კახიშვილი: ინაუგურაციის ადგილად განიხილება თბილისი, თელავი და წინანდალი
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ ინაუგურაციის ადგილად რამდენიმე ლოკაცია განიხილება. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ილაპარაკა.
„საკითხი გადაწყვეტილი არ არის. განიხილება თბილისი, თელავი და მესამე წინანდალი“, - განაცხადა მთავარობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. კახიშვილის თქმით, მას არ მიუღია კონსულტაციებში მონაწილეობა თუმცა სალომე ზურაბიშვილის განმარტება, თუ რატომ განიხილება თელავი, სავსებით ლოგიკურია.
კახიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათისთვის ცნობილი იქნება ის სია ვინც ჩამოვა პრეზიდენტის ინაგურუაციაზე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 13:45
მსოფლიო
BBC: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გეგმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ დაბლოკა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა, რომელიც ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვას ითვალისწინებდა, დაბლოკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:42
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით
საქართველოს პოზიცია მკაფიოა: საქართველო არაფერს დაუთმობს იმ რადიკალურ ძალებს, რომელთათვისაც დესტაბილიზაცია პროგრამაა, მშვიდობა - პრობლემა, აფხაზეთი და ცხინვალის ისტორიული რეგიონები კი - მოსაშორებელი „ტრავმული მეხსიერება”. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში, და იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 13:32
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო
მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებს და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლის და თავიანთი შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 13:31
პოლიტიკა
რიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
„განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის - ეს არის ადამიანის ჩამოყალიბება, მისი შესაძლებლობების აღმოჩენა და მომავლის შენება. სწორედ ამიტომ ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვენთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი კი არა, ახალი ნაბიჯია ისეთი ქვეყნისკენ, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ირწმუნოს საკუთარი ძალების და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ იქცეს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
ლევან აბაშიძემ და მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ, საკრებულოს წევრ მარიამ გრიგოლიშვილთან ერთად, მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანის თემა რომ არ არის თქვენი, რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჰკითხოს მოსახლეობას, თუ ჩადიოდნენ მდინარის ნაპირას და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ყველა დაინახავს, ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ
„ჩორჩანის თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?“- ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა - ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
მინდა კიდევ ერთხელ გამოვყო უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე: ჩვენ საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველი რვა თვის მონაცემებით, შეადგენს დაახლოებით 8 პროცენტს - ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აისახება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე
„როდესაც ოპოზიცია გვსაყვედურობს, რომ ეკონომიკა თითქოს იზრდება და ამ ციფრებით ჩვენ, ასე ვთქვათ, „ვმანიპულირებთ“, ეს კიდევ ერთი ბოდვა არის მათ მხრიდან, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე არის მიბმული ბიუჯეტი, რომელიც იზრდება წლიდან წლამდე რამდენიმე მილიარდით და 36 მილიარდს გადასცდა ჩვენი ნაერთი ბიუჯეტი წლევანდელ წელს“.
15 სექტემბერი 2026, 13:21
მსოფლიო
BBC: ნიდერლანდებში რკინიგზის მუშაობა სავარაუდო დივერსიის გამო შეფერხდა
ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი.
15 სექტემბერი 2026, 13:14
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
15 სექტემბერი 2026, 13:08
მსოფლიო
Reuters: რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტები გაისროლა
რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:05
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორ დენა ფიშერთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორ დენა ფიშერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:04
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 12:47
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ, მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობდა. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ შემთხვევაში კი მოქალაქე ნადირობისას, გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, აკრძალულ საშუალებას - ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი.
15 სექტემბერი 2026, 12:46
მსოფლიო
Euractiv: ხორვატია ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების პროცესს აფერხებს
ხორვატია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე წნეხს აძლიერებს იმ დროს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 12:42
ტექნოლოგიები
Apple-მა iOS 27 გამოუშვა, რომელიც ახალი Siri AI-ით არის აღჭურვილი
Apple-მა ოპერაციული სისტემა iOS 27 გამოუშვა, რომლის მთავარი სიახლეც Siri AI გახდა - Apple Intelligence-ზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტის განახლებული ვერსია. განახლებულ Siri AI-ს შეუძლია ამოიცნოს, რა ხდება მომხმარებლის ეკრანზე, უპასუხოს ამასთან დაკავშირებულ კითხვებს და გახსნილ აპლიკაციებთან დაკავშირებული მოქმედებები შეასრულოს, მაგალითად, გადაიხადოს შესყიდვების საფასური. Siri-ს ასევე შეუძლია დაეხმაროს მომხმარებლებს ტექსტთან მუშაობაში და ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობებს შორის გადაერთოს.
15 სექტემბერი 2026, 12:42
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში
„ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში აღრიცხულ ტვირთნაკადებთან დაკავშირებით.
15 სექტემბერი 2026, 12:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურთიერთობის აკრძალვის მოწოდება საქართველოსთვის საზიანოა.
15 სექტემბერი 2026, 12:30
საზოგადოება
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძეს ჩინეთის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა უმასპინძლა
შეხვედრას ჩინეთის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, დესპანი ბესიკ შარაშენიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე და საერთაშორისო სამმართველოსა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი ესწრებოდნენ.
15 სექტემბერი 2026, 12:29
რეგიონი
გზების დეპარტამენტმა მდინარე სუფსისა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
ტენდერები გამოცხადდა ქ. ჩოხატაურში, გურამიშვილის ქ. (სტადიონთან), მდინარე სუფსის ნაპირაღდგენით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე (ორივე ნაპირი) და ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზენდიდში, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირსამაგრ სამუშაოებზე.


