასავლეთ სანაპიროს გარკვეულ ტერიტორიებზე პალესტინელების ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს.
როგორც Reuters-ი იუწყება, სავარაუდოდ, სანქციების გავლენა ბრიტანეთსა და ისრაელს შორის წლიურ, დაახლოებით 6 მილიარდი ფუნტის ორმხრივ ვაჭრობაზე მინიმალური იქნება. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განასხვავებს ბრიტანეთი დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში წარმოებულ საქონელს ისრაელში წარმოებული პროდუქციისგან.
ისრაელის ორმა გავლენიანმა მინისტრმა გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა. ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა ბრიტანეთის ელჩის თელ-ავივიდან გაძევება მოითხოვა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაეხურა. საკონსულო დასავლეთ სანაპიროზე მოქმედ პალესტინის ხელისუფლებასთან არის აკრედიტებული.
ამასობაში, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ბრიტანეთი ისრაელში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს.
სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში შეშფოთების მთავარი მიზეზი დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმთან ახლოს, ისრაელის E1 დასახლების პროექტია. მისი განხორციელება გადაკვეთს იმ ტერიტორიას, რომელსაც პალესტინელები მომავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთვის მოიაზრებენ. მილიბენდის განცხადებით, პროექტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას საფრთხეს უქმნის.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს
ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
08 სექტემბერი 2026, 16:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 15:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.
08 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.
08 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.
08 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.
08 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:49
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.
08 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
The Spectator: უკრაინა ომს აგებს
The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.
08 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!
„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.


