არქივი

19 თებერვალი 2026, 14:48

საზოგადოება

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ვ. ჯ. (მის: ქ. თბილისი, აგლაძის 32) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა.

19 თებერვალი 2026, 14:45

კულტურა

„საქართველოს ფოსტამ“ საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის - თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს ფოსტამ“ საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის - თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა.

შოთა ბერეკაშვილი

19 თებერვალი 2026, 14:41

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: 30-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი როგორც საწარმოო, ასევე საოპერაციო ხარჯები, მათი ფინანსური სტაბილურობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულმა შესწავლამ ექვსი პრობლემა გამოავლინა

30-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი როგორც საწარმოო, ასევე საოპერაციო ხარჯები, მათი ფინანსური სტაბილურობა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

19 თებერვალი 2026, 14:40

პოლიტიკა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გახარიას მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვებს მის პარტიაში „იმედის“ შეურაცხყოფით პასუხობენ

„გახარიას ტყუილები უკვე ყველა მასშტაბს გასცდა. დავიწყოთ იქიდან, რომ [პარლამენტის დროები საგამოძიებო] კომისიაზე ბევრი ტყუილი თქვა ჩორჩანასთან დაკავშირებით. იქ მცხოვრები ხალხი მოვიდა კომისიაზე და თქვეს, ტყეში ვეღარ შევდივართო, რომელშიც უკვე საოკუპაციო ჯარები არიან. გახარია ამბობდა, რომ არაო. შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ თავისი პარტია წინასაარჩევნოდ გაეძლიერებინა, გაიქცა გერმანიაში. მიუნხენის კონფერენციაზე თურმე პანელზე უნდა ყოფილიყო წამოჭიმული და მგონი ჩვეულებრივ რიგებშიც ვერ ნახეს. ვერ იძებნება. როდესაც იწყებ ტყუილით, გუნდის ღალატით ნებისმიერ საქმიანობას, ყოველთვის ასეთივე ტყუილებით დასრულდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

19 თებერვალი 2026, 14:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: უცხოეთიდან შემოდინებული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, პოლიტიკაში შავ ფულს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით უცხოეთიდან შემოდინებულ თანხებს და ჩარევა უნდა იყოს მინიმუმამდე დასული

უცხოეთიდან შემოდინებული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, პოლიტიკაში შავ ფულს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით უცხოეთიდან შემოდინებულ თანხებს და ჩარევა უნდა იყოს მინიმუმამდე დასული, ამას ცდილობს ევროკავშირიც და ევროპული ქვეყნებიც, რაც მისასალმებელია, ამას ვაკეთებთ ჩვენც, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი

19 თებერვალი 2026, 14:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებს გამჭვირვალობა არ აწყობთ. ყველანაირი ტყუილი მოიფიქრეს იმისთვის, რომ გაეშავებინათ გამჭვირვალობის კანონი, იკადრეს, რომ „რუსული“ იარლიყი მიეწებებინათ

ევრობიუროკრატებისთვის მდიდარი „ენჯოები“ უბრალოდ ინსტრუმენტი არიან იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც პროცესებზე იქონიონ გავლენა და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე იქონიონ გავლენა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის განცხადების კომენტირებისას.

დონალდ ტუსკი

19 თებერვალი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტუსკი ირანში მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი

19 თებერვალი 2026, 14:22

მსოფლიო

BBC: სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ დააკავეს

ბრიტანულმა პოლიციამ მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა, 65 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

19 თებერვალი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე კილაძეზე: წლებია ის სიცრუეს იყენებს იმისთვის, რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს

„წლებია ის სიცრუეს იყენებს, იმისთვის რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს. სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზების მცდელობები არ არის ახალი საზოგადოებისთვის. არაერთხელ გვინახავს მცდელობები, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულებს, საქმეებს არქმევენ პოლიტიკურ საქმეებს, შემდეგ ვხედავდით სასამართლოების, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

რატი იონათამიშვილი

19 თებერვალი 2026, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ბაჩიაშვილმა აღიარა ბრალი და ზიანი სრულად აანაზღაურა და ახლა ლოგიკურია, რომ ველოდებით ბოდიშის მოხდას ყველა იმ აქტორისგან, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებდა ამ თემას

ფაქტია, რომ ბაჩიაშვილმა აღიარა ბრალი და ზიანი სრულად აანაზღაურა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

19 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ბაჩიაშვილის აღიარებამდე კონკრეტული ჯგუფები საქმეს პოლიტიკურს უწოდებდნენ - „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა თუ როგორია ახლა იმ დიპლომატის პოზიცია, რომელიც ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა

გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი. თუმცა ბაჩიაშვილის აღიარებამდე კონკრეტული ჯგუფები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ბაჩიაშვილის საქმეს პოლიტიკურს უწოდებდნენ. მათ შორის, ჰელსინკის კომისია, სენატორებისა და დიპლომატების ნაწილი. ასევე, საერთაშორისო მედია.

პროკურატურა

19 თებერვალი 2026, 14:10

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

19 თებერვალი 2026, 14:08

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირი მოულოდნელი ვიზიტით ვენესუელაში ჩავიდა, რათა უსაფრთხოების საკითხები განიხილოს

ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ჯარების სარდალი, გენერალი ფრენსის დონოვანი და პენტაგონის მაღალჩინოსანი, ჯოზეფ ჰუმირი მოულოდნელი ვიზიტით ვენესუელაში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ჩავიდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სემ ალტმანი

19 თებერვალი 2026, 14:00

ტექნოლოგიები

სემ ალტმანი ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა

„AI-ის დემოკრატიზაცია კაცობრიობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფის საუკეთესო გზაა“, - განაცხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ამ ტექნოლოგიის კონცენტრაციამ ერთ კომპანიასა თუ ქვეყანაში, შესაძლოა კრახი გამოიწვიოს“.​

19 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტები“: მხარს ვუჭერთ ინიციატივას 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ, გარემოზე ზრუნვა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა არ არის არჩევანი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება საზოგადოების წინაშე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, საქართველოში 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ.

19 თებერვალი 2026, 13:42

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს, კრისტინ როდრიგესს შეხვდა. შეხვედრას ასევე კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ცინცაძე

19 თებერვალი 2026, 13:36

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე

2026 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა 19%-ით გაიზარდა და 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, ის 68%-ით, 313 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტის აღნიშნული ზრდა და მოცულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე.

რუმენ რადევი ილიანა იოტოვა

19 თებერვალი 2026, 13:35

მსოფლიო

Politico: ბულგარეთში აპრილში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მერვე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

ბულგარეთში 19 აპრილს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 13:34

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: 2026 წლისთვის მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 83 მილიონი ლარი გამოიყო

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორის განცხადებით, 2026 წლისთვის, მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო ოდენობის დაფინანსება - 83 მილიონი ლარი გამოიყო.

19 თებერვალი 2026, 13:24

რეგიონი

რევაზ სოხაძე: წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება

„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზეც - ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ.

დონალდ ტუსკი

19 თებერვალი 2026, 13:11

მსოფლიო

Politico: პოლონეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „პოლონეთი 2050“ იშლება

პოლონეთის მმართველ კოალიციაში შემავალი ცენტრისტული პარტია „პოლონეთი 2050“ რღვევას განიცდის. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 13:01

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ზვარესა და ვაიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარესა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

გიორგი გამსახურდია

19 თებერვალი 2026, 12:56

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე: სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორი - რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის, ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია 2015 წლით დათარიღებულ „სქრინზე“, რომელიც ელისო კილაძემ 2025 წელს მამუკა მდინარაძის „მხილებისთვის“ გამოიყენა, მისი ჩვეული ხელწერით, სადაც არ არსებობს იმის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სქრინზე აღნიშნული კრიპტოვალუტა მამუკა მდინარაძეს ეკუთვნოდა.

19 თებერვალი 2026, 12:42

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 97 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 97 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

ფრიდრიხ მერცი

19 თებერვალი 2026, 12:41

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ტარიფების ფონზე, გერმანია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას შეეცდება

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ჩინეთში ჩავა, რათა პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყაროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2026, 12:39

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ.

არჩილ გორდულაძე

19 თებერვალი 2026, 12:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილი დარწმუნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. ყველა იტყუებოდა, როდესაც პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც

მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილი დარწმუნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და შესაბამისად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გიგლა თამაზაშვილი

19 თებერვალი 2026, 12:34

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, გამართულ სარწყავ სისტემებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა, ხარისხის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, ფასიც.

19 თებერვალი 2026, 12:34

მსოფლიო

Eurofound: ევროკავშირის ინსტიტუტებს ყველაზე ძლიერად მალტაში, უნგრეთსა და დანიაში ენდობიან, ყველაზე ნაკლებად კი საბერძნეთსა და საფრანგეთში

ევროკავშირის სააგენტოს Eurofound-ის ექსპერტებმა 27 ათასი ადამიანი გამოჰკითხეს და დაადგინეს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს ყველაზე ძლიერად მალტაში, უნგრეთსა და დანიაში ენდობიან (5.9 ქულა 10-დან), ყველაზე ნაკლებად კი საბერძნეთსა და საფრანგეთში (3.7).

19 თებერვალი 2026, 12:26

თავდაცვა

თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა 2025 წლის მე-4 კვარტლის თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს, უფროს ლეიტენანტებს: არჩილ პაქსაძესა და ლერი უშხვანს, სერჟანტებს, ნიკოლოზ ბარბაქაძესა და ბექა ჩალიგავას, ასევე კაპრალ გურამ დანელიას კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.