არქივი

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:58

პოლიტიკა

პრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა

გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 თებერვალი 2026, 12:51

კულტურა

საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა იმართება

პარიზში, ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდში (Fondation Jérôme Seydoux-Pathé), რეტროსპექტივა „ქართული უხმო კინო - ერის სარკე“ მიმდინარეობს. ინფორმაციას სქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

პრემიერი: ესტონეთის საელჩო ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და აყოლილია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, რაც იაფფასიანი მცდელობაა, პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული

წარმოუდგენელია, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს

ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:43

პოლიტიკა

პრემიერი: სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას

ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსში, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით, საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრას და მსოფლიოში 22-ე ადგილის დაკავებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას

ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ გაუწევს კონკურენციას

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2026, 12:32

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით

იუნკერებმა, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი.

23 თებერვალი 2026, 12:13

პოლიტიკა

გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 12:09

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ - თუ გინდათ ომის ხვალვე დასრულება, გაეთრიეთ დონბასიდან

„მეც ამას ვეკითხები, მაგრამ ამბობენ, რომ რუსებს კი არ უჭერენ მხარს, არამედ ხედავენ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. და თუ დავტოვებთ დონბასს, იმიტომ რომ რუსეთს ეს უნდა, ამერიკელები უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ“.

23 თებერვალი 2026, 12:07

საზოგადოება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ სწავლა დაიწყო

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 23 თებერვალს პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „გარემოსდაცვითი მმართველი“ სასწავლო პროცესი დაიწყო.

დავით ჩიხელიძე

23 თებერვალი 2026, 12:06

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: World Justice Project-ის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების გზაზე სტაბილურად ვითარდება და ინსტიტუციური ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოდის

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, World Justice Project-ის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეიტინგის თვალსაზრისით, არამედ იმ ტენდენციის კუთხითაც, რომელსაც ის ასახავს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

23 თებერვალი 2026, 11:57

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

23 თებერვალი 2026, 11:53

რეგიონი

ქალაქ მარტვილში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქალაქ მარტვილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას აშენებს.

გია აბაშიძე

23 თებერვალი 2026, 11:53

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს ევრობლოკში, ფსევდო შეშფოთებები კი, ესტონეთის ფარდულში რეგისტრირებული „ნაცენჯეოების" ჟანრის ტრაგიკომედიიდანაა

თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. „უკუსვლა" აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

კაია კალასი

23 თებერვალი 2026, 11:50

მსოფლიო

კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებაში პროგრესს დღეს არ ელოდება

„განვიხილავთ სანქციების მე-20 პაკეტს, თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, არ მგონია, რომ დღეს ამ საკითხში რაიმე პროგრესი იყოს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, - აღნიშნა კალასმა.

თამთა მეგრელიშვილი

23 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო, კვლევა და ობიექტური შეფასებაც ადასტურებს

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

რობერტ ფიცო

23 თებერვალი 2026, 11:43

მსოფლიო

რობერტ ფიცო: სლოვაკეთი არ არის ბანანის რესპუბლიკა, რომელიც მაშინვე აკეთებს იმას, რასაც ბრიუსელი, კიევი, ვაშინგტონი ან მოსკოვი მოისურვებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ბრიუსელი უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სლოვაკეთი ბრმად არ მიჰყვება ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს.

23 თებერვალი 2026, 11:31

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიაში გაემგზავრა🏀

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დანიელებს სტუმრად 27 თებერვალს დაუპირისპირდება, 2 მარტს კი ნაკრები დანიელებს უკვე თბილისში უმასპინძლებს.

23 თებერვალი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში "სუვერენული ერების ალიანსის" პირველ სამიტს დაესწრებიან.

მასუდ ფეზეშქიანი

23 თებერვალი 2026, 11:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა

„ირანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია. ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ვაშინგტონის ქმედებების მონიტორინგს და ნებისმიერი სცენარისთვის ვემზადებით“, - წერს ფეზეშქიანი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 11:15

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ლვოვში ტერაქტები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული

„ამ ტერაქტის გარემოებები ამჟამად სრულად ანალიზდება. ბევრი ფაქტი უკვე ცნობილია. შემსრულებლები Telegram-ის მეშვეობით იყვნენ გადაბირებულნი. ტერაქტის ორგანიზება - რუსულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დეტალებს საზოგადოებას წარუდგენენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

23 თებერვალი 2026, 11:12

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

23 თებერვალი 2026, 11:12

სამართალი

სამართალდამცავებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კგ-მდე „მეტადონი“. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც აქამდე პოლიციას მასშტაბური საპოლიციო მოქმედებების დროს ამოუღია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელა.

23 თებერვალი 2026, 11:08

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 11:07

კულტურა

ლონდონში BAFTA-ს გამარჯვებულები დასახელდნენ

ლონდონში ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. BAFTA 2026-ის გამარჯვებული ფილმი „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა, რომლის რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი, წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს.

დავით ჩიხელიძე

23 თებერვალი 2026, 11:06

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან - გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა?

აი ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან. გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა რა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა? ან იქნებ რას პასუხობდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, „აი ფაქტის“ მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეზე გავრცელებულ ინფორმაციას.

23 თებერვალი 2026, 10:59

მსოფლიო

მექსიკაში ნარკობარონის მკვლელობის შემდეგ არეულობის 25 მონაწილე დააკავეს

მექსიკის უშიშროების ძალების ინფორმაციის, ნარკობარონ ელ მენჩოს მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით არეულობაში მონაწილე 25 ადამიანი დააკავეს. 11 მათგანს ძალადობრივი აქტების ჩადენას ედავებიან, 14-ს კი მაროდიორობასა და ძარცვაში სდებენ ბრალს.

დავით ქართველიშვილი

23 თებერვალი 2026, 10:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: Tegeta Cars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წელს კომპანიამ 5 000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ათასით მეტია, ვიდრე 2024 წელს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ სტატისტიკას საქართველოში ძვირადღირებული მანქანების შეძენაზე. ანალიტიკოსი წერს, რომ Tegeta Cars-ის დილერის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში გაიყიდა 22 Bentley და 17 Lamborghini. ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ Bentley-მ გააფართოვა თავისი ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში:

23 თებერვალი 2026, 10:46

სპორტი

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. გალერეა

ვერონაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება „არენა დი ვერონაზე“ - ახ. წ. დაახლოებით 30 წელს აგებულ რომაულ ამფითეატრში შედგა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია იტალიურ ოპერასა და ცეკვებს მიეძღვნა. ტრიბუნებზე 8-12 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, სპორტსმენების აღლუმში კი დაახლოებით 1500 ოლიმპიელი მონაწილეობდა.