არქივი

მაკა ბოჭორიშვილი

23 თებერვალი 2026, 21:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე

„გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის არ ყოფილა ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართველ დეპუტატთა ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტის წევრებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვაშინგტონში შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ ურთიერთობების წარმართვას მომავალში“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

23 თებერვალი 2026, 21:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

23 თებერვალი 2026, 21:16

საზოგადოება

გმირობის და თავდადების მაგალითი - 23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორსა და ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ 105 წელი გავიდა. 1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

პიტერ სიიარტო

23 თებერვალი 2026, 21:16

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: ბრიუსელი კიევთან შეთქმულებაშია, რათა უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება საფრთხეში ჩააგდოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ბრიუსელსა და კიევს შორის ფარულ გარიგებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირი და უკრაინა კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა შეაფერხონ ნავთობის მიწოდება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.

გიორგი გამსახურდია

23 თებერვალი 2026, 21:04

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა

დათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწორია, როცა ამბობს, რომ 2008 წლის ომი, რუსეთის მიერ წინასწარ იყო განზრახული, რასაც, მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი.

რობერტ ფიცო

23 თებერვალი 2026, 21:03

მსოფლიო

სლოვაკეთი 23 თებერვლიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის საავარიო მიწოდებას წყვეტს

სლოვაკეთი 23 თებერვლიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის საავარიო მიწოდებას წყვეტს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 თებერვალი 2026, 20:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრებთ იმ გზებზე, რომელიც მიგვიყვანს არათუ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენამდე, არამედ პარტნიორობის შინაარსით დატვირთვაზე - ჩვენსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ძალიან დიდი ღირებულებითი თანხვედრაა

საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია. სამიტი, რომლის ორგანიზატორი კონსერვატორი აქტივისტის, მოკლული ჩარლი კირკის ორგანიზაცია, ხშირად მასპინძლობს მაღალჩინოსნებს, თავად აშშ-ის პრეზიდენტსაც. დაგეგმილი ვიზიტი აშშ-თან ურთიერთობის განახლების კონტექსტშიც მნიშვნელოვნად განიხილება.

23 თებერვალი 2026, 20:46

პოლიტიკა

ევროპა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის - ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინება ევრობიუროკრატებისგან - ის რაც ბრიუსელის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია, საქართველოსთან მიმართებაში, იმავე დემოკრატიის ფარია ევროკავშირში.

კაია კალასი

23 თებერვალი 2026, 20:40

მსოფლიო

კალასი: გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე - ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლიქტები გასცდა მხოლოდ იარაღის გამოყენების ფარგლებს.

23 თებერვალი 2026, 20:38

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში - ქართველი დეპუტატები ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის" პირველ სამიტს დაესწრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავისუფალმა ერებმა საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვრონ - ამ გზავნილით ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის" მონაწილეები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნებიან ქართველი დეპუტატებიც. საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია.

23 თებერვალი 2026, 20:32

სამართალი

საქართველოს ძალოვანი უწყებების საერთაშორისო აღიარება - სისტემის არაკორუმპირებული მმართველობა და მაღალი შეფასება ევროკომისიის ვებგვერდზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ძალოვანი უწყებების მუშაობა საერთაშორისო რეიტინგში აისახა - ევროკომისია აქვეყნებს კანონის უზენაესობის ინდექსს, სადაც სამართალდამცველების და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობაა შეფასებული.

23 თებერვალი 2026, 20:28

სამართალი

მიწისქვეშა ნარკოლაბორატორია და ე.წ. კანაფის სათბურები - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის კიდევ რამდენიმე საქმე გახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღმოჩენილია ნარკოტიკების მიწისქვეშა ლაბორატორია და კანაფის სათბურები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის კიდევ რამდენიმე საქმე გახსნა.

23 თებერვალი 2026, 20:22

პოლიტიკა

რამ განაპირობა სიღარიბის შემცირების პარალელურად, სოციალურად დაუცველთა არარეალური რაოდენობა - მთავრობა დახმარების მხოლოდ მიზნობრივად გაცემას უზრუნველყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება იწყება და მთავრობა მოქალაქეებს მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ დახმარება მხოლოდ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებსა და ოჯახებამდე მივიდეს.

23 თებერვალი 2026, 20:17

პოლიტიკა

პრემიერის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების შრომითი ინტერესების დასაცავად - რა სახის სამუშაოზე ვერ დასაქმდებიან ბინადრობის არმქონე უცხოელები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

კაია კალასი

23 თებერვალი 2026, 20:17

მსოფლიო

კაია კალასი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოდის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ წარადგენს წინადადებას ვენესუელის მოქმედი დროებითი პრეზიდენტისთვის, დელსი როდრიგესისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 20:09

მსოფლიო

ზელენსკი: ტყუილია, რომ უკრაინაში უფრო მეტი კორუფციაა, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში

ტყუილია, რომ უკრაინაში უფრო მეტი კორუფციაა, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში - ჩვენთან არის კორუფცია, მაგრამ ჩვენ მას ვებრძვით და ყოჩაღები ვართ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

23 თებერვალი 2026, 20:00

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებებს ჩვენ არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებებად, არამედ ჩვენი მთავრობის ხედვის საფუძვლად მივიჩნევთ, რაც ასახულია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაში

ადამიანის უფლებათა უნივერსალური პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას დღეს - არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების და ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზირების მცდელობების გამო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 თებერვალი 2026, 19:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბაქოში ხვალ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის რიგით მე-10 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზე, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კაია კალასი

23 თებერვალი 2026, 19:49

მსოფლიო

კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე: სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას - ეს არის გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს არ გვსურდა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დაადასტურა, რომ წევრ ქვეყნებს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმება ვერ შედგა.

23 თებერვალი 2026, 19:43

მსოფლიო

Reuters: ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა გადადო

ორშაბათს ევროპარლამენტმა გადადო კენჭისყრა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კლაუდია შეინბაუმი

23 თებერვალი 2026, 19:33

მსოფლიო

მექსიკის პრეზიდენტი: მექსიკაში მშვიდობა და უსაფრთხოება დაცულია

ტაპალპაში ჩატარებული ფედერალური ოპერაციის შემდეგ, რომელსაც „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) ლიდერის, ნემესიო ოსეგერას ლიკვიდაცია მოჰყვა, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

23 თებერვალი 2026, 19:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

23 თებერვალი 2026, 19:14

საზოგადოება

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

23 თებერვალი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4-6 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრა.

23 თებერვალი 2026, 19:04

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ქამრან ალიევს შეხვდა

„საქართველოში სტუმრად იმყოფება აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ბატონი ქამრან ალიევი დელეგაციასთან ერთად. ოფიციალურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი ქვეყანის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებლად აისახება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პროკურატურის საქმიანობაზე“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2026, 19:02

მსოფლიო

ტრამპი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოინდომებს „თამაშს“ უზენაესი სასამართლოს აბსურდულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გაცილებით მაღალ ტარიფებსა და უფრო უარეს პირობებს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „თამაშობენ“ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს განცხადება მოჰყვა სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის ვერდიქტს, რომელმაც პრეზიდენტის მიერ დაწესებული საყოველთაო ტარიფები უკანონოდ ცნო.

23 თებერვალი 2026, 19:01

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების, MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ფრანგული საწარმოების დელეგაციას, რომელიც საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების (MEDEF) ხელმძღვანელობით საქართველოში იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 18:43

მსოფლიო

ზელენსკი: ნატომ ბელარუსში განთავსებული „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ნატომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განთავსებული საშუალო რადიუსის რაკეტები „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 18:34

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე

23 თებერვალი 2026, 18:32

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც

ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობით, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.