არქივი

20 თებერვალი 2026, 15:21

საზოგადოება

Visual Capitalist-ის კვლევით, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია

გამოცემა Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ცხოვრების სიიაფით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია.

20 თებერვალი 2026, 15:20

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

20 თებერვალი 2026, 15:18

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

თენგიზ შარმანაშვილი

20 თებერვალი 2026, 15:07

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ ამ ხალხისგან არაფერი სერიოზული არ გამოდნება

„[გახარიას] მისი რესურსი არის ნულის ტოლი. თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის იმის ნახევარი აიღო, რა საპარლამენტო არჩევნებში, რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებს აიღებს. ყველამ დაინახა, რომ ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი ციდან მოტანილი ნარატივებით კვებავდნენ თავის ამომრჩევლებს. შემდეგ დაჰპირდნენ [ამომრჩეველს], რომ პარლამენტში სერიოზულად იფუნქციონირებდნენ და ერთი წელი საერთოდ არ მოგვაკითხეს აქ. არც იმას შეუერთდნენ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო, მერე თითქოს შემოვიდნენ. სიები არ ჩახსნეს და იმდენი ქნეს, რომ ლიდერები არ შემოვიდნენ პარლამენტში. ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ ამ ხალხისგან არაფერი სერიოზული არ გამოდნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

20 თებერვალი 2026, 15:06

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

საკითხი სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წარადგინა.

20 თებერვალი 2026, 15:06

რეგიონი

ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის განახლება იგეგმება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

20 თებერვალი 2026, 15:01

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

20 თებერვალი 2026, 14:58

საზოგადოება

სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს

21 თებერვლიდან სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება, სადაც N560 მიკროავტობუსი იმოძრავებს.

20 თებერვალი 2026, 14:56

რეგიონი

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან მიმდინარეობს

შტორმის შედეგად პრომენადისა და ველობილიკების ცალკეული მონაკვეთები ქვიშის მასამ დაფარა. სამუშაო პროცესში, დასუფთავების სამსახურთან ერთად, ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები არიან ჩართულები.

ეკა სეფაშვილი

20 თებერვალი 2026, 14:54

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: თანმიმდევრული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის სათანადო რეალიზაცია გვავალდებულებს, მხარი დავუჭიროთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, თანმიმდევრული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის სათანადო რეალიზაცია ავალდებულებს ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს მშვიდობას საქართველოში და წვლილი შეიტანოს რეგიონულ სტაბილურობაში.

20 თებერვალი 2026, 14:50

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი გაიმართა. დაიკითხა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ბრალდებულების დაკავებაში მონაწილეობდა. მან დაკავების პროცესში მურთაზ ზოდელავას მხრიდან ძალადობრივ ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება.

20 თებერვალი 2026, 14:45

პოლიტიკა

გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა, დუმს - მის სოციალურ ქსელში მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა

გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა და გარკვეული მოლოდინი შექმნა, ახლა საეჭვოდ დუმს. მის სოციალურ ქსელში, სადაც ამ დრომდე საკმაოდ აქტიურად დებდა ნებისმიერი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას რესურსი ნულის ტოლია. განცხადებები კეთდება გახარიას პარტიაშიც.

20 თებერვალი 2026, 14:42

საზოგადოება

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

20 თებერვალი 2026, 14:40

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხოლო მდივნად - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. საბჭომ მოისმინა და რეკომენდაციები მიიღო იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პრიორიტეტულია. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტოა ჩართული. მიღებული რეკომენდაციები მოიცავდა შემდეგ საკითხებს : ადრეული ქორწინების პრევენცია. აღნიშნულ თემაზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევა, რომელშიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მონაწილეობენ. ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა: საინფორმაციო კამპანიებში მოსწავლეების ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

20 თებერვალი 2026, 14:39

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოში გამომძიებელი გამოიკითხა: მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ღობე იყო გადანგრეული აქციის მონაწილეების მხრიდან, მას ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დავით მათიკაშვილი

20 თებერვალი 2026, 14:38

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ცალკეული ძალები - იგივე მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი იყვნენ ჩართულნი

დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

20 თებერვალი 2026, 14:31

რეგიონი

ლაშა ავალიანი აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავასთან და აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ახალ ხელმძღვანელ ლევან სიხარულიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნინო ფოჩხუა

20 თებერვალი 2026, 14:29

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გახარიას პრემიერობის დროს სოციალურად დაუცველის სიაში აღმოჩნდა ოჯახი, რომელსაც ბიზნესი, 4 მანქანა და 2 აგარაკი აქვს

ძალიან დროული ამბავია და გეტყვით რატომ - სახელს და გვარს არ დავასახელებ, მყავს მეზობელი, რომელმაც გახარიას პრემიერობის დროს როგორღაც მოახერხა და სოციალურად დაუცველების სიაში აღმოჩნდა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.

მარიამ ლაშხი

20 თებერვალი 2026, 14:28

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: უკრაინას თურმე სხვა პრობლემები არ ჰქონია, რომ ევროინტეგრაციის წინაპირობად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე გააკეთოს აპელირება

უკრაინას თურმე სხვა პრობლემები არ ჰქონია, რომ ევროინტეგრაციის წინაპირობად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე გააკეთოს აპელირება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2026, 14:27

პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია და ის მიესალმება აღნიშნულ რეფორმას.

ლევან მახაშვილი

20 თებერვალი 2026, 14:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: დღევანდელი გამოსახედიდან ცალსახაა, რომ ეს იყო ეკონომიკური დივერსია, იერიში სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებაზე - მისასალმებელია ის, რომ დროებით შეჩერდა ამხელა თანხის გადახდის ვალდებულება

მისასალმებელია ის, რომ დროებით შეჩერდა ამხელა თანხის გადახდის ვალდებულება, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულების შეჩერებას.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2026, 14:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პარიზის სააპელაციოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულების შეჩერების ფაქტს გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს მისი ექსპორტირება.

20 თებერვალი 2026, 14:10

სამართალი

ნამახვანჰესისი საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ 400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა, რომელიც საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ უნდა გადაეხადა

ნამახვანჰესის საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა.

20 თებერვალი 2026, 14:06

სამართალი

დააკავეს მეწარმე, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ამარაგებდა თევზის კონსერვით, რომელთა ნაწილის ექსპერტიზაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ტოქსიკურობის გამო

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2026, 14:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი პროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება.

20 თებერვალი 2026, 13:58

საზოგადოება

2026 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით იმართება ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და საპროცესო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

20 თებერვალი 2026, 13:56

სამართალი

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებზე: საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და ამავდროულად, მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2026, 13:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს

„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადება.

ნიკოლოზ სამხარაძე

20 თებერვალი 2026, 13:47

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

20 თებერვალი 2026, 13:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დღემდე მრავალი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ „ოკუპაციის“ ოფიციალური გამოყენებისგან

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.