არქივი

კაია კალასი

23 თებერვალი 2026, 11:50

მსოფლიო

კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებაში პროგრესს დღეს არ ელოდება

„განვიხილავთ სანქციების მე-20 პაკეტს, თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, არ მგონია, რომ დღეს ამ საკითხში რაიმე პროგრესი იყოს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, - აღნიშნა კალასმა.

თამთა მეგრელიშვილი

23 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო, კვლევა და ობიექტური შეფასებაც ადასტურებს

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

რობერტ ფიცო

23 თებერვალი 2026, 11:43

მსოფლიო

რობერტ ფიცო: სლოვაკეთი არ არის ბანანის რესპუბლიკა, რომელიც მაშინვე აკეთებს იმას, რასაც ბრიუსელი, კიევი, ვაშინგტონი ან მოსკოვი მოისურვებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ბრიუსელი უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სლოვაკეთი ბრმად არ მიჰყვება ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს.

23 თებერვალი 2026, 11:31

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიაში გაემგზავრა🏀

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დანიელებს სტუმრად 27 თებერვალს დაუპირისპირდება, 2 მარტს კი ნაკრები დანიელებს უკვე თბილისში უმასპინძლებს.

23 თებერვალი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში "სუვერენული ერების ალიანსის" პირველ სამიტს დაესწრებიან.

მასუდ ფეზეშქიანი

23 თებერვალი 2026, 11:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა

„ირანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია. ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ვაშინგტონის ქმედებების მონიტორინგს და ნებისმიერი სცენარისთვის ვემზადებით“, - წერს ფეზეშქიანი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 11:15

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ლვოვში ტერაქტები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული

„ამ ტერაქტის გარემოებები ამჟამად სრულად ანალიზდება. ბევრი ფაქტი უკვე ცნობილია. შემსრულებლები Telegram-ის მეშვეობით იყვნენ გადაბირებულნი. ტერაქტის ორგანიზება - რუსულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დეტალებს საზოგადოებას წარუდგენენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

23 თებერვალი 2026, 11:12

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

23 თებერვალი 2026, 11:12

სამართალი

სამართალდამცავებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კგ-მდე „მეტადონი“. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც აქამდე პოლიციას მასშტაბური საპოლიციო მოქმედებების დროს ამოუღია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელა.

23 თებერვალი 2026, 11:08

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 11:07

კულტურა

ლონდონში BAFTA-ს გამარჯვებულები დასახელდნენ

ლონდონში ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. BAFTA 2026-ის გამარჯვებული ფილმი „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა, რომლის რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი, წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს.

დავით ჩიხელიძე

23 თებერვალი 2026, 11:06

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან - გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა?

აი ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან. გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა რა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა? ან იქნებ რას პასუხობდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, „აი ფაქტის“ მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეზე გავრცელებულ ინფორმაციას.

23 თებერვალი 2026, 10:59

მსოფლიო

მექსიკაში ნარკობარონის მკვლელობის შემდეგ არეულობის 25 მონაწილე დააკავეს

მექსიკის უშიშროების ძალების ინფორმაციის, ნარკობარონ ელ მენჩოს მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით არეულობაში მონაწილე 25 ადამიანი დააკავეს. 11 მათგანს ძალადობრივი აქტების ჩადენას ედავებიან, 14-ს კი მაროდიორობასა და ძარცვაში სდებენ ბრალს.

23 თებერვალი 2026, 10:46

სპორტი

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. გალერეა

ვერონაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება „არენა დი ვერონაზე“ - ახ. წ. დაახლოებით 30 წელს აგებულ რომაულ ამფითეატრში შედგა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია იტალიურ ოპერასა და ცეკვებს მიეძღვნა. ტრიბუნებზე 8-12 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, სპორტსმენების აღლუმში კი დაახლოებით 1500 ოლიმპიელი მონაწილეობდა.

დავით ქართველიშვილი

23 თებერვალი 2026, 10:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: Tegeta Cars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წელს კომპანიამ 5 000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ათასით მეტია, ვიდრე 2024 წელს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ სტატისტიკას საქართველოში ძვირადღირებული მანქანების შეძენაზე. ანალიტიკოსი წერს, რომ Tegeta Cars-ის დილერის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში გაიყიდა 22 Bentley და 17 Lamborghini. ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ Bentley-მ გააფართოვა თავისი ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში:

23 თებერვალი 2026, 10:30

სამართალი

სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

23 თებერვალი 2026, 10:22

რეგიონი

ComCom-მა ინტერნეტის გამოყენებაში მარტვილში საბავშვო ბაღების მასწავლებლები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას მარტვილში, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლები და მასწავლებლები გადაამზადა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

23 თებერვალი 2026, 10:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 23 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 10:20

მსოფლიო

მექსიკაში ნარკობარონის მკვლელობის შემდეგ არეულობა დაიწყო

ავიაკომპანიამ Air Canada კი პუერტო-ვალიარას აეროპორტში რეისები გააუქმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კარტელის წევრები გვადალახარას აეროპორტში შეიჭრნენ, მგზავრები კი თავშესაფარს ეძებდნენ.

დავით ქართველიშვილი

23 თებერვალი 2026, 09:51

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოელების დასაქმების რეგულაციაზე: ეს არის უსაფრთხოების და შიდა შრომითი ბაზრის დაცვის პოლიტიკა და არა უცხოელებისთვის რეჟიმის გამარტივება და მით უმეტეს მათი ქვეყანაში „ჩამოყვანის" სტიმულირება

ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის გარეშე მქონე პირების დასაქმების პროცესის რეგულაციის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რეგულაცია, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება, ერთჯერადი ნაბიჯი არ არის.

23 თებერვალი 2026, 09:36

მსოფლიო

ძლიერი შტორმის გამო აშშ-ის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის მასაჩუსეტსში, კონექტიკუტში, დელავერში, ნიუ-ჯერსისა და როდ-აილენდში. ქარბუქის გამო რამდენიმე შტატში მგზავრობაზე შეზღუდვები ან აკრძალვები დაწესდა, გაუქმებულია ათასობით ავიარეისი.

23 თებერვალი 2026, 09:29

სპორტი

ქართველმა სპორტსმენებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური - ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა - ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2026, 09:24

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები

ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 თებერვალი 2026, 09:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

„ვფიქრობ, პუტინმა ის [მესამე მსოფლიო ომი] უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის... რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიქტორ ორბანი

23 თებერვალი 2026, 09:16

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: თუ ომი დასრულდება, დაფინანსება შეწყდება. უკრაინის გეგმაა არ დაუშვას ომის დასრულება

„თუ ომი დასრულდება, დაფინანსება შეწყდება. უკრაინის გეგმაა არ დაუშვას ომის დასრულება. საბედნიეროდ, საღი აზრი კვლავ იმარჯვებს უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. ჩვენ არ გავრისკავთ ჩვენი ოჯახების მომავალს სხვისი ომის დასაფინანსებლად მილიარდობით ევროს გაგზავნით. მშვიდობის დრო ახლაა“, - წერს ორბანი.

ჯონ ჰილი

23 თებერვალი 2026, 09:11

მსოფლიო

ჯონ ჰილი: მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს

„მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს, რადგან ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულებულია. ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკება დავასრულეთ. უსაფრთხო ევროპას კი ძლიერი, სუვერენული უკრაინა სჭირდება“, - წერს ჰილი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 თებერვალი 2026, 09:07

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში ახალი კავშირის ჩამოყალიბების გეგმა გააჟღერა

„ეს ქვეყნები ეწინააღმდეგებიან რადიკალურ შიიტურ ღერძს, რომელსაც ჩვენ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ და ახლად წარმოქმნილ სუნიტურ რადიკალურ ღერძს. ყველა ამ ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივა აქვს და ჩვენს თანამშრომლობას უზარმაზარი შედეგების მოტანა შეუძლია - ჩვენი მდგრადობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

23 თებერვალი 2026, 09:02

მსოფლიო

FT: ირანმა რუსეთთან €500 მილიონის ღირებულების საიდუმლო სამხედრო გარიგება დადო

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთი იღებს ვალდებულებას, ირანს 3 წლის განმავლობაში 500 ერთეული „ვერბას“ ტიპის გამშვები სისტემა და 2 500 ერთეული რაკეტა მიაწოდოს. „ვერბა“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემაა და მას ფრთოსანი რაკეტების, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტებისა და დრონების მიზანში ამოღება შეუძლია.

23 თებერვალი 2026, 08:56

სპორტი

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრა

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრა. ქართველი სპორტსმენები 23 თებერვლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, „სტრანჟაზე” იასპარეზებენ.

23 თებერვალი 2026, 08:41

სპორტი

დარბაზის ჰოკეიში ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა - სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დარბაზის ჰოკეიში დასრულდა. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დარბაზის ჰოკეიში ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატს, „ჩელენჯ 1-ს“, საქართველომ უმასპინძლა.