პრემიერი: ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მანვე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამ ალიევს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის გახლავთ საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მისი საქართველოში ჩამობრძანება არის განსაკუთრებული პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ საქართველოში და განვიხილოთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესები. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სამძიმრისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირადად თქვენი და აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან გამოხატული თანაგრძნობისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ.
ჩვენს ხალხებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი, განსაკუთრებული ისტორიული მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და ამ ურთიერთობების ლოგიკური გამოხატულება არის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა, ჩვენი ურთიერთობები, მეგობრობა დინამიკურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ყველაფერში განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევასა და ჩართულობას, ბატონო პრეზიდენტო. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო დელეგაციების წევრებს, ჩვენს მინისტრებს, მთავრობების წარმომადგენლებს, ჩვენს ელჩებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოსთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 15:44
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), 2026-2027 აკადემიურ წელს, შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით ხვდება. უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს KIU მრავალფეროვან, ევროპული ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
06 აპრილი 2026, 15:30
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას
„ნებისმიერი დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე, უკანონო და მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას. ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ირანის რეჟიმის მთავარი მსხვერპლია. ის ასევე გახდება მთავარი მსხვერპლი სამხედრო კამპანიის გაფართოების შემთხვევაშიც“, - წერს კოშტა.
06 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.
06 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას
საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
06 აპრილი 2026, 14:51
პოლიტიკა
ალიევი: საუბარი გვქონდა რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი
3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
06 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა
ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
06 აპრილი 2026, 14:37
პოლიტიკა
ალიევი: გილოცავთ ბატონო პრემიერო - საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა, შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის
საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
06 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
ეკა კუპატაძე: მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება
„რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ, მაგრამ მოსამართლე ალბათ მოსამართლე იმას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რომ ეს არასრულწლოვანები საშიშები არიან საზოგადოებისთვის და მაქსიმალურად უნდა გაარიდონ საზოგადოებას. მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე და ამ ეტაპზე სამართალს მივაღწიეთ. ამ ეტაპზე მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს [პროცესი] გაგრძელებადია. ძალიან ბევრი დამნაშავეა ამ საქმეში და ყველა საბრალდებო სკამზე დაჯდება. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება“, - აღნიშნა კუპატაძემ.
06 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
წყნეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე განახლდება
წყნეთში, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, დასასვენებელი სივრცე განახლდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
06 აპრილი 2026, 14:31
საზოგადოება
წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება
ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება.
06 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 14:29
საზოგადოება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.
06 აპრილი 2026, 14:26
პოლიტიკა
თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.
06 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
06 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
06 აპრილი 2026, 14:22
მსოფლიო
კეშ პატელის განცხადებით, სამართალდამცველებზე თავდამსხმელები მკაცრად დაისჯებიან
ეს განცხადება FBI-ს დირექტორმა სამართალდამცველების წინააღმდეგ მზარდი ძალადობის ფონზე გააკეთა. კეშ პატელმა მიმართა აქტივისტებსაც და აღნიშნა, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, თუმცა არა სამართალდამცველი ოფიცრებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის.
06 აპრილი 2026, 14:20
პოლიტიკა
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ
დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
06 აპრილი 2026, 14:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
06 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


