არქივი

27 თებერვალი 2026, 21:16

პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ოპოზიციას ამხნევებს, მოსახლეობას კი ვიზალიბერალიზაციის თემით აშანტაჟებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ოპოზიციონერის სექტემბერში გაგზავნილ წერილს 5 თვის შემდეგ და ზოგადი დაპირებით უპასუხა. დაპირება კი კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად, რასაც თავად ფონ დერ ლაიენიც აღიარებს, ისევ სანქციებით ქართველი ხალხის დასჯაა.

27 თებერვალი 2026, 21:12

სამართალი

ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან - დაკავებული უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააპატიმრეს. დაკავებულები ქვეყანაში საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით იმყოფებოდნენ.

27 თებერვალი 2026, 21:07

რეგიონი

დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

27 თებერვალი 2026, 21:02

პოლიტიკა

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზეწოლა ქართულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზეწოლა ქართულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე - ეკა გიგაურის ორგანიზაციამ ამჯერად, თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთის უსაფუძვლო თავდასხმის მონიტორინგი ითავა.

რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკი

27 თებერვალი 2026, 21:00

მსოფლიო

The Independent: ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი გახდა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის მთავრობის კონსულტირება დაიწყო ეკონომიკური აღდგენის საკითხებში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

27 თებერვალი 2026, 20:57

პოლიტიკა

თბილისი კიევის საყვედურს არ მიიღებს. ვისთან უნდა ჰქონდეს პრეტენზია უკრაინას - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი კიევიდან საყვედურს არ მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინას პრეტენზიების და წყენის ადრესატების გადახედვას ურჩევს. ასე პირველი კანონმდებელი რადის თავმჯდომარეს პასუხობს.

27 თებერვალი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიტანული ბიუროკრატიის საზიანო პოლიტიკა და ეფექტი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან და მოკავშირეებთან ბზარი გააჩინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ აზიანებს ბრიტანეთის მთავრობა შტატებთან ურთიერთობას. ბრიტანული გამოცემა გაერთიანებული სამეფოს კრიზისის შესახებ ვრცლად მსჯელობს. გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში „ლეიბორისტების“ მძიმე მარცხი „გარდამტეხ წერტილად” უკვე შეფასდა.

27 თებერვალი 2026, 20:48

პოლიტიკა

„იმედს“ არაფერი ემუქრება - თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავისუფალ მედიაზე შეტევამ კი, ბევრი რამ აჩვენა. თავდასხმის ავტორთა რეალური მოტივიც, ბრალდების აბსურდულობაც და ნაადრევად გახარებულთა სწრაფი ფიასკოც.

იმედი

27 თებერვალი 2026, 20:41

საზოგადოება

ხელისუფლების ოპონენტების სუსტი წერტილი დებატები აღმოჩნდა - კრიტიკული „ენჯეოებისა“ და მედიის წარმომადგენლები „იმედის“ ეთერში აზრის დაფიქსირებაზე უარს ამბობენ

რატომ გახდა დამოუკიდებელი მედია საქართველოში ბრიტანეთის თავდასხმის სამიზნე და ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებელისთვის?

მიხეილ სააკაშვილი

27 თებერვალი 2026, 20:38

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ახლა ვინც კიდევ „იმედში“ რჩება, ჩვეულებრივად კრიმინალის თანამონაწილე ხდება, ამჯერად უკვე ოფიციალურად

„რას წვალობდა? ან რუსულად დაეწერა, ანდა გუგლ-თრანსლეითი მაინც გამოეყენებინა, რათა ინგლისური უფრო ადეკვატური ყოფილიყო. ახლა ვინც კიდევ „იმედში“ რჩება, ჩვეულებრივად კრიმინალის თანამონაწილე ხდება, ამჯერად უკვე ოფიციალურად“, - წერს სააკაშვილი.

ბაჩო ოდიშარია

27 თებერვალი 2026, 20:27

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით. მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, „postv”-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია მოკრივე ჯეკ ჯონსონის ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა, როგორ გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და როგორ გამოაცხადეს მასზე უსამართლო დევნა.

27 თებერვალი 2026, 20:21

პოლიტიკა

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. დისკრედიტებული ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცდელობა- განცხადება „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ლაშა გეგეჭკორი

27 თებერვალი 2026, 20:10

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 20:05

რეგიონი

მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

27 თებერვალი 2026, 19:50

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა.

კირ სტარმერი

27 თებერვალი 2026, 19:45

მსოფლიო

The Guardian: მწვანეთა პარტიამ გორტონისა და დენტონის შუალედურ არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რაც სერიოზული დარტყმაა კირ სტარმერისთვის

მწვანეთა პარტიამ გორტონისა და დენტონის შუალედურ არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რაც სერიოზული დარტყმაა კირ სტარმერისთვის, რომელმაც ამ დამამცირებელი მარცხის შემდეგ პირობა დადო, რომ „ბრძოლას გააგრძელებს“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

პაატა კვიჟინაძე

27 თებერვალი 2026, 19:29

ეკონომიკა

კვიჟინაძე: საქართველოს მთავრობის პოლიტიკა სწორი და გასაგებია - უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და მივაღწიოთ ცხოვრების ისეთ დონეს, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის

კვიჟინაძის განცხადებით, ამ პერიოდისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება ან სხვა ტიპის რაიმე გარღვევა არ მოხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს რეალობად იქცევა. მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სწორი და გასაგებია, ასევე, გასაგებია ისიც, რომ ქვეყანაზე ზეწოლა გაიზრდება, თუმცა, საქართველომ უნდა შეძლოს არსებული პოზიციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა.

კირ სტარმერი

27 თებერვალი 2026, 19:28

მსოფლიო

POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პარასკევს დილით პირობა დადო, რომ „ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ სული უდგას“ - ეს განცხადება მოჰყვა გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში „ლეიბორისტების“ მძიმე მარცხს, სადაც პარტიამ არასახარბიელო მესამე ადგილი დაიკავა - გამარჯვებულ მემარცხენე „მწვანეებსა“ და ნაიჯელ ფარაჯის პარტია „რეფორმას“ შემდეგ, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის“.

27 თებერვალი 2026, 19:12

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა

ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა. განცხადების თანახმად, ეს დროებითი პრევენციული ღონისძიება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გამო იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 თებერვალი 2026, 18:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩზე: შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, იჯდა მუნჯივით, ისმენდა ბრალდებებს და ერთი არგუმენტი არ ჰქონდა იმის თაობაზე, რა დააშავა „იმედმა“ და „პოსტვ“-იმ უკრაინასთან მიმართებაში?! რა გააშუქეს არასწორად?!

რაც შეეხება ბრალდებას {სანქცირებაზე}- უკრაინის საკითხების გაშუქებისთვის - ეს ხომ არის აბსურდის აბსურდი! ერთი ფაქტი, ერთი არგუმენტი მოიყვანონ!, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე საუბრისას.

ზურაბ ქადაგიძე

27 თებერვალი 2026, 18:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი

არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე - ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში.

ვიქტორ ორბანი რობერტ ფიცო

27 თებერვალი 2026, 18:45

მსოფლიო

სლოვაკეთი და უნგრეთი მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართა სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან და გამოაცხადა, რომ ორი ქვეყანა შექმნის საგამოძიებო კომისიას მილსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობის შესასწავლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

27 თებერვალი 2026, 18:26

პოლიტიკა

მაჭავარიანი: 2022 წელს ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, მან უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ

სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობისა. რაც უფრო ხანგრძლივია ეს ომის, კიდევ უფრო მეტი გახანგრძლივება სჭირდებათ, ვინაიდან ის ძალები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაინტერესებულები არიან ხანგრძლივი ომით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ევრო ბიუროკრატების ინტერესებზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

27 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე

ოპოზიცია აჟიტირებულები და ღიცინის რეჟიმში იყვნენ გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 თებერვალი 2026, 18:24

მსოფლიო

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი შემოდგომამდე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი შემოდგომამდე - მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 თებერვალი 2026, 18:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირებაზე: უცხოეთში ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი, ნუთუ, ის ვერ გაითვალისწინა, რომ მედიასთან ბრძოლა, თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ მედიასთან, რომელიც მართალ სიტყვას ამბობს

პირველ რიგში, ნება მომეცით, სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ „იმედსა“ და „პოსტვ“-ის. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაპატიეთ, მაგრამ უფრო უარესიც გადაგიტანიათ და თქვენი დამარცხება შეუძლებელი გახდა მაშინაც და ახლაც ვერავინ დაგამარცხებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე საუბრისას.

თამარ ტალიაშვილი
პატრიკ ჰარიგანი

27 თებერვალი 2026, 18:21

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა პატრიკ ჰარიგანმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს

კონგრესმენი ჰარიგანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ასევე, მეცნიერების, კოსმოსურ საკითხთა და ტექნოლოგიების კომიტეტების წევრია. შეხვედრის დროს განხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

27 თებერვალი 2026, 18:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არიან პოლიტიკური მეძავები

„ეს არ არის ოპოზიცია! ოპოზიცია არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, ოღონდ თავისებურად, მას თავისი იდეა, პროგრამა უნდა გააჩნდეს. ის რაღაც ჯგუფები, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც ფიქრობს რამენაირად დაამარცხოს არსებული ხელისუფლება, სადავეები ხელში ჩაიგდოს იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას ემსახუროს. ეს არის უბედურება და ამიტომ ვერ ვუწოდებ მათ ოპოზიციას“.

ზურაბ ქადაგიძე

27 თებერვალი 2026, 18:04

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მედია საშუალებების დასანქცირების მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოს ჩამოშლა, შიდა დესტაბილიზაცია და რუსეთთან კონფრონტაციული პროცესებია

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

ლევან მაჭავარიანი

27 თებერვალი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.