არქივი

22 თებერვალი 2026, 17:49

სპორტი

რუსთავის სპორტის სასახლეში ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ტურნირის პირველი მატჩის დაწყებამდე, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში, მემორიალის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც რუსთაველი კალათბურთელის სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტო არქივი იყო წარმოდგენილი.

დიმიტრი ხუნდაძე

22 თებერვალი 2026, 17:43

პოლიტიკა

ხუნდაძე ესტონეთის საელჩოს მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე: სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ელჩმა კარგად იცოდა სტუდენტების მხრიდან დაგეგმილი აქციის შესახებ და როგორც ჩანს, ასეთ დღეს სტუმრობა, სხვა არაფერია, თუ არა ღია მხარდაჭერა.

22 თებერვალი 2026, 17:38

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

22 თებერვალი 2026, 17:37

სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის 2026 წლის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი ჩატარდა. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდური ასპარეზობის ფინალურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

22 თებერვალი 2026, 17:30

რეგიონი

მესტიაში კულინარიული „გემო ფესტი“ აქტიურ ფაზაშია

წლის პირველი ღონისძიების მეორე დღესაც სტუმრებს საშუალება აქვთ, აღმოაჩინონ სვანური გასტრონომიის ძველი ტრადიციული და გაცოცხლებული გემოები.

22 თებერვალი 2026, 17:28

საზოგადოება

პროექტის - „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ საკონკურსო ნაწილის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

პროექტის - „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ საკონკურსო ნაწილის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 4 თვის განმავლობაში პროექტში 320-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და 40 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.

მარიამ ლაშხი

22 თებერვალი 2026, 17:17

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის აქციებში მონაწილეობა და აქციის მონაწილეების წახალისება. ესტონეთს შეეძლო მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო ეფექტიანი რეფორმა

ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და ის, ვისაც მხოლოდ დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს, ყველა რეფორმას თუ ინიციატივას იყენებენ დესტაბილიზაციისთვის, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“.

დავით ქართველიშვილი

22 თებერვალი 2026, 17:15

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მიუნხენის კონფერენცია იმდენად არა დისკუსიის ფორუმად წარმოჩნდა, რამდენადაც ბრიტანეთის პრეტენზიის დემონსტრირების მოედნად, რომ სწორედ ის წარმოადგენს ევროპის „ძველი რეჟიმის“ დაცვის არქიტექტორს

„მიუნხენი-2026“-მა აჩვენა, რომ ის არა „უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“, არამედ მესამე მსოფლიო ომის შინაარსის მქონე ჰიბრიდული გლობალური დაპირისპირებების გაგრძელებაზეა, სადაც ლონდონი ცდილობს თავისი ლიდერობის უზრუნველყოფას წესების, კოორდინაციის მექანიზმებისა და ალიანსის ფორმატების ქსელის მეშვეობით, - ასე შეაფასა ვრცელ პოსტში მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

22 თებერვალი 2026, 17:10

პოლიტიკა

რა კავშირი აქვს ესტონეთის საელჩოს ილიას უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან - დიპლომატიურმა უწყებამ „ფეისბუკის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა

რა კავშირი აქვს ესტონეთის საელჩოს ილიას უნივერსიტეტის შიდაპროცესებთან - დიპლომატიურმა უწყებამ „ფეისბუკის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მისი დროებითი რწმუნებული და ილიას უნივერსიტეტის რექტორი დგანან. ფოტოს აქვს წარწერა - „ჩვენ ილიას უნივერსიტეტის გვერდით ვდგავართ“.

22 თებერვალი 2026, 16:53

სამართალი

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილის მოკვლა სცადა

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას.

დავით ქართველიშვილი

22 თებერვალი 2026, 16:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი

თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში - არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი, რომელიც ნიკოლოზ სამხარაძის ეუთოს გენერალურ მდივანთან გუშინდელი შეხვედრას აფასებს.

22 თებერვალი 2026, 16:27

თავდაცვა

სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

22 თებერვალი 2026, 16:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

პეტერ სიიარტო

22 თებერვალი 2026, 15:48

მსოფლიო

სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს მხარს „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის განახლებამდე არ დაუჭერს

„ხვალ საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას გეგმავს. უნგრეთი მას დაბლოკავს. მანამ, სანამ უკრაინა არ განაახლებს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, წინ წაწევას არ დავუშვებთ“, - წერს სიიარტო.

22 თებერვალი 2026, 15:33

მსოფლიო

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

22 თებერვლის ღამესა და დილას რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 1 დაღუპულისა და 2 დაშავებულის შესახებ.

ფრიდრიხ მერცი

22 თებერვალი 2026, 15:00

მსოფლიო

Apollonews: კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა

გერმანიაში კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, „პინოქიო“ უწოდა. Apollo News-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კომენტარი ინტერნეტ-მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს და საქმე ოფიციალურად აღძრეს.

ვახტანგ თოფურია

22 თებერვალი 2026, 14:56

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია გერმანიის ელჩს, ფრიდრიხ მერცისთვის „პინოქიოს“ წოდების გამო, გერმანელი პენსიონერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შეფასებას სთხოვს: უნდა ვუწოდოთ ამას ონლაინ მეთვალყურეობის გესტაპო?

„როგორ შეაფასებდით თქვენი მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს? რამდენიმე დღის წინ თქვენმა კანცლერმა ინტერნეტში ნამდვილი სახელები მოითხოვა. უნდა ვუწოდოთ ამას ონლაინ მეთვალყურეობის გესტაპო?" - წერს ვახტანგ თოფურია X-ზე.

22 თებერვალი 2026, 14:20

მსოფლიო

საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში კალოი-ლიმენესის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 20-მდე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. მათი უმრავლესობა ეგვიპტისა და სუდანის მოქალაქეა.

22 თებერვალი 2026, 14:15

მსოფლიო

მანჩესტერში მიგრაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

მანჩესტერში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მარშის ორგანიზატორი მოძრაობა „ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა“ იყო, რომელიც მთავრობის საემიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და მიგრანტთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

22 თებერვალი 2026, 14:14

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული სიცილიის რეგიონში ლეონარდა ამელა, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

22 თებერვალი 2026, 14:06

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინა უარყოფს და გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის ულტიმატუმებსა და შანტაჟს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგომომარაგების საკითხთან დაკავშირებით

„ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვის დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

22 თებერვალი 2026, 14:03

მსოფლიო

კიევზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაშავდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია 49 წლის კაცის დაღუპვის შესახებ.

22 თებერვალი 2026, 13:58

საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გიორგი მაჭავარიანი

22 თებერვალი 2026, 13:33

რეგიონი

გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ტენდერი ახლიდან გამოცხადდება

„ადგილზე გავეცანით რა მდგომარეობაა ამ პროექტთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას, რომელიც ამ პროექტის სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულება შეუწყდებათ, ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება“, - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

ბექა ურუშაძე

22 თებერვალი 2026, 13:32

რეგიონი

მგფ-ის დირექტორი ველისციხის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

22 თებერვალი 2026, 13:28

რეგიონი

მთავრობა ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებას წყვეტს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს - კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს

ფონდმა რამდენიმე დღის წინ გადაწვიტა, რომ სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან - შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან, ხელშეკრულება შეწყვიტოს, რის მიზეზადაც კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. კერძოდ, რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა.

22 თებერვალი 2026, 13:00

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს ზვიად ზვიადაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Katseye

22 თებერვალი 2026, 12:51

კულტურა

Katseye-ს ერთ-ერთმა წევრმა შემოქმედებითი პაუზის შესახებ განაცხადა

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება კოლექტივის შიგნით და მენეჯმენტთან გულწრფელი მსჯელობის შედეგად იყო მიღებული. კომპანიებმა HYBE და Geffen Records დაადასტურეს, რომ არტისტის არჩევანს სრულად უჭერენ მხარს და მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტია.

სტივ უიტკოფი

22 თებერვალი 2026, 12:04

მსოფლიო

უიტკოფი: ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა უახლოეს სამ კვირაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრამდე მიგვიყვანოს

„მე და ჯარედი [კუშნერი] ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინიციატივები დაეხმარება მხარეებს პოზიციების დაახლოებაში უახლოესი 3 კვირის განმავლობაში - და, შესაძლოა, მიგვიყვანოს კიდეც სამიტამდე ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის“, - თქვა უიტკოფმა.

ზურიკო დავითაშვილი

22 თებერვალი 2026, 11:54

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა „ლავალს“ გაუტანა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“ „ლავალი“ 2:1 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მესამე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მან 89-ე წუთამდე ითამაშა.