არქივი

23 თებერვალი 2026, 08:35

სპორტი

მშვილდოსნობის U21+ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მშვილდოსნობის U21+ ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე სროლაში საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 თებერვალი 2026, 08:30

რეგიონი

სვანეთმა „გემო ფესტს“ უმასპინძლა

სვანეთმა ორდღიან „გემო ფესტს“ უმასპინძლა. მესტიის ცენტრში სეტის მოედანზე მოწყობილი იყო კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.

აბას არაღჩი

23 თებერვალი 2026, 08:26

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის

თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა CBS News-თან. როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა, ურანის გამდიდრება ირანის სუვერენული უფლებაა და როგორ გამოიყენებს ამ უფლებას, მხოლოდ ირანის გადასაწყვეტია.

23 თებერვალი 2026, 08:17

მსოფლიო

26 თებერვალს აშშ-ის დელეგაცია ჟენევაში ირანულ მხარესთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავს

აშშ-ის დელეგაცია 26 თებერვალს ჟენევაში ირანულ მხარესთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავს. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

23 თებერვალი 2026, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.

23 თებერვალი 2026, 07:55

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

23 თებერვალი 2026, 07:49

საზოგადოება

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული გმირული ბრძოლის შემდეგ 105 წელი გავიდა.

ყოვლადწმინდა სამების ტაძარი

23 თებერვალი 2026, 00:01

საზოგადოება

23 თებერვლიდან მორწმუნეებისთვის დიდმარხვა იწყება

მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით, ეკლესიური ადამიანები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ.

გიორგი გაბუნია

22 თებერვალი 2026, 23:50

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: მზად ვართ კონსტრუქციული პოლიტიკისთვის, კონსტრუქციული დიალოგისთვის და ასევე იმისთვის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს

ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ვაწარმოეთ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ბრიუსელთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი გაბუნია

22 თებერვალი 2026, 23:42

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ევრო ბიუროკრატებს ურჩევნიათ, რომ საკუთარი კეთილდღეობა დაიცვან ისეთი ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, მათ შორის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის

ევრო ბიუროკრატებს ურჩევნიათ, რომ საკუთარი კეთილდღეობა დაიცვან ისეთი ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი მათ შორის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

22 თებერვალი 2026, 23:38

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გიორგი გაბუნია

22 თებერვალი 2026, 23:34

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: საქართველოს ხელისუფლების სწორი, გონივრული პოლიტიკის შედეგად მოვახერხეთ, რომ მაქსიმალურად ჩავკეტეთ არასამთავრობო სექტორი, პირდაპირ აგენტურა, რომელიც გარედან ფინანსდებოდა იმისთვის, რომ შეექმნათ პრობლემები შიდა პოლიტიკაში

აფინანსებდნენ რადიკალურ მედიას და ისეთ მედიაპროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა საზოგადოების გახლეჩას, სიძულვილის ენის, პოლარიზაციის დამკვიდრებას საზოგადოებაში და შექმნეს ძალიან საშიში საფუძვლები იმისა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში საქართველოში, ნებისმიერ დროს დაწყებულიყო რევოლუციური პროცესები და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, რაც იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის. ვერ ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში მასშტაბურად აიმაღლეს ხმა. საქართველოს იყო მართლაც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ამ მიმართულებით მკაცრი და პრინციპული პოზიცია დააფიქსირა.

გიორგი გაბუნია

22 თებერვალი 2026, 23:28

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: მთავარი პრობლემა არის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ორიენტირებულია არა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე

მთავარი პრობლემა არის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ორიენტირებულია არა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე. ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი ევროკავშირში, ჯერ კიდევ 2022-2023 წლებში არაერთ ევროპარლამენტარს დაეკისრა პასუხისმგებლობა კორუფციის გამო, ვნახეთ ასევე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დაკავებაც და ამ მიმართულებით პრობლემები მზარდია ევრო ბიუროკრატიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია

22 თებერვალი 2026, 23:23

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: როდესაც ევროკავშირის მოსახლეობა ხედავს, რომ უზარმაზარი, მოუქნელი ბიუროკრატია ვერ ახერხებს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგას აქცენტის გაკეთება სუვერენულ პოლიტიკაზე

ევროკავშირმა აჩვენა მოუქნელობა და უსუსურობა იმ არსებულ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც დღეს ევროკავშირის წინაშე არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია

22 თებერვალი 2026, 23:18

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში ევროკავშირის მმართველი ელიტის მიერ წარმოებული აბსოლუტურად გაუაზრებელი და უსუსური პოლიტიკა არის გამომწვევი იმ უკმაყოფილებისა, რომელიც დღეს ევროკავშირის მოსახლეობაში არსებობს

წლების განმავლობაში ევროკავშირის მმართველი ელიტის მიერ წარმოებული აბსოლუტურად გაუაზრებელი და უსუსური პოლიტიკა არის გამომწვევი იმ უკმაყოფილებისა, რომელიც დღეს ევროკავშირის მოსახლეობაში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

22 თებერვალი 2026, 23:00

მსოფლიო

მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, „ელ მენჩო“ მოკლეს

მედიაში გავრცელებული ცნობით, ნარკობარონი, რომლის ოფიციალური სახელი ნემესიო ისეგერა სერვანტესია, დღეს ჰალისკოს შტატში მოკლეს. 59 წლის განგსტერი იყო ლიდერი დაჯგუფებისა, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ყველაზე მძლავრი და ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია გახდა სახელით „ჰალისკოს ახალი თაობა“.

გიორგი ვოლსკი

22 თებერვალი 2026, 22:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი

ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი და რასაკვირველია, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

ლევან მაჭავარიანი

22 თებერვალი 2026, 21:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე: ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში

ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები [ვაშინგტონთან] არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაზე საუბრისას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ეხება. მისივე თქმით, გაცილებით სხვა წონა აქვს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს.

ლაშა კასრაძე

22 თებერვალი 2026, 21:55

პოლიტიკა

ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს

ეს განცხადება არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში, სუვერენიტეტს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სტრატეგიაზე საუბრისას.

22 თებერვალი 2026, 21:44

საზოგადოება

მაყურებელს ხვალ მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გრანდიოზული ფინალი ელოდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ხვალ, 22:00 საათზე „იმედის“ ეთერში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება. მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წარმატების განუყოფელ ნაწილად ქცეული მენტორები, გასული სეზონების გამარჯვებულები, მაყურებლისთვის საყვარელი, პროფესიონალი ქორეოგრაფები, რომელთა წყალობითაც წლიდან წლამდე ახალი ვარსკვლავები იბადებიან, საზოგადოება ყველას ერთად გრანდიოზულ ფინალში შეხვდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 თებერვალი 2026, 21:38

პოლიტიკა

ქადაგიშვილი გარე ჩარევებზე: ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოქალაქეებმა შეაფასეს, სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე

ხდებოდა ნელ-ნელა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლების საფარქვეშ ადამიანების დარწმუნება, ხდებოდა ახალგაზრდებისთვის იმის ჩანერგვა, რომ რასაც ეუბნებიან დონორები, რასაც ეუბნება ე.წ დასავლეთი, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება და მის გარდა ნებისმიერი სხვა აზრი არის აბსოლუტურად მიუღებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გარე ჩარევაზე საუბრისას. მისივე თქმით, ხელისუფლების ნაბიჯებს დაარქვეს „რუსული“, რაც ახალგაზრდების ნაწილზე მუშაობდა.

დავით მათიკაშვილი

22 თებერვალი 2026, 21:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გამჭვირვალობის კანონი აღმოჩნდა ის ფარი, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვა. ეს აღმოჩნდა წინაღობა საქართველოს მტრებისთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობისგან დაეცვა საქართველო

უკვე არაერთგზის დადასტურდა უშუალოდ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებებით, რომ მათი უშიშროების სამსახურები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და იქ ენჯეო სექტორში კონკრეტული პირები, ვინც იყვნენ დასაქმებულები და იყვნენ ჯამაგირზე, წარმოადგენდნენ აგენტურული ქსელის ნაწილს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

22 თებერვალი 2026, 21:33

სამართალი

პოლიციამ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

გიორგი აბაშიშვილი

22 თებერვალი 2026, 21:21

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ჩვენთან არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა მთავარი ამოცანაა, გაკეთებულს შეეწინააღმდეგონ - ფაქტი ერთია, ქვეყანა ვითარდება, ჩვენ ვხედავთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მაღალი რეპუტაციული ინვესტორების შემოსვლას საქართველოში

ჩვენთან არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა მთავარი ამოცანაა, არა ის რომ ვიმსჯელოთ როგორ უკეთესად გაკეთდეს, არამედ ის, რომ გაკეთებულს შეეწინააღმდეგონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „არაბიზაციის“ ჩავარდნილ კამპანიაზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობენ თემატურად მომუშავე ჯგუფები არც ოპოზიციიდან და არც ექსპერტული წრიდან. გიორგი აბაშიშვილი: ჩვენთან არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა მთავარი ამოცანაა, გაკეთებულს შეეწინააღმდეგონ - ფაქტი ერთია, ქვეყანა ვითარდება, ჩვენ ვხედავთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მაღალი რეპუტაციული ინვესტორების შემოსვლას საქართველოში

22 თებერვალი 2026, 21:15

საზოგადოება

მამა ბასილის გულის გზავნილი ბავშვებს გორის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ, ამ სპეციალური რეპორტაჟის ანონსს ეთერში გასვლისთანავე უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მამა ბასილის სწავლებებიდან ფრაგმენტებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გაზიარება აქვს.

გურამ დავითაშვილი

22 თებერვალი 2026, 21:13

სამართალი

გურამ დავითაშვილი: 2025 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდა რეკორდული შედეგი - ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობამ გადააჭარბა გასული 10 წლის ჯამურ მაჩვენებელს

2025 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდა რეკორდული შედეგი ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობამ გადააჭარბა გასული 10 წლის ჯამურ მაჩვენებელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.

22 თებერვალი 2026, 21:02

პოლიტიკა

ტრამპის წითელი ბარათი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისკენ მიდრეკილ ჩინოვნიკებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„ვინ ჰკითხავთ მათ, დღეს რომ ბიუროკრატია? ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ. ჩვენ მთავარია, გავძლიერდეთ, სახელმწიფო გავხდეთ და თავაწეული, შეგვეხვეწებიან იქით და ისე შევალთ ევროპაში“, - ამ სიტყვების ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მან ყველაზე ადრე თქვა, რომ ქვეყანა ეროვნული ინტერესების დაცვის გზაზე არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

ალექსანდრე დარახველიძე

22 თებერვალი 2026, 21:01

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს

უკვე პირველი მარტიდან იმ უცხოელს, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში მან უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისივე თქმით, ნებართვის გაცემის პროცესი და ადმინისტრირება სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრად გაწერილი.

გეკა გელაძე

22 თებერვალი 2026, 20:57

სამართალი

გეკა გელაძე მიგრაციის პოლიტიკაზე: საკანონმდებლო ინიციატივებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, სწრაფად და ქმედითად შევძლოთ არალეგალების ქვეყნიდან გაძევება

საკანონმდებლო ინიციატივებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, სწრაფად და ქმედითად შევძლოთ არალეგალების ქვეყნიდან გაძევება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

22 თებერვალი 2026, 20:45

პოლიტიკა

ხელოვნური პროტესტი - მაიკ ბენცის სკანდალური აღიარებით დადასტურებული სიმართლე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვისაც არ სჯეროდა, რომ საქართველოს გამჭვირვალობის კანონი სჭირდებოდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის განცხადებები უნდა ნახოს.