არქივი

22 თებერვალი 2026, 11:52

მსოფლიო

ვარშავაში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებასა და გერმანულ იარაღზე დამოკიდებულების გაზრდას ისახავს მიზნად, რაც სარგებელს გერმანიას მოუტანს, პოლონეთს კი ვალების გადახდა ათწლეულების განმავლობაში მოუწევს.

ვიქტორ ორბანი

22 თებერვალი 2026, 11:46

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან

„ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ კაია კალასი იქნება წარმატებული. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ მათ არასწორი პოლიტიკური სტრატეგია აქვთ, რაც საშინლად დიდ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. მცდარია გერმანიის კანცლერის სტრატეგია, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ყველა, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, საფრთხეში აგდებს თავის ქვეყანას. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან“, - განაცხადა ორბანმა.

ფრიდრიხ მერცი

22 თებერვალი 2026, 11:46

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ყველაზე დიდი შხამია ის გაურკვევლობა, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროპის ეკონომიკებისთვის საბაჟო გადასახადების გარშემო არსებობს

„მჭიდროდ ვითანამშრომლებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ერთობლივი პოზიციის შემუშავებაზე და ვაშინგტონში კოორდინირებული ევროპული პოზიციით ჩავალ. ეს გაურკვევლობა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მერცმა.

ბორის ჯონსონი

22 თებერვალი 2026, 11:40

მსოფლიო

ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად ახლავე უნდა გაგზავნოს

„თუ შეგვიძლია გვქონდეს გეგმა ომის შემდეგ ჯარების განლაგების შესახებ მას შემდეგ, რაც პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ახლავე? ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავგზავნოთ იქ მშვიდობიანი სახმელეთო ჯარები, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ. ეს პოლიტიკური საკითხია. საქმე ეხება იმას, არის თუ არა უკრაინა თავისუფალი ქვეყანა. თუ ის რუსეთის ვასალური სახელმწიფოა, რასაც პუტინი ისახავს მიზნად, მაშინ, ცხადია პუტინი წყვეტს, ვინ ჩავა მის ქვეყანაში. თუ არა - გადაწყვეტილება უკრაინელებს ეკუთვნით“, - განაცხადა ჯონსონმა.

22 თებერვალი 2026, 11:35

სპორტი

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები მილანის ოლიმპიურ სოფელში ქართველ ოლიმპიელებს, მწვრთნელებსა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

მილანის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ქართველ ოლიმპიელებს, მწვრთნელებსა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს მარიამ გიორგობიანს შეხვდნენ.

ვიქტორ ორბანი

22 თებერვალი 2026, 11:28

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ვინც გვიკბენს, კბილები ჩაემტვრევა

„ქაოსი უკრაინელების გაგებით არის გზა ოპოზიციის საარჩევნო გამარჯვებისკენ. თუ ისინი ტრანზიტს არ განაახლებენ, ელექტროენერგიის მიწოდება შევუწყვეტთ. უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. თუ მას შევაჩერებთ, შეიძლება ცუდი რამე მოხდეს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, კბილები ჩაემტვრევა“, - განაცხადა ორბანმა.

22 თებერვალი 2026, 11:24

რეგიონი

მესტიაში „გემო ფესტი“ გრძელდება

მესტიაში „გემო ფესტი“ გრძელდება, კულინარიული ფესტივალი სტუმრებს დღესაც, 15:00 საათიდან უმასპინძლებს. ფესტივალი კი შიდა ტურიზმსა და გასტროტურისტული პროდუქტის განვითარებას უწყობს ხელს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიაში ევროპული ქვეყნებიდან პრესტურს მასპინძლობს, სტუმრები მაღალრეიტინგული ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები არიან. „გემო ფესტისა“ და მესტიის გარდა, დაგეგმილია მათი ტური უშგულსა და თბილისში.

22 თებერვალი 2026, 11:20

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ლვოვში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, უმრავლესობა პოლიციელები არიან. პროკურატურამ გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

22 თებერვალი 2026, 11:12

რეგიონი

რევაზ სოხაძემ სამეგრელოში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრმა არაერთი მიმდინარე და დასრულებული პროექტი დაათვალიერა, ზოგიერთი კი უახლოეს მომავალში დაიწყება. დაბა ჩხოროწყუში აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 400 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სადაც მოსწავლეები თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, ინკლუზიურ გარემოში ისწავლიან. სოფელ ზუმში კი მინისტრმა ახალი, სახელმწიფო დაფინანსებით აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

22 თებერვალი 2026, 10:40

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10 000 ლარამდე ღირებულების ელექტრომოწყობილობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

22 თებერვალი 2026, 10:37

სამართალი

კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

22 თებერვალი 2026, 10:29

მსოფლიო

ირანში ანტისამთავრობო აქციები განახლდა

თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სემესტრის პირველ დღეს კამპუსების ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ და მხარს უჭერდნენ რეზა ფეჰლევის - 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს დამხობილი ბოლო შაჰის შვილს. ზოგიერთი მათგანი იანვარში დაკავებული თანაკურსელების გათავისუფლებას მოითხოვდა.

დონალდ ტრამპი

22 თებერვალი 2026, 10:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ გლობალურ ტარიფებს 15%-მდე ზრდის

„მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ აშშ-ს (სანამ მე მოვიდოდი ხელისუფლებაში!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დასაბუთებულ 15%-იან დონემდე“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

22 თებერვალი 2026, 09:41

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით NCDC-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც 2025 წლის ძირითადი მიღწევები შეაფასეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.

22 თებერვალი 2026, 09:38

ტექნოლოგიები

მისია Artemis 2-ის სტარტი რაკეტის გაუმართაობის გამო გადაიდო

10-დღიანი მისიის ფარგლებში ეკიპაჟმა მთვარეს წრე უნდა დაარტყას, თუმცა ზედაპირზე დაჯდომა დაგეგმილი არ არის. ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ (მისია „აპოლო-17“-ის მერე). მიუხედავად შეფერხებისა, Artemis 2 კოსმოსის ათვისების თანამედროვე ისტორიაში საკვანძო ეტაპად რჩება.

22 თებერვალი 2026, 09:25

კულტურა

ანსამბლი „აფხაზეთი“ პალერმოში კონცერტს გამართავს

კულტურულ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება. საპატიო სტუმართა შორის იქნებიან ქალაქ პალერმოს მერი და სხვა ადგილობრივი ოფიციალური პირები.

22 თებერვალი 2026, 09:22

კულტურა

„ბერლინალე 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გერმანელი რეჟისორის ილკერ ჩატაკის ფილმმა „ყვითელი წერილები“ მიიღო.

22 თებერვალი 2026, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

22 თებერვალი 2026, 08:01

სპორტი

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება

თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, საქართველომ კი ზამთრის ოლიმპიადებზე ისტორიაში პირველად მოიპოვა მედალი. ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ვერცხლის მფლობელები გახდნენ.

21 თებერვალი 2026, 23:50

სპორტი

პიზის მსოფლიოს თასზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, გვანცა ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ლევან მახაშვილი

21 თებერვალი 2026, 23:21

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დებატებმა, იმედია საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი

დებატებმა, იმედია საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დებატების შემდეგ.

ლევან ჭოტორლიშვილი

21 თებერვალი 2026, 23:20

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს

გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას, - ასე აფასებს პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე” გამართულ დებატებში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 23:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: კარგით, თქვენ ვერ ხედავთ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა

კარგით, თქვენ ვერ ხედავთ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

გია ნოდია

21 თებერვალი 2026, 22:46

პოლიტიკა

გია ნოდია: ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას, სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ის ეტყვის?!

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას, სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, ან მისი ინტერესების გამტარი იყოს - ეს იგივე ლოგიკაა“, - აღნიშნა ნოდიამ.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 22:42

პოლიტიკა

პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. ეს იყო ოპონენტების სურვილი, ჩაეკეტათ დისკუსია, რათა მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატების“ შემდეგ დებატების ფორმატსა და ამ ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. ეს იყო ოპონენტების სურვილი, ჩაეკეტათ ყოველგვარი დისკუსია, რათა მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 22:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის წინ, დაადასტურა აშშ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ იმით, რომ დახურა ორგანიზაციები, რომელიც მათ შორის საქართველოში მავნე პროექტებს აფინანსებდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ დემოკრატიას

დღეს ამ გადმოსახედიდან რა თქმა უნდა კიდევ უფრო მყარი არგუმენტები გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებზე და იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატების“ დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა ჩიტაძე

21 თებერვალი 2026, 22:33

პოლიტიკა

ნიკა ჩიტაძე: ხელისუფლება დღეს ებრძვის თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ

ხელისუფლება დღეს ებრძვის თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

21 თებერვალი 2026, 22:03

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე პალერმოს უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად პალერმოს უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მასიმო მიდირისთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს

არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

21 თებერვალი 2026, 21:53

პოლიტიკა

პაპუაშვილი კუპრაშვილს: მახსოვს 2023 წლის განხილვები, ქალბატონი ნათიაც იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ, ისევ იქ ხართ დარჩენილი, თითქოს, დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა

მე ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ოპონენტ ნათია კუპრაშვილს მიმართა.