არქივი

25 თებერვალი 2026, 15:48

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ლევან პაპიაშვილი

25 თებერვალი 2026, 15:48

ეკონომიკა

კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი: სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“, ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე

პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის „ქეშბექის“ თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე, - განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

25 თებერვალი 2026, 15:46

პოლიტიკა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარლამენტის კომიტეტების გასვლითი სხდომა გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა.

25 თებერვალი 2026, 15:29

რეგიონი

რუსთავში ქუჩების დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქუჩების დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზანია, სრულყოფილად აღირიცხოს ქალაქში არსებული დაუმისამართებელი ქუჩები, ასევე შენობები, რომლებზეც არაა განთავსებული მისამართის აღმნიშვნელი აბრები და შემდგომში სრულად დამისამართდეს ყველა ასეთი ქუჩა.

25 თებერვალი 2026, 15:28

პოლიტიკა

ბაქოში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა გაიმართა

ბაქოში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების რიგით მეათე, ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

25 თებერვალი 2026, 15:26

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და განახლებულმა ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს საბავშვო ბაღების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშობლებისთვის და მათი ყოველდღიური კომფორტისთვის, არამედ განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების სოციალიზაციის, მათი ჰარმონიული განვითარებისა და სწორი აღზრდის პროცესში. საბავშვო ბაღების მშენებლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებს დაახლოებით 30 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი მოვინახულეთ, რაც ამ მასშტაბური პროცესის ნაწილია”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ახალი საბავშვო ბაღების დათვალიერების შემდეგ.

25 თებერვალი 2026, 15:23

სამართალი

პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

2004 წლის 3 სექტემბერს, გორში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოპერატიულმა მუშაკებმა ელგუჯა ჩოხელი კვლავ დააკავეს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

კაია კალასი

25 თებერვალი 2026, 15:17

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირს უცხო ჩარევასა და გავლენასთან ბრძოლა სჭირდება - „უცხოური ინფორმაციით მანიპულაციის მიზანია ავნოს ჩვენს დემოკრატიას“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა უცხო ჩარევასა და გავლენასთან ბრძოლა.

25 თებერვალი 2026, 15:16

საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი - „დაკეტილი სივრციდან - ღია ისტორიაში“ დაიწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი - „დაკეტილი სივრციდან - ღია ისტორიაში“ დაიწყო. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

25 თებერვალი 2026, 15:09

პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით, 2027 წლის 24 თებერვლამდე გაუგრძელდათ.

ზურაბ ჩიკვილაძე

25 თებერვალი 2026, 15:04

პოლიტიკა

ზურაბ ჩიკვილაძე: როგორც კი BBC-ზე სამართლებრივი რეაგირების თემა გავაჟღერეთ, ბრიტანეთის სადაზვერვო ბიურო მყისიერ „მოიჭიმა“. დაგვისანქცირეს „იმედი“ და ,,postv“ ეს გასაგებია მაგრამ რატომ და რა ახარებთ ჩვენს ქართველ „ბოლშევიკებს“, ამ უღირს არსებებს?!

როგორც კი BBC-ზე სამართლებრივი რეაგირების თემა გავაჟღერეთ, ბრიტანეთის სადაზვერვო ბიურო მყისიერ „მოიჭიმა“. დაგვისანქცირეს „იმედი“ და ,,postv“ ხოო.. ეს გასაგებია!!! მაგრამ რატომ და რა ახარებთ ჩვენს ქართველ „ბოლშევიკებს“, ამ უღირს არსებებს?!, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე.

25 თებერვალი 2026, 15:02

რეგიონი

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა.

გია აბაშიძე

25 თებერვალი 2026, 15:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს თავისუფალ მედიაზე, POSTV-სა და "იმედზე“ თავდასხმა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა, როგორც ბრიტანეთში პენსიონერის დაკავება სოცმედიაში პრემიერის კრიტიკის გამო

ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ტარდება შიდა SWOT- ანალიზი (ძლიერი, დადებითი მხარეები vs რისკები, საფრთხეები). ბრიტანეთის მთავრობას საღად მოაზროვნე ანალიტიკოსები ურჩევდნენ, რომ "პოსტივისა" და "იმედის" დასანქცირება უკუშედეგიანი და ბრიტანეთის ინტერესებისთვის საზიანოა, მაგრამ ჩლუნგი მაღალჩინოსნების შემთხვევაში საღი აზრი გაფლანგულია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

25 თებერვალი 2026, 14:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ გამოყენებული ბრძოლის მეთოდი, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია, რათა ჩაახშონ სიმართლე და დაამკვიდრონ პროპაგანდა

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „იმედზე“ და „პოსტივიზე“ შეფასებულ უნდა იქნას, როგორც თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

შოთა ბერეკაშვილი

25 თებერვალი 2026, 14:42

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ღია დისკუსია გვექნება იმპორტიორ დისტრიბუტორებთან, რადგან მათი ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია და გვინდა სწორად გვესმოდეს, თუ რა პრობლემები იწვევს აღნიშნულს

ჩვენ ვხვდებით იმპორტიორ დისტრიბუტორებს, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვანი ელემენტია, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

ჯაბა ხუბუა

25 თებერვალი 2026, 14:42

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ,,იმედისა“ და ,,POS TV”-ის დასანქცირება იმ ორმაგი სტანდარტებისა და პოლიტიკური ფარისევლობის მორიგი სერიაა, რომელსაც კოლექტიური ფონ დერ ლაიენებისა და კაია კალასების მხირდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ

მინდა, კოლეგიალური სოლიდარობა გამოვხატო ტელეკომპანიების – ,,იმედისა“ და ,,POS TV” - ის მიმართ. იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმთან ბრძოლის ქარიშხლიანი წლები გვაქვს გამოვლილი, შეუძლებელია, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გაგვაჩნდეს ,,იმედის“ მიმართ, რომელიც სააკაშვილის რეპრესიების პირდაპირი მსხვერპლი იყო, – განაცხადა ჟურნალისტმა, ჯაბა ხუბუამ, ,,ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში ,,რეალური აქცენტები.“

ნინო ფოჩხუა

25 თებერვალი 2026, 14:38

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომისა, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ „მეხუთე კოლონა“

ორი დღეა ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო და ტოქ-შოუ ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოსტვ“-ის უარგუმენტო დასანქცირებას ისეთი აღმაფრენით გადმოსცემენ, თითქოს ეს ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიებს ეხებოდეს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.

არჩილ გორდულაძე

25 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ყოველთვის მხარში დავუდგებით უკრაინელ ხალხს, ერთადერთი, რასაც არ გავაკეთებთ, არის ის, რომ ვერ გავხსნით მეორე ფრონტს

ჩვენ ყოველთვის მხარში დავუდგებით უკრაინელ ხალხს, ერთადერთი, რასაც ჩვენ არ და ვერ გავაკეთებთ უკრაინისათვის არის ის, რომ ჩვენ ვერ გავხსნით მეორე ფრონტს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნება კრიტიკული საფრთხე,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის ჩვენი ხედვა

„როდესაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ავურიოთ იმ პოლიტიკურ განზომილებაში, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ომთან დაკავშირებით, საქართველოს გადარჩენის თემასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მთელი რიგი ჩამონათვალია რეზოლუციების, ოფიციალური დოკუმენტების, სადაც მყარი პოლიტიკური პოზიცია გამოვავლინეთ“, - აცხადებს ვოლსკი.

დავით ჩიხელიძე

25 თებერვალი 2026, 14:28

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც „იმედს“ და POSTV-ს ტელევიზიებს ენდობიან და მათგან იღებენ ინფორმაციას

„იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. საკმარისია გადავხედოთ საჯარო რეაქციებს, დავინახავთ ადამიანებს, რომელთაც მედიის სანქცირება გაუხარდა და აღფრთოვანების ტაშს უკრავენ, მათთვის პრინციპები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი პოლიტიკური კონიუნქტურა და საკუთარი ბატონების მორჩილებაა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

არჩილ გორდულაძე

25 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ელჩებზე: საუბრობენ სანქციების დაწესებაზე, ჩვეულებრივ ემისრებად არიან გადაქცეულები. პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ჩამოვშალოთ ეკონომიკა, ამავდროულად ხელი შევუწყოთ ომის ესკალაციას ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ გავაკეთებთ

ვურჩევთ პირველ რიგში, რომ საკუთარ ქვეყნებს მიხედონ და თავი დაანებონ დამოუკიდებელ ქვეყანას - საქართველოს, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ელჩების იმ ნაწილს, რომლებიც საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ვატო შაქარიშვილი

25 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ბრიტანეთის ხელისუფლებას მორალური სახე მთლიანად დაკარგული აქვს, ის არის მარტივად კონტროლირებადი, შესაბამისად ასრულებს ყველა ბინძურ დავალებას, რაც „დიფ სთეითიდან“ მოდის

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო"-ს აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. როგორც ის აღნიშნავს, ბრიტანეთის ხელისუფლებასა და მმართველ ელიტას მორალური სახე მთლიანად დაკარგული აქვს.

არჩილ გორდულაძე

25 თებერვალი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც 105 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა შუალვერის კომიტეტი, ახლაც არსებობს თანამედროვე ფორმით ასეთი კომიტეტი, რომელიც იხედება მხოლოდ უცხოეთში და მათი მიღებული გადაწყვეტილებები ჰგონიათ ჭეშმარიტება

როგორც 105 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა შუალვერის კომიტეტი, ახლაც არსებობს თანამედროვე ფორმით ასეთი კომიტეტი, რომელიც იხედება მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხზე საუბრისას.

კოტე ჟღენტი

25 თებერვალი 2026, 14:20

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: აღმაშფოთებელ რაიმეებს სჩადიან. საბაბი იყო უკრაინა. მიზეზები სხვა იყო და მეორე დღეს თავად აღიარეს

აღმაშფოთებელ რაიმეებს სჩადიან. საბაბი იყო უკრაინა. მიზეზები სხვა იყო და მეორე დღეს თავად აღიარეს, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრმა, კოტე ჟღენტმა „ქრონიკასთან“.

25 თებერვალი 2026, 14:08

პოლიტიკა

გარეტ უორდი „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ დუმს, თუმცა დიდი ბრიტანეთის საელჩოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იღებს

პარალელურად, საელჩოსთან იმყოფებოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრი. გიორგი შარაშიძე დაიბნა, ორჯერ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პირად საკითხებზე არა ბრიტანეთის, არამედ საფრანგეთის საელჩოში მივიდა.

25 თებერვალი 2026, 14:07

რეგიონი

სოფელ ფხვენისის ტერიტორიაზე სალთვისის სარწყავი სისტემა იწმინდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქარელის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. არხების რეგულარული წმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონის მოახლოების პერიოდში, რადგან დანალექი მასის დაგროვება ამცირებს წყლის გამტარუნარიანობას, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

25 თებერვალი 2026, 14:05

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საქართველოს შესახებ: ეს ადამიანი თავისი არაკეთილსინდისიერებით გამოირჩევა და ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს შესახებ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენას, რომელშიც საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში.

25 თებერვალი 2026, 13:55

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეკა სეფაშვილი

25 თებერვალი 2026, 13:52

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირება სასოწარკვეთილი მცდელობაა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას

„დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირება, არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე აიძულონ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას. ღიმილისმომგვრელია ბრიტანეთის ეს სანქციები იმ მიზეზით, თითქოს აღნიშნული ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. პირველი, ესაა დიდი ტყუილი - არც ერთი დეზინფორმაცია არაა ამ არხებზე გასული. ხოლო ის მედიები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ არა მარტო უკრაინის, არამედ ნებისმიერი საკითხის შესახებ, საქართველოში ფუნქციონირებას განაგრძობენ. რატომღაც, ბრიტანეთი ამგვარი არხებისთვის ვერ იცლის“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

25 თებერვალი 2026, 13:49

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.