არქივი
19 თებერვალი 2026, 18:07
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: კორუფციასთან ბრძოლამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაგვისროლოს. კორუფციაში დადანაშაულების შიშით პროექტები არ უნდა გავაჩეროთ და სახელმწიფომ ეფექტურობა არ უნდა დაკარგოს
კორუფციასთან ბრძოლამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაგვისროლოს. კორუფციაში დადანაშაულების შიშით პროექტები არ უნდა გავაჩეროთ და სახელმწიფომ ეფექტურობა არ უნდა დაკარგოს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“.
19 თებერვალი 2026, 18:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გახარიაზე: ამ ტყუილებისა და ღალატისთვის ჯამაგირი აქვს დანიშნული და ამით სულდგმულობს. ეტყობა ამ ჯამაგირის გადახდის კონტრაქტში შედის ისიც, რომ ტყუილების აჟიტირება ჰქონდეს მნიშვნელოვან საკითხებზე
გახარია ტყუილის და შარლატანობის სიმბოლოდ იქცა სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით მისი ღალატი, ვიცით მისი ტყუილები, ჯერ გუნდიდან გაქცევა, მერე ქვეყნიდან გაქცევა და ა.შ., - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გახარიას მიერ დაანონსებული შეხვედრებზე საუბრისას.
19 თებერვალი 2026, 18:04
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციას დაესწრო
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციას დაესწრო.
19 თებერვალი 2026, 18:03
პოლიტიკა
პრემიერი: სასანქციო რეჟიმს ხელისუფლება ძალიან მკაცრად იცავს. ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური. ეს ეხება ყულევსაც
„ასეთ ფონზე, როდესაც გამოდის ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი, გასაგებია, რაც არის და ვინც არის, მაგრამ ფორმალურად მაინც ასეთი სტატუსის მატარებელია - ყოფილი პრეზიდენტი და როდესაც ითხოვს ისეთ რამეს, რაც ბუნებრივია, საზიანოა ქვეყნისთვის, ეს მეტყველებს ამ ადამიანის სულისკვეთებაზე. ასეთი სულისკვეთებით უმძიმესი ზიანი მიაყენა მან ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ხელისუფლებაში, შემდეგ წლების განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციაში და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს. ეს არის და ეს“, - განაცხადა პრემიერმა.
19 თებერვალი 2026, 18:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია
ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მაიკ ბენცის განცხადებების საპასუხოდ.
19 თებერვალი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის რომ დადგინდეს თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს
„საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე. არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა. შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდშ უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
19 თებერვალი 2026, 17:59
სამართალი
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
19 თებერვალი 2026, 17:59
პოლიტიკა
პრემიერი: პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმების მოძიებას გეგმავენ. ამას უპირისპირდება კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი იღებს. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს
რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არაღიარებას, ესეც არის დაკავშირებული პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, კონსტიტუციის დაცვის ინტერესთან. არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, ესენიც არიან თან გარედან წაქეზებული და გარედან კოორდინირებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი გეგმავს შესაბამისი კანონის მიღებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
19 თებერვალი 2026, 17:56
პოლიტიკა
პრემიერი: გახარიას პარტიას არ ჰყოფნის გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო და ძალიან მნიშვნელოვანი
იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე გახარიას პარტიის პოზიციას შეეხებოდა.
19 თებერვალი 2026, 17:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საკუთარი თვალით ვნახეთ, რა პროცესები განვითარდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. დღეს ყოფილი მაღალჩინოსანი შეერთებული შტატებიდან პირდაპირ, ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ეს ყველაფერი იქიდან ფინანსდებოდა
„ისინი მაინც ცდილობენ მოძებნონ გზები, კანონის გვერდით ავლით დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში. ყველა საკანონმდებლო დანაწესი, რომელსაც იღებს ქართული სახელმწიფო არის პასუხი იმ ქმედებებსა და სურვილებზე, რომლებიც საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს აქვთ (სამწუხაროდ, მათი ნაწილი ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლშია მოკალათებული), რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ იყოს გამოყენებული იმ მრუდე მიზნებისთვის, რაც გარე ძელებს აქვთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
19 თებერვალი 2026, 17:55
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სრულდება ის პირობა, რომელიც კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ჩვენი საზოგადოებისთვის იყო მიცემული
სრულდება ის პირობა, რომელიც კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ჩვენი საზოგადოებისთვის იყო მიცემული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
19 თებერვალი 2026, 17:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩოს შექმნას, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ
სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში არის რთული და მას სჭირდება გადახედვა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან მილანში გამართულ კომუნიკაციაზე საუბრისას.
19 თებერვალი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უმუშევრობის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს რეკორდული მინიმუმია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს
მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი უმუშევრობის არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
19 თებერვალი 2026, 17:52
პოლიტიკა
პრემიერი: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
19 თებერვალი 2026, 17:50
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მაგდალენა გრონოსთან, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელთან კაიოკო გოტოსთან. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
19 თებერვალი 2026, 17:48
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თეთნულდის კურორტისა და სხვა მსგავსი პროექტების განვითარება რეგიონებში ხელს შეუწყობს, რომ მუნიციპალიტეტებს და რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეთ მეტი შემოსავალი ადგილებზე და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე
რეგიონებში ინფრასტრუქტურული და ტურისტული ობიექტების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც მან აღნიშნა, გზების, გვირაბების, საბაგიროების მშენებლობა ტურიზმის და შესაბამისად რეგიონების განვითარების წინაპირობაა.
19 თებერვალი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან
მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
19 თებერვალი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-ირანის ომის დაწყების შემთხვევაში, თეირანი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავს, რამაც, შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკის პარალიზება გამოიწვიოს
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ირანი აცხადებს, რომ საკუთარ თავს დაიცავს „ისე, როგორც არასდროს“, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყანას თავს დაესხმება და ბირთვული შეთანხმება არ შედგება.
19 თებერვალი 2026, 17:46
ეკონომიკა
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს შეხვდა
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
19 თებერვალი 2026, 17:42
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ყულევი არის შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ნავთობის ტერმინალი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის
ყულევი არის შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ნავთობის ტერმინალი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
19 თებერვალი 2026, 17:35
სამართალი
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
19 თებერვალი 2026, 17:11
მსოფლიო
Politico: ამერიკა ბლოკავს უკრაინის მონაწილეობას ნატოს სამიტში, რომელიც თურქეთის დედაქალაქში უნდა გაიმართოს
აშშ-ის ხელისუფლება უკანასკნელი რამდენიმე თვეა ცდილობს დაბლოკოს უკრაინის მონაწილეობა ნატოს სამიტში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
19 თებერვალი 2026, 17:08
ეკონომიკა
მერაბ ვასაძე: ყველაზე დიდი პრობლემაა, რატომ გვიზრდის ქსელური მარჟას - გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ ის უკვე ჩვენს ფუნქციას ითავსებს. რაღაც პროცენტზე უნდა შევჯერდეთ, რომ მის ზემოთ ვერ მოითხოვოს მარჟა
„კითხვა დასვით, ქსელურების მოგების მარჟა არ იზრდება, ვნახეთ და იგივე რჩებაო“, - ზუსტად ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. რატომ გვიზრდის ქსელური მარჟას, - განაცხადა საკონდიტრო კომპანიის „სანდომი“ გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
19 თებერვალი 2026, 17:06
პოლიტიკა
„ჯეო ნატურალსის“ ფინანსური დირექტორი: ქეშბექის გადახდის დაგვიანება მოქმედებს ბიზნესზე - შეკვეთის მისაწოდებლად გვჭირდება თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტში სესხს და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად
„ჯეო ნატურალსის“ ფინანსური დირექტორი გიორგი პარკაია: ქეშბექის გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ბიზნესზე - შეკვეთის მისაწოდებლად გვჭირდება საბრუნავი თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტში სესხს და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად, ჯაჭვია
19 თებერვალი 2026, 17:00
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან.
19 თებერვალი 2026, 16:55
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის პრაქტიკა მოქმედებს ევროკავშირის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში
„ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშებს. კომერციული ვენახების გაშენების დროს, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და შესაბამისად, ხარისხიანი ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება. მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
19 თებერვალი 2026, 16:52
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან
„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
19 თებერვალი 2026, 16:42
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კოლეჯ “მოდუსის” მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან.
19 თებერვალი 2026, 16:38
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც გამოუშვებს ხარისხიან, უსაფრთხო, ეფექტიან და რაც მთავარია ხელმისაწვდომ მედიკამენტებს
„ევროპელი სოციალისტები“ გამოდიან ინიციატივით, სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც გამოუშვებს ხარისხიან, უსაფრთხო, ეფექტიან და რაც მთავარია ხელმისაწვდომ მედიკამენტებს. განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
19 თებერვალი 2026, 16:35
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის სანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის - „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა“ - თანამედროვე ვერსია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ყულევის პორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


