არქივი

21 თებერვალი 2026, 11:31

პოლიტიკა

„იმედზე“ დებატები გრძელდება - დღეს „ღია ეთერის“ თემა გამჭვირვალობის პოლიტიკა იქნება

„იმედზე“ დებატები გრძელდება - დღეს „ღია ეთერის“ თემა გამჭვირვალობის პოლიტიკა იქნება. ვის უქმნის პრობლემას ფინანსების საჯაროობა? ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დაუპირისპირდებიან.

21 თებერვალი 2026, 11:27

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: Georgian Fab Academy არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ პლატფორმა, სადაც იდეა გარდაიქმნება რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში Georgian Fab Academy - ის შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა. ფინალურ ეტაპზე პროექტის მონაწილეები საქართველოს ყველა ტექნოპარკიდან თბილისის ტექნოპარკში შეიკრიბნენ და საკუთარი პროექტები წარადგინეს.

გიორგი სოსიაშვილი

21 თებერვალი 2026, 11:25

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაიწარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ მათ თავად აღიარეს ეს დანაშაული

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 8 ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნას გამოეხმაურა.

რევაზ ნადარაია

21 თებერვალი 2026, 11:10

საზოგადოება

რევაზ ნადარაია: საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს! - საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი საზოგადოების საერთო კუთვნილება გახდა, ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს ულოცავს.

21 თებერვალი 2026, 11:08

მსოფლიო

აშშ-მა ჩილეს ხელისუფლებას რეგიონული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გამო სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაკრო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკა ჩილეს ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს უწესებს.

ლევან კარანაძე

21 თებერვალი 2026, 11:05

ეკონომიკა

ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს გლობალურ ელჩად დაინიშნა.

21 თებერვალი 2026, 10:49

საზოგადოება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდის მზადყოფნის შესაფასებლად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე, სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მთავარი მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება.

21 თებერვალი 2026, 10:39

რეგიონი

სპორტის მინისტრმა ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ახალციხის მულტიფუნქციური კომპლექსი დაათვალიერეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სპორტის კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

21 თებერვალი 2026, 10:33

რეგიონი

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის პროექტირება დაიწყო

გულწრფელად მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ განმუხურსა და ანაკლიაში მიღებული გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების კეთილმოწყობის შესახებ უკვე რეალურ ნაბიჯებში გადაიზარდა. გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ პროექტირების საკითხები, ჩვენი და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები და ვიმედოვნებ, რომ სამშენებლო სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დავიწყებთ, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პროექტის დეტალების ადგილზე განხილვის შემდეგ.

21 თებერვალი 2026, 10:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

21 თებერვალი 2026, 10:25

სამართალი

გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან - ლევან მაისურაძესთან ერთად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ აღნიშნული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ხუბულავა წარუდგინა.

21 თებერვალი 2026, 10:23

სამართალი

გეკა გელაძემ ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგო

21 თებერვალი 2026, 10:21

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „პროფესია პოლიციელის“ - ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ.

21 თებერვალი 2026, 10:20

სამართალი

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს.

21 თებერვალი 2026, 10:18

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების საკითხები განიხილა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და სერვის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

21 თებერვალი 2026, 10:15

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 თებერვალი 2026, 10:13

მსოფლიო

CNN: ომის მსვლელობისას ზელენსკის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა იყო. აგენტები ბინას მის ოფისთან ახლოს ქირაობდნენ

ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, საუბარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მცდელობებზე.

ნანა კაკაბაძე

21 თებერვალი 2026, 10:09

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე კორუფციასთან ბრძოლაზე: ხელისუფლებისთვის ამ ბრძოლაში არ არსებობენ ავტორიტეტები და არ ერიდებიან გუშინდელი საკუთარი თანამებრძოლების მხილებას - ოცნების დღევანდელ ხელმძღვანელობას კორუმპირებულობას ვერავინ აბრალებს

ისტორიის გაკვეთილები გვეუბნება, რომ კორუფციის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის გამოცხადება პოლიტიკოსების ხელში ძალიან ბასრი და ეფექტური იარაღია, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2026, 09:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პირველი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.“ ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.

21 თებერვალი 2026, 08:59

მსოფლიო

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკომოვაჭრეთა კიდევ ერთი გემი ჩაძირა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 თებერვალი 2026, 08:27

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა

უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევის შედეგად დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მზე და ნაძვი

21 თებერვალი 2026, 08:00

საზოგადოება

21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 თებერვალი 2026, 04:25

მსოფლიო

Die Welt: უკრაინა შესაძლოა დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინა შესაძლოა დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს შესაძლო სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში, უახლოეს წლებში ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივის სანაცვლოდ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2026, 04:16

მსოფლიო

ტრამპი: უზენაესი სასამართლოს იმ წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ტარიფების ჩვენი სრულიად მისაღები და მართებული მეთოდის წინააღმდეგ, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს მის სატარიფო პოლიტიკას.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2026, 04:05

მსოფლიო

ტრამპი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლახან, ოვალური კაბინეტიდან, ხელი მოვაწერე 10%-იან გლობალურ ტარიფს ყველა ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს.

მაიკ ჰაკაბი

21 თებერვალი 2026, 03:47

მსოფლიო

ისრაელში აშშ-ის ელჩი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში: ისრაელს ახლო აღმოსავლეთზე ბიბლიური უფლება აქვს

ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ბიბლიური ინტერპრეტაციის თანახმად, ისრაელს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ტერიტორიაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

21 თებერვალი 2026, 03:26

მსოფლიო

ორბანი: ვიდრე უკრაინა ბლოკავს ნავთობსადენ „დრუჟბას“, უნგრეთი დაბლოკავს უკრაინის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო სესხს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ულტიმატუმი წამოაყენა - ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან სესხს, ვიდრე კიევი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობას არ აღადგენს.

ჯეი დი ვენსი

21 თებერვალი 2026, 02:50

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი უკანონობა, პირდაპირ და მარტივად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და მას პრეზიდენტის უფლებამოსილებების ხელყოფა უწოდა.

სკოტ ბესენტი

21 თებერვალი 2026, 02:39

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ტარიფების შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპს „ინსტრუმენტების მთელი არსენალი“ აქვს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფების სტრატეგიას არ შეცვლის და სხვა „აპრობირებულ მექანიზმებს“ გამოიყენებს.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

21 თებერვალი 2026, 02:28

მსოფლიო

ტრამპი პეკინს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ პარასკევს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა დაადასტურა.