არქივი
27 თებერვალი 2026, 20:21
პოლიტიკა
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. დისკრედიტებული ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცდელობა- განცხადება „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
27 თებერვალი 2026, 20:10
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 20:05
რეგიონი
მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
27 თებერვალი 2026, 19:50
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება
გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა.
27 თებერვალი 2026, 19:45
მსოფლიო
The Guardian: მწვანეთა პარტიამ გორტონისა და დენტონის შუალედურ არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რაც სერიოზული დარტყმაა კირ სტარმერისთვის
მწვანეთა პარტიამ გორტონისა და დენტონის შუალედურ არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რაც სერიოზული დარტყმაა კირ სტარმერისთვის, რომელმაც ამ დამამცირებელი მარცხის შემდეგ პირობა დადო, რომ „ბრძოლას გააგრძელებს“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
27 თებერვალი 2026, 19:29
ეკონომიკა
კვიჟინაძე: საქართველოს მთავრობის პოლიტიკა სწორი და გასაგებია - უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და მივაღწიოთ ცხოვრების ისეთ დონეს, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის
კვიჟინაძის განცხადებით, ამ პერიოდისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება ან სხვა ტიპის რაიმე გარღვევა არ მოხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს რეალობად იქცევა. მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სწორი და გასაგებია, ასევე, გასაგებია ისიც, რომ ქვეყანაზე ზეწოლა გაიზრდება, თუმცა, საქართველომ უნდა შეძლოს არსებული პოზიციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა.
27 თებერვალი 2026, 19:28
მსოფლიო
POLITICO: სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პარასკევს დილით პირობა დადო, რომ „ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ სული უდგას“ - ეს განცხადება მოჰყვა გორტონსა და დენტონში გამართულ შუალედურ არჩევნებში „ლეიბორისტების“ მძიმე მარცხს, სადაც პარტიამ არასახარბიელო მესამე ადგილი დაიკავა - გამარჯვებულ მემარცხენე „მწვანეებსა“ და ნაიჯელ ფარაჯის პარტია „რეფორმას“ შემდეგ, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „სტარმერის პრემიერობა კვდება - არავინ იცის, როგორ გადაარჩინოს ის“.
27 თებერვალი 2026, 19:12
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა. განცხადების თანახმად, ეს დროებითი პრევენციული ღონისძიება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გამო იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 18:55
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩზე: შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, იჯდა მუნჯივით, ისმენდა ბრალდებებს და ერთი არგუმენტი არ ჰქონდა იმის თაობაზე, რა დააშავა „იმედმა“ და „პოსტვ“-იმ უკრაინასთან მიმართებაში?! რა გააშუქეს არასწორად?!
რაც შეეხება ბრალდებას {სანქცირებაზე}- უკრაინის საკითხების გაშუქებისთვის - ეს ხომ არის აბსურდის აბსურდი! ერთი ფაქტი, ერთი არგუმენტი მოიყვანონ!, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე საუბრისას.
27 თებერვალი 2026, 18:49
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ევროპას არ აქვს ვიზის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმი და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ეს იქნება სუფთა პოლიტიკური საკითხი
არაფრით არ შეიძლება შევყვეთ მათ დანაღმულ ველზე - ჩათრევის პრინციპი ჩვენ თავად აგვაფეთქებს - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე მოქმედებებში.
27 თებერვალი 2026, 18:45
მსოფლიო
სლოვაკეთი და უნგრეთი მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართა სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან და გამოაცხადა, რომ ორი ქვეყანა შექმნის საგამოძიებო კომისიას მილსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობის შესასწავლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 18:26
პოლიტიკა
მაჭავარიანი: 2022 წელს ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, მან უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ
სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობისა. რაც უფრო ხანგრძლივია ეს ომის, კიდევ უფრო მეტი გახანგრძლივება სჭირდებათ, ვინაიდან ის ძალები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაინტერესებულები არიან ხანგრძლივი ომით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ევრო ბიუროკრატების ინტერესებზე საუბრისას.
27 თებერვალი 2026, 18:25
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე
ოპოზიცია აჟიტირებულები და ღიცინის რეჟიმში იყვნენ გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
27 თებერვალი 2026, 18:24
მსოფლიო
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი შემოდგომამდე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი შემოდგომამდე - მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე.
27 თებერვალი 2026, 18:22
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირებაზე: უცხოეთში ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი, ნუთუ, ის ვერ გაითვალისწინა, რომ მედიასთან ბრძოლა, თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ მედიასთან, რომელიც მართალ სიტყვას ამბობს
პირველ რიგში, ნება მომეცით, სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ „იმედსა“ და „პოსტვ“-ის. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაპატიეთ, მაგრამ უფრო უარესიც გადაგიტანიათ და თქვენი დამარცხება შეუძლებელი გახდა მაშინაც და ახლაც ვერავინ დაგამარცხებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე საუბრისას.
27 თებერვალი 2026, 18:21
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა პატრიკ ჰარიგანმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს
კონგრესმენი ჰარიგანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ასევე, მეცნიერების, კოსმოსურ საკითხთა და ტექნოლოგიების კომიტეტების წევრია. შეხვედრის დროს განხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
27 თებერვალი 2026, 18:07
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არიან პოლიტიკური მეძავები
„ეს არ არის ოპოზიცია! ოპოზიცია არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, ოღონდ თავისებურად, მას თავისი იდეა, პროგრამა უნდა გააჩნდეს. ის რაღაც ჯგუფები, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც ფიქრობს რამენაირად დაამარცხოს არსებული ხელისუფლება, სადავეები ხელში ჩაიგდოს იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას ემსახუროს. ეს არის უბედურება და ამიტომ ვერ ვუწოდებ მათ ოპოზიციას“.
27 თებერვალი 2026, 18:04
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მედია საშუალებების დასანქცირების მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოს ჩამოშლა, შიდა დესტაბილიზაცია და რუსეთთან კონფრონტაციული პროცესებია
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.
27 თებერვალი 2026, 18:01
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
27 თებერვალი 2026, 17:54
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით დღეს კონგრესს ჩვენებას მისცემს
აშშ-ის ექს-პრეზიდენტი, ბილ კლინტონი დღეს კონგრესის წინაშე წარდგება და ჯერი ეპშტეინთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 17:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი
ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
27 თებერვალი 2026, 17:34
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ბიზნესის, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ის ცვლილებები გააცნო, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი დასაქმების უფლების უზრუნველყოფა და დაცვა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მიზნით, გარკვეული მექანიზმების შემოტანა და მათი ეფექტურად აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
27 თებერვალი 2026, 17:33
მსოფლიო
ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“.
27 თებერვალი 2026, 17:21
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: ტურიზმის მიმართულებით 2025 წლის შეჯამებული მონაცემები ცხადყოფს ოთხივე სეზონზე რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2025 წლის შეჯამებული სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.
27 თებერვალი 2026, 17:15
მსოფლიო
Reuters: გერმანიაში თებერვალში უმუშევრობა ნელი ტემპებით გაიზარდა
გერმანიის დასაქმების ბიუროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში უმუშევრობის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 თებერვალი 2026, 17:13
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის პრემიერს: აშკარა ანტიუკრაინული პოზიციის გამო, მოგიწოდებთ სანქციების ქვეშ იყოს აყვანილი ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახური
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ [„იმედი„ და „პოსტივი“] სანცქიების ამოწმედებაზე და იგივეს ურჩევს ბრიტანული UK Visas and Immigration (UKVI) სამსახურისმიმართ.
27 თებერვალი 2026, 17:08
რეგიონი
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 თებერვალი 2026, 17:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება - ყველაფერი იქნება ძალიან კარგად
მე არ ვარ ამ კონკრეტული კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ერთადერთი რამ შემიძლია, გითხრათ - როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
27 თებერვალი 2026, 16:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე
მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
27 თებერვალი 2026, 16:35
პოლიტიკა
პრემიერი: ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი, როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო
ისე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო და ძვირფასია ბრიტანელი ხალხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა გეგმაში ბრიტანული სანქციების საპასუხოდ რაიმე ნაბიჯის გადადგმა, მათ შორის ელჩის გაწვევა.


