06 აპრილი 2026, 13:35 / სანდო წყარო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

„მისივე თქმით, კოდექსის ნორმების პრაქტიკულმა გამოყენებამ მთელი რიგი საკითხების დაზუსტების აუცილებლობა განაპირობა, რის გამოც კოდექსში ცვლილებების პროექტი მომზადდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაზუსტდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებად საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; „თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების“ ნაცვლად, მიეთითება „თანამდებობიდან გათავისუფლება“; მოწესრიგდება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები და დაზუსტდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გასავლელად კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის საკითხი.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებები თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირების სხვა, შეთავსებით სამუშაოების საკითხებსაც არეგულირებს.

კერძოდ, აღნიშნულ პირებს, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, არაუმეტეს 1 წლის ვადით, სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამეცნიერო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა შეეძლებათ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ილჰამ ალიევი

06 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

ალიევი: საუბარი გვქონდა რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

06 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა

ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ილჰამ ალიევი
ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:37

პოლიტიკა

ალიევი: გილოცავთ ბატონო პრემიერო - საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა, შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის

საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 აპრილი 2026, 14:37

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება

„რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ, მაგრამ მოსამართლე ალბათ მოსამართლე იმას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რომ ეს არასრულწლოვანები საშიშები არიან საზოგადოებისთვის და მაქსიმალურად უნდა გაარიდონ საზოგადოებას. მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე და ამ ეტაპზე სამართალს მივაღწიეთ. ამ ეტაპზე მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს [პროცესი] გაგრძელებადია. ძალიან ბევრი დამნაშავეა ამ საქმეში და ყველა საბრალდებო სკამზე დაჯდება. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება“, - აღნიშნა კუპატაძემ.

06 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

წყნეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე განახლდება

წყნეთში, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, დასასვენებელი სივრცე განახლდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

06 აპრილი 2026, 14:31

საზოგადოება

წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება

ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება.

06 აპრილი 2026, 14:29

საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

06 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 14:26

პოლიტიკა

თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.

06 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

06 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

კეშ პატელი

06 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

კეშ პატელის განცხადებით, სამართალდამცველებზე თავდამსხმელები მკაცრად დაისჯებიან

ეს განცხადება FBI-ს დირექტორმა სამართალდამცველების წინააღმდეგ მზარდი ძალადობის ფონზე გააკეთა. კეშ პატელმა მიმართა აქტივისტებსაც და აღნიშნა, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, თუმცა არა სამართალდამცველი ოფიცრებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის.

ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

პრემიერი: ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

06 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

06 აპრილი 2026, 14:13

მსოფლიო

The Economist: ევროპელი მოკავშირეები აშშ-ის ნატოში დარჩენის იმედს კარგავენ

The Economist-ი წერს, რომ ევროპას ნატოში ამერიკის დარჩენის იმედს კარგავს, მოკავშირეებს შორის უთანხმოება კი იმდენად შორსაა წასული, რომ ევროპელი პარტნიორების ქმედებები დონალდ ტრამპის პოზიციას ალიანსთან დაკავშირებით ვეღარ შეცვლის.

ჯორჯია მელონი

06 აპრილი 2026, 14:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფებოდა

ჯორჯია მელონი, ვიზიტის წინასწარ დაანონსების გარეშე ესტუმრა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ირანის თავდასხმების ფონზე, სამ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა, განიხილა როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხები.

აბას არაღჩი

06 აპრილი 2026, 13:59

მსოფლიო

ირანი პირობას დებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემთხვევაში აშშ-ს ყოვლისმომცველ პასუხს გასცემს

თუ აშშ განახორციელებს თავის მუქარას და ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყამს, ამას „ეჭვგარეშეა, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაფიო და ყოვლისმომცველი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბრისას.