არქივი
24 თებერვალი 2026, 20:40
პოლიტიკა
საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივი სტატია რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე და მორიგი თავდასხმა საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სანქციებთან მიერთებას ისევ აძალებენ. გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველო რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მოწოდებები იყო დიპლომატების დღევანდელ შეხვედრაზეც, სადაც მათთვის არასასურველი მედიასაშუალება „იმედი“ არ მიიწვიეს. კიდევ ერთი ტყუილია ის, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა. საპირისპიროს ასაბუთებს არაერთი საჯარო განცხადება არქივიდან.
24 თებერვალი 2026, 20:40
საზოგადოება
გზამკვლევი სტუდენტებისთვის და სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება უნივერსიტეტებში, პრემიერ-მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის დეტალები უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უმაღლეს სასწავლებელთა კურსდამთავრებულების რიცხვი საჭირო რაოდენობას ბევრად აჭარბებს. ეს ნიშნავს დიპლომიან დაუსაქმებელს, ან პროფესიისგან განსხვავებული სპეციალობით დასაქმებას. ბაზრის კვლევის შედეგები პრემიერმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
24 თებერვალი 2026, 20:39
პოლიტიკა
როგორია საქართველოს წაქეზების პარალელურად ევროპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ - მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყანა მათ დროის გაყვანაში ეხმარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს წაქეზების პარალელურად, საინტერესოა ევროპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. ამის მაგალითია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ომში მყოფი ქვეყანა მათ დროის გაყვანაში ეხმარება. მარგუს ცაჰკნა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით აქციებზე, ტრიბუნასთანაც გვინახავს. რას აჩვენებს ესტონელი დიპლომატის აღიარება? შეფასებები საქართველოდან ნინო არღვლიანის სიუჟეტში.
24 თებერვალი 2026, 20:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალა
კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
24 თებერვალი 2026, 20:29
პოლიტიკა
პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: დარჩა კითხვები, ითხოვდნენ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ესკალაციას? რომ ამას თითოეული მოქალაქისთვის მძიმე ფასი ექნებოდა? რომ ჩვენს ვითარებაში ესკალაცია პოტენციური ომია?
კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
24 თებერვალი 2026, 20:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა
კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მას აქვე მოჰყავს ევროკავშირის ელჩის განცხადების ფრაგმენტიც.
24 თებერვალი 2026, 20:18
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დადგენა შეუძლებელია
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დადგენა შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 20:15
პოლიტიკა
სანქცია დეზინფორმაციული საბაბით და არანაირი არგუმენტი - „ტელეიმედი“ ბრიტანეთის საელჩოსა და მთავრობისგან მძიმე ბრალდებების დასაბუთებას მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სანქცია დეზინფორმაციული საბაბით და არანაირი არგუმენტი. „ტელეიმედი“ ბრიტანეთის საელჩოსა და მთავრობისგან მძიმე ბრალდებების დასაბუთებას მოითხოვს. ცილისწამებაზე პასუხი კი არხის მიერ განვლილი ურთულესი გზა და მაყურებელია, რომლის დამსახურებით “იმედი” ისევ მედიასივრცის უპირობო ლიდერია. მარიამ ქართველიშვილი გვიერთდება.
24 თებერვალი 2026, 20:10
სამართალი
პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა. ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
24 თებერვალი 2026, 19:59
მსოფლიო
ზელენსკიმ ტრამპს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში განაცხადა, რომ სურს, დონალდ ტრამპი უკრაინას ეწვიოს.
24 თებერვალი 2026, 19:39
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ და ნაგავში გადავაგდებ - სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს
მე ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას.
24 თებერვალი 2026, 19:36
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 19:36
მსოფლიო
ბელგიური გამოცემა RTBF: ომი უკრაინაში - რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, უზარმაზარი დანაკარგები და გაურკვეველი გამოსავალი
აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის ომმა კონტინენტი ისეთ რეალობაში დააბრუნა, რომელიც წარსულს ჩაბარებული გვეგონა - დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობით კონფლიქტმა ისტორიულ მასშტაბებს მიაღწია, - წერს ბელგიური გამოცემა RTBF სტატიაში სათაურით „ომი უკრაინაში: რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ - უზარმაზარი დანაკარგები და გაურკვეველი გამოსავალი“.
24 თებერვალი 2026, 19:23
პოლიტიკა
კუჭაშვილი: ქარდავა ბოლო 6 წელი ხელმძღვანელობდა „ქრონიკის“ ბიუროს ბრიუსელში, მისთვისაც არადემოკრატი მმართველი იყო ურსულა, კალასი, კუბილიუსი - „იმედის" დასანქცირებიდან ერთი საათიც არ იყო გასული, პოსტი გამოაცხო ტელევიზიის შიდა სამზარეულოზე
ქეთევან ქარდავა რა უსირცხვილო დედაკაცია, რაღაც კატალოგი უნდა შეიქმნას: “რომელი ადამიანი არ უნდა იყიდო არასდროს” და ეს ქარდავა პირველი უნდა იყოს მაგ კატალოგში, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას შესახებ, სოციალურ ქსელში.
24 თებერვალი 2026, 19:04
პოლიტიკა
მახაშვილი: ერთ-ერთ ელჩს ვუთხარით, გვთხოვთ, შემოვიტანოთ ნავთობი სხვა სახელმწიფოდან, მაგრამ უფრო ძვირი ღირს, რა გავაკეთოთ? - მერე რა, თუ გაძვირდება პური და რაღაცები, ევროპის ნაწილი გაძვირებულს იხდის, თქვენმა მოსახლეობამაც გადაიხადოსო
ერთ-ერთ ელჩს პირდაპირ ვუთხარით, კი ბატონო, თქვენ გვთხოვთ, რომ შემოვიტანოთ გაზი ან ნავთობი სხვა სახელმწიფოდან, მაგრამ უფრო ძვირი რომ ღირს, რა გავაკეთოთ?, - გაიხსენა ერთ-ერთ ელჩთან საუბარი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მახაშვილი: ერთ-ერთ ელჩს ვუთხარით, გვთხოვთ, შემოვიტანოთ ნავთობი სხვა სახელმწიფოდან, მაგრამ უფრო ძვირი რომ ღირს, რა გავაკეთოთ - მერე რა, თუ გაძვირდება პური და რაღაცები, ევროპის ნაწილი გაძვირებულს იხდის, თქვენმა მოსახლეობამაც გადაიხადოსო
24 თებერვალი 2026, 19:02
საზოგადოება
შალვა პერანიძე: ავარიული გამორთვებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა მოქალაქეების გაუფრთხილებლად და ხანგრძლივი ვადით სიცივეში დატოვება დაუშვებელია
თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა პერანიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიდი დიღმის, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის გახშირებული შეწყვეტის შემთხვევებზე ისაუბრა და მარეგულირებელ ორგანოებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
24 თებერვალი 2026, 18:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ
„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
24 თებერვალი 2026, 18:40
პოლიტიკა
ნიკოლოზ კახეთელიძე: არც ახლა და არც წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული ინიციატივა „სწორი“ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არ მოგვისმენია
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტისა და მერიის ურბანულ პოლიტიკას კრიტიკულად აფასებენ.
24 თებერვალი 2026, 18:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა. ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხს ეხმიანება.
24 თებერვალი 2026, 18:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ერთი ხელით თაფლაკვერს გაძლევენ, მეორე ხელით შოლტს და იძულებით გელაპარაკებიან. ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ქვეყანა ომს გადავარჩინოთ
ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ქვეყანა ომს გადავარჩინოთ - ეს არის ერთადერთი მიზანი რაც ჩვენ გვამოძრავებს,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა"
24 თებერვალი 2026, 18:30
პოლიტიკა
რევაზ კარანაძე ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი "ბიბისის" წინააღმდეგ - ეს არის წმინდად პოლიტიკური შურისძიება
დასანქცირების ეს ნაბიჯი გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე საუბრისას.
24 თებერვალი 2026, 18:26
ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხს საქართველოში
ეკონომიკის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მეტი ყურადღება დავუთმეთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხს საქართველოში. საქმე ისაა, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და მათი პროცენტული წილი ჰიდროსადგურებისაზე ბევრად მეტია, არადა ჰესი საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაში.
24 თებერვალი 2026, 18:23
პოლიტიკა
ლაშა იორდანიშვილი: ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ენერგეტიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტები
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ, რა ღონისძიებების გატარება შეუძლია მთავრობას, რათა გვერდში დაუდგეს პოტენციური ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. მადლიერი ვართ ეკონომიკის მინისტრისა და მისი სამინისტროსი დროული და ეფექტური ჩართულობისთვის, - განაცხადა კომპანია „ფერის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
24 თებერვალი 2026, 18:20
მსოფლიო
GB News: ბრიტანეთის პრემიერ ბრალი დასდეს იმაში, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა - პრემიერ-მინისტრის კრიტიკოსები სასწრაფო პასუხებს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია GB News-ი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 18:18
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც გეუბნებიან, დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს. ეკონომიკური ომის გამოცხადება სად მიიყვანს ქვეყანას, კარგად იცის ყველამ
როდესაც გეუბნებიან, დააწესე ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, კონკრეტულ შედეგებში ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ომს უცხადებ რუსეთს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
24 თებერვალი 2026, 18:17
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შაორის ახალგაზრდული ბანაკის სრული რეაბილიტაციის შედეგად, ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტების ახალგაზრდული ბანაკი შეიქმნება
ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება. მოხდება ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი კოტეჯების, სცენისა და ბუნგალოს დემონტაჟი. საბანაკე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.
24 თებერვალი 2026, 18:17
პოლიტიკა
პარლამენტის წევრებმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 18:12
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან
ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს როგორც პრემიუმ ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა და გულისხმობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რადგან ღვინის ხარისხის სწორედ ვენახში იწყება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
24 თებერვალი 2026, 18:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ კომპანიებთან დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 18:07
პოლიტიკა
იან პრაუდი: სანქციები უფრო აზარალებს ბრიტანეთს, ევროპას და არა რუსეთს, ამიტომ ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს ომის დამთავრებისკენ და არა მისი გაგრძელებისკენ
ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა, თუ რამდენად რამდენად შედეგიანია ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე ევროპული წინააღმდეგობა, მათ შორის, სანქციები რუსეთის აგრესიის მიმართ და უკრაინის დასახმარებლად.


