არქივი
28 თებერვალი 2026, 21:07
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელი ერთიანია
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ქვეყანა ერთიანია და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვით ძალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
28 თებერვალი 2026, 21:05
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
გამახსენდა ვაჟა ფშაველა: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ასე რომ თქვენ სატრაბახო ნამდვილად გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „კურდღლების ფერმის დაჭერის“ მცდელობა იყო.
28 თებერვალი 2026, 21:04
პოლიტიკა
საბა ჯანაშია: ვართ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი, როდესაც უცხო ქვეყანა თვლის, რომ უფლება აქვს ჩაერიოს სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში. ფარულმა დახმარებებმა ვერ გაამართლა და ახლა მიმართეს უკიდურეს ზომებს
ვართ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი, როდესაც უცხო ქვეყანა თვლის, რომ უფლება აქვს ჩაერიოს სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ბლოგერმა საბა ჯანაშიამ.
28 თებერვალი 2026, 20:56
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს სამართლიდან გასული პროცესია და მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება
„ნახევარი საუკუნის წინ, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელსაც დღესაც პრეცედენტად იყენებენ ჰენდისაიდის საქმეა. სწორედ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ იყო ეს საქმე და სწორედ იქ გაჟღერდა, რომ მედიის თავისუფლება არის ისეთი გამოხატვის თავისუფლება, რომ მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, ყველაფერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.
28 თებერვალი 2026, 20:54
რეგიონი
გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
28 თებერვალი 2026, 20:51
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ირანში განვითარებულ მოვლენებზე: ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
28 თებერვალი 2026, 20:43
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ბრიტანეთის მთავრობიდან თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა გაცილებით მეტ მოტივაციას იძლევა
ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როცა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს, რაღაც ჯილდოებს გადასცემენ, იმათ როგორც ეს უხარიათ, ჩვენთვის ეს [სანქციები] იყო გასახარი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ „პოსტივის“ წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობიდან თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა გაცილებით მეტ მოტივაციას იძლევა.
28 თებერვალი 2026, 20:43
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად აღნიშნა, თურმე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში იმიტომ ისწავლა ქართული, რომ შემდეგ „დანოსი“დაეწერა და ეს გამოყენებულიყო საბაბად
პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად აღნიშნა, თურმე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში იმიტომ ისწავლა ქართული, რომ შემდეგ „დანოსი“ დაეწერა და ეს გამოყენებულიყო საბაბად , - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა.
28 თებერვალი 2026, 20:41
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ და ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. საუბარი შედგა იმ დროს, როდესაც ორი ქვეყნის სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.
28 თებერვალი 2026, 20:41
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ცდილობ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეიჭრა და გქონდეს მცდელობა შეზღუდო მედიის საქმიანობა
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა არის, რომ ასეთი დონის შეზღუდვა აუცილებლად სასამართლოს კონტროლით უნდა განხორციელდეს. ტელეკომპანია „იმედს“ უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, ამაზე ინფორმაცია ჰქონოდა და ამ მსჯელობაზე დაყრდნობით მიეღოთ რაღაც გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ხომ არ მომხდარა, ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო“, - აღნიშნა ძამაშვილმა.
28 თებერვალი 2026, 20:33
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი დგას ბედისწერის განმსაზღვრელი, უპრეცედენტო კამპანიის წინაშე, რათა აღმოფხვრას ირანისგან მომავალი ეგზისტენციალური საფრთხე
ისრაელის თავდაცვითი ძალების („ცაჰალი“) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი „ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად მნიშვნელოვანი, ბედისწერის განმსაზღვრელი და უპრეცედენტო კამპანიის“ წინაშე დგას.
28 თებერვალი 2026, 20:28
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ღარიბაშვილის საკანში გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 20:24
პოლიტიკა
თამარ ცაგარეიშვილი: „იმედის“ გაჩუმების სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის ქართველი ხალხის და საქართველოს მტერი
ვის აქვს „იმედის“ გაჩუმების სურვილი? გადაცემის „ღია ეთერი“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ეს სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის, არა მხოლოდ „იმედის“, არამედ ქართველი ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. „ამას აქვს ერთადერთი და მოკლე პასუხი - მტერს, რომელიც არის არა მხოლოდ „იმედის“ მტერი, არამედ ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. მე ვემსახურები „იმედს“, ხალხს, საქართველოს იმიტომ რომ მჯერა - ამ ტრიბუნიდან ისმის მხოლოდ სიმართლე, მხოლოდ სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია საზოგადოებისთვის, რაც ჩემი აზრით წინააღმდეგობას უწევს ჩვენს ჩართვას ამ აპოკალიფსურ, გლობალურ ომში. ჩვენს ჩაბმას უწყობს ხელს, ის ვინც აჩუმებს „იმედს“ და „პოსტივის“ და სიტყვის თავისუფლებას ურტყამს“, - განაცხადა გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ ავტორმა და წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 20:20
მსოფლიო
მედია: ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობას კრძალავს
ევროკავშირის საზღვაო მისიის (Aspides) ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში მყოფ გემებს უკავშირდება და გადაადგილების აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.
28 თებერვალი 2026, 20:14
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციას გმობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და თეირანის საპასუხო დარტყმები. მან მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.
28 თებერვალი 2026, 20:04
პოლიტიკა
მაგდა ანიკაშვილი: კლასიკური დებატების ნაცვლად დღეს ღია ეთერი დაეთმობა დისკუსიას სიტყვის თავისუფლების და მედიაგარემოს შესახებ. ვეცდებით, ვუპასუხოთ მთავარ კითხვას - ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე კვლავ უარი თქვეს ოპონენტებმა. ნაწილი გადაცემის ზარებს არ პასუხობდა, ნაწილი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა სტუმრობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგ ეთერზე უარი თქვეს.
28 თებერვალი 2026, 19:51
მსოფლიო
კირ სტარმერის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა „ცაში თვითმფრინავები ააფრინა“, რათა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დასაცავად სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.
28 თებერვალი 2026, 19:13
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აიათოლა ალი ხამეინიზე: რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.
28 თებერვალი 2026, 19:03
საზოგადოება
პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა
პროექტის - „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
28 თებერვალი 2026, 18:37
საზოგადოება
თსუ-ში ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის ნუგზარ სურგულაძის 75 წლის და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა იურიდიულ თუ ინტერდისციპლინურ თემაზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი.
28 თებერვალი 2026, 18:34
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 18:31
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ. რა სინდისი აქვთ, როგორ უნდა მიმართონ მათ საერთოდ - მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მომავალი
ამერიკის შეერთებული შტატების იმ ხელმძღვანელობას მიმართავენ დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
28 თებერვალი 2026, 18:28
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციისთვის ცდილობენ, რომ ორი მედია დაასანქცირონ
მას შემდეგ, რაც რევოლუციის 5 მცდელობა ჩავარდა და რადიკალურმა ოპოზიციამ კრახი განიცადა, საჭიროა მათი რაღაც ტიპის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფილოსოფოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
28 თებერვალი 2026, 18:17
პოლიტიკა
ოთარ ჭულუხაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა: ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ
„ამ სანქციებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ არის გათვლა, რომ გარკვეული შიდა რყევები გამოიწვიოს, ერთგვარი კბილის მოსინჯვის ამბავია და სამომავლო სიგნალია, რომ ვიღაცებს კიდევ დავასანქცირებთ და შეშინდითო. თუმცა, ვხედავ, რომ საზოგადოების სიმწიფე და სუვერენიტეტის იდეის გარშემო გაერთიანებულობა ამ რყევებს ვერ გამოიწვევს. ეს არის გამოწვევა, რომელიც მშვიდად, ორგანიზებულად და მეტი სუვერენული ხედვით უნდა მივიღოთ და ვუპასუხოთ. “, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.
28 თებერვალი 2026, 18:05
პოლიტიკა
ჭეიშვილი ბრიტანეთზე: რასაც უწუნებ რუსეთს და იგივეს აკეთებ არა შენს, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში, დაუწესო ცენზურა ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია
რასაც შენ უწუნებ რუსეთს და იგივე მეთოდებით შენ აკეთებ არა შენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში, რის არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვს, რომ ჩაერიო სხვის პოლიტიკაში და მით უფრო, დაუწესო ცენზურა ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხებს, ეს მინიმუმ არასწორია და ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით ვერც ბრიტანეთის ელჩი და ვერც ერთი ქვეყნის შიდა თუ გარე მტერი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ბევრი ქვეყანა გინახავთ, სადაც პრემიერი იჯდეს და ედებატებოდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს? ეს საშუალება მიეცათ ქვეყნის მტრებს და თავიდანვე უარი თქვეს
„თავიდანვე განაცხადეს უარი დებატებში მონაწილეობაზე. ქვეყნის მტრებზე ვსაუბრობ, რადიკალური ოპოზიციაც აღარ ჰქვიათ ამათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:30
რეგიონი
მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 17:26
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გორში რეგიონული წარმომადგენლობების ოფისი გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა.
28 თებერვალი 2026, 17:14
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია
„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.


