არქივი
23 თებერვალი 2026, 17:03
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF - ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. მასში 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნესჯგუფი და კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 16:53
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: იუნკრების სამაგალითო სიმამაცე და თავდადება თითოეული ჩვენგანისთვის სამშობლოს ერთგულებისა და პატრიოტიზმის მარადიულ სიმბოლოდ იქცა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
23 თებერვალი 2026, 16:40
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.
23 თებერვალი 2026, 16:39
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს.
23 თებერვალი 2026, 16:30
სპორტი
სპორტის მინისტრი თბილისში კადეტებსა და იუნიორებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე თბილისში კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს დაესწრნენ. მინისტრი მოფარიკავეებს შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა, ასევე გიორგი ურუშაძეს პირადად მიულოცა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული მედალი.
23 თებერვალი 2026, 16:22
სამართალი
გეკა გელაძემ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას.
23 თებერვალი 2026, 16:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61- ე სესიის ფარგლებში ღონისძიების წევრებს სიტყვით მიმართა
მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან ერთად იზრდება საფრთხე, რომ კონკრეტული ჯგუფებისა და საერთაშორისო ოგანიზაციების მხრიდან ადამიანის უფლებები გამოყენებული იყოს პოლიტიკური ზეწოლისთვის.
23 თებერვალი 2026, 15:59
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი - გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 15:56
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ და მიწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
23 თებერვალი 2026, 15:54
საზოგადოება
თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.
23 თებერვალი 2026, 15:40
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 15:26
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: ჩვენ არ გვეზიზღება უკრაინა, პრობლემა ისაა, რომ უკრაინის სახელმწიფოს ეზიზღება უნგრეთი და უკრაინის სახელმწიფო ატარებს ანტიუნგრულ მიდგომას
„უკრაინა ძალიან მტრულად იქცევა უნგრეთის მიმართ. ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ უკრაინელებს, რატომ შეაჩერეს მათ ნავთობის მიწოდება უნგრეთში? ჰკითხეთ უკრაინელებს, რატომ აყენებენ საფრთხის ქვეშ ენერგომატარებლების მიწოდებას უნგრეთში? ჰკითხეთ, რატომ არ უბრუნებენ უფლებებს უნგრულ უმცირესობებს, რატომ აგდებენ საფრთხეში ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას? ძალიან მაინტერესებს, რა იქნება მათი პასუხი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
23 თებერვალი 2026, 15:25
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესახებ შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებში სებ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია გამართეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 15:23
საზოგადოება
კულტურის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 15:19
ტაბლოიდი
რა ეცვათ ვარსკვლავებს BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე📷ფოტოგალერეა
ლონდონში BAFTA-ს დაჯილდოების 79-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
23 თებერვალი 2026, 15:07
კულტურა
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ პირველად საქართველოში გამართავს ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას - ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, პირველად საქართველოში გამართავს ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას — ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 14:56
საზოგადოება
აფრიკის დასახლებაში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ეწყობა
სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.
23 თებერვალი 2026, 14:50
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
სოციალური დახმარების სისტემის მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება იწყება.
23 თებერვალი 2026, 14:44
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
23 თებერვალი 2026, 14:41
სამართალი
სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორმა ოთხი ოქტომბრის მოვლენები გაიხსენა და აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებები აღწერა
გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც ოთხი ოქტომბრის მოვლენები გაიხსენა და აღწერა აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებები.
23 თებერვალი 2026, 14:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ
თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების ჩართულობით სოციალურად დაუცველთა ბაზების ფართომასშტაბიან გადახედვას იწყებს.
23 თებერვალი 2026, 14:38
პოლიტიკა
კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რაც ევროპაშია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.
23 თებერვალი 2026, 14:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი აშშ-ი გასამართ სამიტზე: ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც კონგრესმენებთან, ასევე სხვა წარმომადგენლებთან, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ხალხის ინტერესი დავიცვათ
ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც კონგრესმენებთან, ასევე სხვა წარმომადგენლებთან, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ხალხის ინტერესი დავიცვათ და აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან ერთად ვიმსჯელოთ იმ ძირითად საკითხებზე, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ურთიერთობების გადატვირთვა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
23 თებერვალი 2026, 14:28
მსოფლიო
ლიონში მემარჯვენე სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციაში გაკეთებული კომენტარების გამო საფრანგეთში აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
23 თებერვალი 2026, 14:26
პოლიტიკა
კახა კალაძე: ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს
ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.
23 თებერვალი 2026, 14:25
პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებაში
როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებაში კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.
23 თებერვალი 2026, 14:21
კულტურა
ფოლკლორის ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნესთვის მზადება დაიწყო
ფოლკლორის ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნესთვის მზადება დაიწყო. პირველი კონცერტი 12 მარტს, 18:30-ზე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
23 თებერვალი 2026, 14:21
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება
შრომითი მიგრაციის სფეროში ქვეყანა თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას. ის, რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და წესრიგდებოდა, შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის აღსრულების პროცესიც იწყება პირველი მარტიდან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
23 თებერვალი 2026, 14:11
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2026 წლის საგაზაფხულო სესიის „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცეს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 14:11
მსოფლიო
CNN: უკრაინა ქვრივებისა და ობლების ერი ხდება და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას
უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე ომამდეც საკმაოდ დაბალი და ძალიან არათანაბრად განაწილებული იყო. თუმცა ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაკარგა - მათ შორის ისინი, ვინც დაიღუპა, ქვეყანა დატოვა ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შობადობა წლების განმავლობაში მცირდებოდა (რაც მთელი ევროპისთვის საერთო ტენდენციაა), ახლა ეს პროცესი თითქმის სრულ კოლაფსამდე მივიდა.


