არქივი

სიმონ მასხარაშვილი

24 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

სიმონ მასხარაშვილი: სააკაშვილიც, ჟორდანიაც კურდღლები იყვნენ. ყველა ვინც უცხოეთის ძალის ამოფარებით ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. ქართველ ერს ვერაფერი გადააჯიშებს, უბრალოდ ამ ერს სათავეში არ უნდა ჰყავდეს კურდღლები

ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა სტუმრად გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე და მიმდინარე პერიოდზე ისაუბრა.

24 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

ილიაუნის რექტორი: საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს

„არ შეიძლება საუნივერსიტეტო სისტემის ასე უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარეშე დაჭრა, შეცვლა. ეს იწვევს მერე ძალიან დიდ გაუგებრობებს. საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს. ხოლო სახელმწიფოს მისია იცით რა არის? იმ ბაზარს რომ დაბალკვალიფიციური კადრები სჭირდება, ეს ბაზარი აქციოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალკვალიფიციურ ბაზრად“, - აღნიშნა დობორჯგინიძემ.

ლევან ვეფხვაძე

24 თებერვალი 2026, 14:25

საზოგადოება

ლევან ვეფხვაძე: არის სპეციალობები, სადაც არის დეფიციტი. მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას

მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრის, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

24 თებერვალი 2026, 14:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) ილხომ აბდურახმონს შეხვდა.

ჯაბა სამუშია

24 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ჯაბა სამუშია: შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, თუ რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი და რა მიმართულებითაა ახალი სპეციალობების განვითარება შესაძლებელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია შრომის ბაზრის კვლევას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

დავით გურგენიძე

24 თებერვალი 2026, 14:17

პოლიტიკა

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შრომის ბაზრის კვლევაზე: კვლევები აუცილებელი იყო. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კარგია, რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები

აუცილებელია, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც დღეს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

24 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

გივი მიქანაძე

24 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შრომის ბაზრის კვლევების ჩატარება, იმიტომ რომ რეფორმის შედეგები და კვოტების განსაზღვრა პირდაპირპროპორციულ კავშირში უნდა იყოს ბაზრის მოთხოვნილებასთან

„ვხედავთ, რომ ყველა არ ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ბაზარზე მოთხოვნილება არის - ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული იყო კვოტების შემუშავებისას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება, იმიტომ რომ რეფორმის შედეგები და ამ კვოტების განსაზღვრა პირდაპირპროპორციულ კავშირში უნდა იყოს ბაზრის მოთხოვნილებასთან“, - განაცხადა მიქანაძემ.

ლევან მახაშვილი

24 თებერვალი 2026, 14:13

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს

„ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მაშინ როდესაც საერთაშორისო კვლევებით, უკრაინა და მოლდოვა დასახელებულები არიან, როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ამიტომ აქ შეიძლება გაგვიჩნდეს ის ემოცია, რომ ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს“, - აცხადებს მახაშვილი.

24 თებერვალი 2026, 13:12

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.

24 თებერვალი 2026, 13:11

ეკონომიკა

ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

24 თებერვალი 2026, 13:09

პოლიტიკა

„იმედი“ რეგულარულად ავრცელებს კონტენტს, თითქოს უკრაინა დასავლეთის ხელში მარიონეტია, კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ - რა მიზეზით დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთი „იმედი“

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „იმედი“ რეგულარულად ავრცელებს კონტენტს, თითქოს უკრაინა დასავლეთის ხელში მარიონეტია, კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ - რა მიზეზით დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთი „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „იმედთან“ დაკავშირებით სანქციების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, თითქოს, ტელეკომპანია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით განზრახ ისეთ ინფორმაციას ავრცელებდა, რომელსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა. „იმედს“ აგრეთვე აბრალებენ, რომ ის რეგულარულად ავრცელებს კონტენტს იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის ხელში მარიონეტია, კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

მაია ომიაძე

24 თებერვალი 2026, 13:02

ეკონომიკა

მაია ომიაძე: 2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან კარგად დაიწყო, ტურისტული ნაკადები და სასტუმროების ჯავშნები გაზრდილია როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზე

ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას დადებითად აფასებს. როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, განთავსების ობიექტებიდან და ტურისტული კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით, ტურისტული ნაკადები და სასტუმროების ჯავშნები გაზრდილია როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2026, 12:59

მსოფლიო

The Financial Times: ტრამპმა საკუთარი თავი ჩიხში მოიქცია: ირანთან ესკალაცია, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარი რიტორიკის მახეში აღმოჩნდა - იგი ირანთან სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე დგას. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი ავრცელებს.

24 თებერვალი 2026, 12:53

კულტურა

მსოფლიოს ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ📷გალერეა

ფოტოკონკურსის World Nature Photography Awards 2026 გამარჯვებული ავსტრალიელი ჯონო ალენი გახდა, რომელმაც იშვიათი თეთრი ვეშაპის და მისი დედის ფოტო გადაიღო. მან ჯილდოს სახით $1 000 მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

24 თებერვალი 2026, 12:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს

უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

24 თებერვალი 2026, 12:49

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

სიმონ მასხარაშვილი

24 თებერვალი 2026, 12:40

პოლიტიკა

სიმონ მასხარაშვილი: 1921 წელს ჩვენ შეგვეძლო, არ დავცემულიყავით. ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთისთვის რომ კარი არ გაეღო და უომრად არ დაეთმო ტერიტორიები, საბჭოთა კავშირში საქართველო ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილით აღმოჩნდებოდა

„მთავარსარდალი, რომელიც დედაქალაქს ბრძოლის გარეშე დატოვებს, ის არის მოღალატე“, - განაცხადა სტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა გენერალი კვინიტაძისა და ნოე ჟორდანიას შესახებ საუბრისას, გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“.

დავით ქართველიშვილი

24 თებერვალი 2026, 12:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო რჩება პროგნოზირებად და სტრატეგიულად ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ფუჭია ქვეყნის უსამშობლო ძალების მხრიდან, საქართველოს „დაკომპლექსების“ მცდელობა, რომ ის „გლობალური პროცესების მიღმაა“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყაზახეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ანალიტიკოსი წერს, რომ ეს ასახავს თბილისის სტრატეგიულ წონას ევრაზიაში.

ალის ვაიდელი

24 თებერვალი 2026, 12:24

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ორბანი წინ უდგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის მომხრეებს. სწორედ ამიტომ უნდათ მისი ჩამოშორება. ნამდვილი თაღლითური სვლაა, ევროკავშირის სტილში

ორბანი წინ უდგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის მომხრეებს. სწორედ ამიტომ, ის უნდა ჩამოაშორონ უნგრეთის მოსახლეობის ხარჯზე.- წერს გერმანული ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში.

ზაალ ანჯაფარიძე

24 თებერვალი 2026, 12:15

პოლიტიკა

ანჯაფარიძე გაერთიანებული სამეფოს ელჩის განცხადებაზე: გვიკრძალავენ რუსეთიდან ენერგორესურსებისა და სხვა პროდუქციის შესყიდვას ისე, რომ არავითარ დახმარებას ან ალტერნატივას არ გვთავაზობენ - არც აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ეკონომიკას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს ელჩის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი - ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით.“

ალის ვაიდელი

24 თებერვალი 2026, 12:05

მსოფლიო

ალის ვაიდელი: უკრაინა უნგრეთს ნავთობის მიწოდებას უბლოკავს, რათა ენერგორესურსებზე ფასები ხელოვნურად გაზარდოს

გერმანული ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უკრაინა უნგრეთს ნავთობის მიწოდებას უბლოკავს, რათა ენერგორესურსებზე ფასები ხელოვნურად გაზარდოს.

24 თებერვალი 2026, 11:55

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები: დრო იწურება. ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვას უნდა დაუჯეროს

აშშ-ის კონგრესის სენატის „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2026, 11:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

24 თებერვალი 2026, 11:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი, შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2026, 11:46

პოლიტიკა

პრემიერი: შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო, პარალელურად ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე

„ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში. ასევე, ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის, შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად, რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსის დამთავრებულ სტუდენტთა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

24 თებერვალი 2026, 11:44

პოლიტიკა

„ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში, შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ტანკი, გამოგადგებათ“ - როგორ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომელიც 4 წელია გრძელდება

„ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში“ - როგორ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომელიც 4 წელია გრძელდება:

სტივი, გრეისი და ჰუგო

24 თებერვალი 2026, 11:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი დონორისგან საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის შედეგად პირველი ბავშვი გაჩნდა. გრეის ბელმა პატარა ბიჭი სახელად ჰუგო 10 კვირის წინ გააჩინა. ის და მისი პარტნიორი სტივ პაუელი ამბობენ, რომ მათი შვილის დაბადება უბრალოდ სასწაულია.

24 თებერვალი 2026, 11:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2026, 11:37

პოლიტიკა

პრემიერი: იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას.