არქივი

23 თებერვალი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4-6 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრა.

23 თებერვალი 2026, 19:04

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ქამრან ალიევს შეხვდა

„საქართველოში სტუმრად იმყოფება აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ბატონი ქამრან ალიევი დელეგაციასთან ერთად. ოფიციალურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი ქვეყანის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებლად აისახება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პროკურატურის საქმიანობაზე“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2026, 19:02

მსოფლიო

ტრამპი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოინდომებს „თამაშს“ უზენაესი სასამართლოს აბსურდულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გაცილებით მაღალ ტარიფებსა და უფრო უარეს პირობებს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „თამაშობენ“ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს განცხადება მოჰყვა სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის ვერდიქტს, რომელმაც პრეზიდენტის მიერ დაწესებული საყოველთაო ტარიფები უკანონოდ ცნო.

23 თებერვალი 2026, 19:01

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების, MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ფრანგული საწარმოების დელეგაციას, რომელიც საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების (MEDEF) ხელმძღვანელობით საქართველოში იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 18:43

მსოფლიო

ზელენსკი: ნატომ ბელარუსში განთავსებული „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ნატომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განთავსებული საშუალო რადიუსის რაკეტები „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 18:34

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე

23 თებერვალი 2026, 18:32

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც

ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობით, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

23 თებერვალი 2026, 18:26

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელში უკრაინის რეფორმების რეგრესის გამო შეშფოთება იზრდება

იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ცდილობს, ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეშფოთებულნი არიან იმ საკვანძო რეფორმების პროგრესით, რომლებიც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვისაა საჭირო, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

მიხეილ სარჯველაძე

23 თებერვალი 2026, 18:20

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს

არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს საქართველოში უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან უცხოელები წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

23 თებერვალი 2026, 18:09

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს ტაქსის მძღოლად, ან კურიერად დასაქმების უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ

თანხის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს რომელიმე უფლების მოპოვებას უცხოელის მიერ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

23 თებერვალი 2026, 18:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: თუკი დაბრუნდება სამართლიანი მიდგომა, წინაპირობების გარეშე, საქართველო მზადაა დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც არის მისი ადგილი. ბურთი არის მათ მოედანზე

თუ კი დაბრუნდება სამართლიანი მიდგომა საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა წინაპირობების გარეშე, საქართველო არის მზად დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც არის მისი ადგილი. ბურთი არის მათ მოედანზე - გადაიდგმება სამართლიანი ნაბიჯები, საქართველოც იქნება ადეკვატური ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივაზე საუბრისას.

23 თებერვალი 2026, 18:04

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირებით სახელმწიფო ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს

თუ აქამდე სუბსიდირება მიმართული იყო საქართველოს მელიორაციისკენ, ამიერიდან ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი
დუნიაგოზელ გულმანოვა

23 თებერვალი 2026, 18:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეს ვიზიტი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია საქართველოში და მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რასაც უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც მოწმობს.

დავით მათიკაშვილი

23 თებერვალი 2026, 17:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მაღალი ალბათობით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობა გადაიტვირთება და თავიდან დაიწყება

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც პრეზიდენტმა გაგვიზიარა მილანში, ოლიმპიადის წინ არსებულ შეხვედრებზე, გარკვეული შეხედულება და მოსაზრება შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას გააჩნია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

დავით მათიკაშვილი

23 თებერვალი 2026, 17:59

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი აშშ-ი გასამართ სამიტზე: იმ ზღვა ნეგატივის ფონზე, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, მსგავსი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად ქმნის იმედს, რომ ორი ერის ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება

მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფორუმი იმართება, ფორუმზე კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ არის ქართული მხარე მიწვეული და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტზე ქართული დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას.

ნინო წილოსანი
ვალიდ აბუ ჰაია

23 თებერვალი 2026, 17:57

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისრაელის ელჩს შეხვდა

„ისრაელის ელჩი საქართველოში საქმიანობას რამდენიმე თვეა, შეუდგა. ის აქტიურად ეცნობა ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობას. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას. მისი განცხადებით, ისრაელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

23 თებერვალი 2026, 17:44

მსოფლიო

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილში ზამთრის შტორმი მძვინვარებს. თოვლის საფარი გარკვეულ ლოკაციებზე 55 სანტიმეტრს აღემატება. ამინდის შესახებ გაფრთხილება ვრცელდება ჩრდილოეთ კაროლინიდან მეინის შტატამდე და კანადის ნაწილებზე.

23 თებერვალი 2026, 17:38

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე: როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პატრიოტი, მე მინდა ამ თემაზე ვისაუბრო უკრაინულად და შემდეგ გადავალ ქართულზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ

„როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პატრიოტი, მე მინდა ამ თემაზე ვისაუბრო უკრაინულად და შემდეგ გადავალ ქართულზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნინო წილოსანი

23 თებერვალი 2026, 17:35

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როდესაც გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა

„უცხოური ჩარევების ნეგატიურად საუკეთესო შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების პროცესში ერთვებოდნენ და წინა ფლანგზე იდგნენ. როდესაც ისინი საკუთარი ინტერესებით ნაკარნახევ დღის წესრიგს ადგენენ და გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დავით მათიკაშვილი

23 თებერვალი 2026, 17:32

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გარე ჩარევებზე და ამ ჩარევებისგან თავის დაცვაზე საქართველოს გააჩნია დიდი გამოცდილება, მათ შორის ევროკავშირის და მათი წიაღიდან საქართველოზე თავდასხმის ჭრილში

გარე ჩარევებზე და ამ ჩარევებისგან თავის დაცვაზე საქართველოს გააჩნია დიდი გამოცდილება, მათ შორის ევროკავშირის და მათი წიაღიდან საქართველოზე თავდასხმის ჭრილში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

პიტერ სიიარტო

23 თებერვალი 2026, 17:24

მსოფლიო

სიიარტოს განცხადებით, ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანებული არ არის, მიწოდების შეწყვეტა კი უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

„ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ დაზიანებულა არავითარი რუსული თავდასხმისგან. თავად მილსადენი დაზიანებული არ არის. ამჟამად მიწოდების განახლებისთვის არავითარი ფიზიკური მიზეზი ან დაბრკოლება არ არსებობს. ეს არის უკრაინის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის პირდაპირი შანტაჟი უნგრეთის წინააღმდეგ, რათა შეიცვალოს ჩვენი პოზიცია უკრაინასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სიიარტომ.

მაკა ბოჭორიშვილი

23 თებერვალი 2026, 17:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაკა ბოჭორიშვილი

23 თებერვალი 2026, 17:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას

„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

23 თებერვალი 2026, 17:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო

უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

23 თებერვალი 2026, 17:09

მსოფლიო

ავტოსაგზაო შემთხვევას ნეპალში მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ნეპალში სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა - ავტობუსი, რომლითაც ტურისტები ქვეყნის დედაქალაქისკენ, კატმანდუსკენ გადაადგილდებოდნენ, 200 მეტრის სიმაღლიდან, მდინარის ნაპირზე გადავარდა.

ნიკა გვარამია

23 თებერვალი 2026, 17:08

სამართალი

საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ლევან მოსეშვილი

23 თებერვალი 2026, 17:07

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად დაუჭერს მხარს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ „გემო ფესტის“ მსგავსი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით წარმატებით განხორციელდეს

მესტიაში კულინარიული ფესტივალი „გემო ფესტი“ დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობდა. ღონისძიების მთავარი პარტნიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იყო. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით 5 რეისი დაამატა.

23 თებერვალი 2026, 17:05

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნის სამარხები აღმოვაჩინეთ, რაც რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დადასტურებაა

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი.

23 თებერვალი 2026, 17:03

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF - ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. მასში 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნესჯგუფი და კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 16:53

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: იუნკრების სამაგალითო სიმამაცე და თავდადება თითოეული ჩვენგანისთვის სამშობლოს ერთგულებისა და პატრიოტიზმის მარადიულ სიმბოლოდ იქცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.