არქივი

22 თებერვალი 2026, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

22 თებერვალი 2026, 08:01

სპორტი

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება

თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, საქართველომ კი ზამთრის ოლიმპიადებზე ისტორიაში პირველად მოიპოვა მედალი. ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ვერცხლის მფლობელები გახდნენ.

21 თებერვალი 2026, 23:50

სპორტი

პიზის მსოფლიოს თასზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, გვანცა ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ლევან მახაშვილი

21 თებერვალი 2026, 23:21

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დებატებმა, იმედია საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი

დებატებმა, იმედია საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა დებატების შემდეგ.

ლევან ჭოტორლიშვილი

21 თებერვალი 2026, 23:20

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს

გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას, - ასე აფასებს პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე” გამართულ დებატებში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 23:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: კარგით, თქვენ ვერ ხედავთ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა

კარგით, თქვენ ვერ ხედავთ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

გია ნოდია

21 თებერვალი 2026, 22:46

პოლიტიკა

გია ნოდია: ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას, სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ის ეტყვის?!

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას, სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, ან მისი ინტერესების გამტარი იყოს - ეს იგივე ლოგიკაა“, - აღნიშნა ნოდიამ.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 22:42

პოლიტიკა

პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. ეს იყო ოპონენტების სურვილი, ჩაეკეტათ დისკუსია, რათა მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატების“ შემდეგ დებატების ფორმატსა და ამ ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. ეს იყო ოპონენტების სურვილი, ჩაეკეტათ ყოველგვარი დისკუსია, რათა მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 22:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის წინ, დაადასტურა აშშ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ იმით, რომ დახურა ორგანიზაციები, რომელიც მათ შორის საქართველოში მავნე პროექტებს აფინანსებდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ დემოკრატიას

დღეს ამ გადმოსახედიდან რა თქმა უნდა კიდევ უფრო მყარი არგუმენტები გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებზე და იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატების“ დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა ჩიტაძე

21 თებერვალი 2026, 22:33

პოლიტიკა

ნიკა ჩიტაძე: ხელისუფლება დღეს ებრძვის თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ

ხელისუფლება დღეს ებრძვის თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

21 თებერვალი 2026, 22:03

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე პალერმოს უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად პალერმოს უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მასიმო მიდირისთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს

არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ლევან მახაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:53

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ

„პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრინციპი, ამ პრინციპზე თანხმდება ყველა შიგნითაც და გარეთაც, რომ ვინც პოლიტიკაში ერევა, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, ყველა მათგანის საჯაროობა და გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

21 თებერვალი 2026, 21:53

პოლიტიკა

პაპუაშვილი კუპრაშვილს: მახსოვს 2023 წლის განხილვები, ქალბატონი ნათიაც იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ, ისევ იქ ხართ დარჩენილი, თითქოს, დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა

მე ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ოპონენტ ნათია კუპრაშვილს მიმართა.

21 თებერვალი 2026, 21:39

პოლიტიკა

ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით აიღო ვალდებულება, რომ ყველა გადაწყვეტილებაში ჩაერთო სამოქალაქო სექტორი, რაც არ შეასრულა

ვერცერთ თეთრს ვერ დამისახელებთ, რომ გამოყოფილი გქონდათ იმ ვალდებულების და ინიციატივისთვის, რომელიც თქვენს მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ჩაწერეთ, - ასე მიმართა „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ხელისუფლების წარმომადგენლებს - შალვა პაპუაშვილსა და ლევან მახაშვილს.

21 თებერვალი 2026, 21:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რაქვიაშვილს: როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია სრულად გამოქვეყნდა, მან შეავსო თავისი ფინანსების წარმოშობა. მის მიერ დაფუძნებული პარტია სრულად არის გამჭვირვალე

როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია სრულად გამოქვეყნდა.მან შეავსო მისი ქონების, ფინანსების წარმოშობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. „ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია სრულად არის გამჭვირვალე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ურუშაძე

21 თებერვალი 2026, 21:32

სპორტი

ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია

თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ურუშაძემ. მან ფინალში თურქ ჯანდენიზ ბერაქს სძლია.

ლევან მახაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:29

პოლიტიკა

მახაშვილი: ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი. საქართველოს ამ მოშლილ მსოფლიოში თავის დასაცავად გააჩნია კანონმდებლობა - ევროპაში ამას ეძახიან დემოკრატიის ევროპულ ფარს. ჩვენ შეგვიძლია, დავარქვათ დემოკრატიის ქართული ფარი

ბევრს ალბათ, წარმოუდგენია დემოკრატია, როგორც სუპერმარკეტი, სადაც შევა და ამოარჩევს რაღაცებს - „რძე მინდა, ყველი არ მინდა“. დემოკრატიას თავისი წესები აქვს და ამ წესებს სჭირდება პატივისცემა. მათ შორის ფულის ხარჯვას, მიღებას, განაწილებას, პოლიტიკაში ფულის ხარჯვას აქვს თავისი წესები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

21 თებერვალი 2026, 21:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით

„ეს არ არის 2023 წელი, როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ რაღაცას უცხოურ დაფინანსებაზე. ეს არის 2026 წელი, გამოვიარეთ 205 წელი, როდესაც დაიხურა USAID-ი. თქვენ ვერ ხედავთ ამ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც დემოკრატიის ფარი აღმართა და დასაბუთება და განმარტებები რაც არის ამ დემოკრატიის ფარში - უცხოური ჩარევა და უცხოური ფული უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე საზოგადოება თვითონ დაინახავს რაც არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:17

პოლიტიკა

პაპუაშვილი: დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ. ისინი, ვინც მას აგულიანებდნენ, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე

დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, ამაში გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის მათ შორის, ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნათია კუპრაშვილს მისი კითხვის პასუხად.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:15

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს კარგი საქმე გააკეთა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა. დღევანდელი თქვენი გადმოსახედიდან, ის მოექცეოდა გამჭვირვალობის კანონის კონტროლის ქვეშ

2012 წელს რაც გააკეთა, კარგი საქმე გააკეთა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მისამართით პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ .

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. ის 100 ორგანიზაცია იმიტომ არ დარეგისტრირდა, იცოდნენ, რომ მათი დამფინანსებლის ინტერესი და მათი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა

მისი თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ხარჯავს სხვა ქვეყანაში ფულს. „სინამდვილეში, 385 ორგანიზაცია იმიტომ დარეგისტრირდა, იცოდნენ, რომ თავისი დამკვეთის ინტერესს ატარებდნენ, ინტერესის გარეშე არავინ ხარჯავს ერთ თეთრსა და ერთ ცენტს.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 20:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!

ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

21 თებერვალი 2026, 20:58

პოლიტიკა

მაგდა ანიკაშვილი ნათია კუპრაშვილს: იქნებ, ისიც გაგახსენდეთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მე მიმყავდა პირდაპირი ეთერი ამ ტელევიზიაში

დიდი ხანია, არ ვყოფილვარ „იმედის“ სტუდიაში. ბოლოს ჩვენ შევხვდით საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის სტუდიაში, გადაცემაში. თქვენ სტუმარი იყავით, მე მაშინაც რეგიონული მედიისთვის ვმუშაობდი და ჩვენ - მე და თქვენ მოგვივიდა ძალიან სერიოზული კონფლიქტი, - მიმართა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტს მაგდა ანიკაშვილს.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 20:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს

მე მას ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა არა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

21 თებერვალი 2026, 20:41

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს

„ღიმილის მომგვრელია, რომ ერთი მხრივ თან დემოკრატიას ითხოვენ ეს [ენჯეოები, დონორები] ადამიანები და მეორე მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ფუნდამენტურ მახასიათებლებს: გამჭვირვალობას, ღიაობას, ანგარიშვალდებულებას და დიალოგს. დღეს გამჭირვალობა დემოკრატიის კომპონენტი აღარაა, იგი გადაიქცა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხად“, - აღნიშნა მახაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 20:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გია ნოდიას: ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, შეგახსენებთ, თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული

ვინაიდან „იმედი“ მოიხსენიეთ ძალიან დამაკნინებელ ფორმაში, არ შეიძლება არ შეგახსენოთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც „იმედი“ იყო დახურული, დარეკეტებული და მიტაცებული 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 20:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს

„დღეს ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინფორმაციების გაცვლის სისწრაფე იძლევა ბევრ შესაძლებლობას, რომ ის რაც ადრე შორი იყო, დღეს უფრო შესაძლებელია. რუსთაველის გამზირზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე დადგნენ, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ლოჯისტიკურადაც კი, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სითავხედეს. ფაქტია, რომ ეს უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე დღეს ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს.“.

გია ნოდია

21 თებერვალი 2026, 20:25

პოლიტიკა

გია ნოდია „იმედის“ დებატებში: ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ მართლა არსებობს დებატების ნება

პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით მას არ გაჰკვირვებია, რომ „იმედის“ ეთერში დღევანდელ დებატებში მონაწილეობაზე უამრავმა ადამიანმა უარი თქვა. გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საუბრისას მან განაცხადა, რომ ძნელი დასაჯერებელია, რომ დებატების ნება მართლაც არსებობს.

21 თებერვალი 2026, 20:24

პოლიტიკა

ვინ თქვა უარი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობაზე - მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის, „ღია ეთერი - დებატების“ თემა გამჭვირვალობის პოლიტიკაა. გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა.