არქივი
20 თებერვალი 2026, 18:53
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში - განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
20 თებერვალი 2026, 18:21
სამართალი
პროკურატურამ მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე პედაგოგს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა.
20 თებერვალი 2026, 18:21
მსოფლიო
ილონ მასკის კომპანია X-მა სასამართლოში გაასაჩივრა ევროკომისიის მიერ დაკისრებული 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა
ილონ მასკის კომპანია X-მა სასამართლოში გაასაჩივრა ევროკომისიის მიერ დაკისრებული 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, რომელიც პლატფორმას ევროკავშირის ტექნოლოგიური წესების დარღვევისთვის დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
20 თებერვალი 2026, 18:14
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: მართალია ამბობდნენ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და სხვა საკითხები ცალკეული ქვეყნების შინაურული საქმეა და ინტეგრაციისთვის დამატებით პირობებს არ დავაყენებთო, მაშინვე ვიცოდით, რომ ეს იყო ფარისევლობა
რაშია ჩვენი დანაშაული, რომ ყველაზე ადრე მივხვდით, რომ საქმე აქეთ წავიდოდა?! - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
20 თებერვალი 2026, 18:12
მსოფლიო
The Guardian: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეზღუდვების მე-20 პაკეტი, შესაძლოა, უკვე ორშაბათს, იყოს მიღებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
20 თებერვალი 2026, 18:10
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული - უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს
დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული, ეს უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ უცხოური გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას.
20 თებერვალი 2026, 18:00
მსოფლიო
The New York Times: ირანი მზად არის ბირთვული მასალების წარმოება ათწლეულობით შეაჩეროს
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-თან მოლაპარაკებების დროს აცხადებენ, რომ მზად არიან ბირთვული მასალების წარმოება ათწლეულობით შეაჩერონ, მაგრამ უარს ამბობენ იმაზე, რასაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული მასალების გამდიდრებას უწოდებენ. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.
20 თებერვალი 2026, 17:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სოციალური სამართლიანობა შეიქმნას და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს
ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ სოციალური სამართლიანობა შეიქმნას. რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდებოდეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
20 თებერვალი 2026, 17:54
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის წინაშე დაგვაყენეს , - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
20 თებერვალი 2026, 17:53
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
20 თებერვალი 2026, 17:46
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო.
20 თებერვალი 2026, 17:42
სამართალი
პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
20 თებერვალი 2026, 17:34
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტიში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ორ მონაკვეთზე პერიოდული სამუშაოები მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი პროექტი მოიცავს 2.3-კილომეტრიან მონაკვეთს (კმ284-კმ286), სადაც უკვე დაწყებულია გზის საფარის განახლება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1.13 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
20 თებერვალი 2026, 17:29
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ შელახავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ შელახავს.
20 თებერვალი 2026, 17:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სექტორში - ტრანსპორტის, ტურიზმის, ისევე როგორც ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე
საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანმა. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არაერთი მიმართულებისა და პრიორიტეტული საკითხის შესახებ იმსჯელეს.
20 თებერვალი 2026, 17:01
სამართალი
სუს-ის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
20 თებერვალი 2026, 16:58
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ამერიკული მხარე ურანის გამდიდრების ნულამდე დაყვანას არ გვთხოვდა
აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს ირანულ მხარეს ურანის გამდიდრების ნულამდე დაყვანას არ სთხოვდნენ, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
20 თებერვალი 2026, 16:58
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა
რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისთვის, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
20 თებერვალი 2026, 16:58
რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფლებში: შოყაში, ზემო ენთელში, ფხეროში, ჩორჩანში, დიდსა და პატარა სმადაში გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფლებში: შოყაში, ზემო ენთელში, ფხეროში, ჩორჩანში, დიდსა და პატარა სმადაში გაიმართა. ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
20 თებერვალი 2026, 16:56
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად წრომის, ნადარბაზევის, იმერლიანთკარის, ახალშენის, დიდი ყელეთისა და პატარა ყელეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
20 თებერვალი 2026, 16:48
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
20 თებერვალი 2026, 16:40
მსოფლიო
უკრაინაში რუსების დაკვეთით მაღალი რანგის უკრაინელი ოფიციალური პირების მკვლელობა აღკვეთს
უკრაინული მხარის მტკიცებით, უკრაინასა და მოლდოვაში 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოსკოვის დავალებით 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ უკრაინელ მაღალჩინოსნების მკვლელობას გეგმავდნენ.
20 თებერვალი 2026, 16:09
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა კრისტოფორო დე კასტელის უნიკალური საარქივო მასალა დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის ქალაქ პალერმოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა დაათვალიერა, სადაც XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი ფასდაუდებელი დოკუმენტური მასალებია დაცული.
20 თებერვალი 2026, 15:51
ეკონომიკა
BSP - მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია
ქართულმა კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმმა“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებას და ლიცენზირებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის დანადგარებითა და მაღალტექნოლოგიური მართვის ცენტრებით მომარაგებისთვის. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აახლოებს “ბლექ სი პეტროლიუმს” აწარმოოს ევრო-5 სტანდარტის ბენზინი, დიზელი და ასევე საავიაციო ნავთი. Honeywell 100 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის და წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესების, აღჭურვილობისა და მომსახურების წამყვან საერთაშორისო მიმწოდებელსა და ლიცენზიარს ნავთობგადამამუშავებელი, გაზის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის დარგებში.
20 თებერვალი 2026, 15:48
მსოფლიო
CBS News: ირანმა აშშ-ს ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა და გაზისა და ნავთობის მოპოვების სფეროში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა
ამერიკული ტელეარხის CBS News-ის ინფორმაციით, არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს ირანმა აშშ-ს ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში შესაძლო ერთობლივი ინვესტიციები შესთავაზა.
20 თებერვალი 2026, 15:44
სამართალი
პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 თებერვალს, რუსთავში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
20 თებერვალი 2026, 15:43
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
20 თებერვალი 2026, 15:21
საზოგადოება
Visual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია
გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია.
20 თებერვალი 2026, 15:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
20 თებერვალი 2026, 15:18
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.


