არქივი

რობერტ ფიცო

18 თებერვალი 2026, 18:18

მსოფლიო

ფიცო აცხადებს, რომ უკრაინა განზრახ აჭიანურებს ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ უკრაინა განზრახ აჭიანურებს ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას, რაც, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის განპირობებული.

18 თებერვალი 2026, 18:18

სამართალი

პროკურატურა ბაჩიაშვილზე: სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. როგორც „ქრონიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.

ბექა ძამაშვილი

18 თებერვალი 2026, 18:18

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოში არ ფიქსირდება [პატიმართა] არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, დასკვნა

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოში არ ფიქსირდება არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა. ძამაშვილის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, დასკვნა.

პიტერ სიიარტო

18 თებერვალი 2026, 18:10

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: ჩვენ უკრაინის არაფერი გვმართებს - ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ნატოს და არა უკრაინის მიერ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთს უკრაინის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.

თორნიკე ჭეიშვილი

18 თებერვალი 2026, 18:08

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ვხედავთ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის და სხვა ტიპის ორგანიზებული დანაშაულის მიმართ. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა არის საწინდარი იმისა, რომ მომავალი თაობები გადარჩნენ ამ სენს

ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის და სხვა ტიპის ორგანიზებული დანაშაულის მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

18 თებერვალი 2026, 18:08

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე

დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტში ამ თემაზე დღევანდელი დისკუსია იქნება იმის საწინდარი, რომ მოკლე პერიოდში დემოგრაფიის საკითხთან დაკავშირებით სიახლეები იყოს.

თორნიკე ჭეიშვილი

18 თებერვალი 2026, 18:02

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად, დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვა

„ეს გვაძლევს იმედს იმისა, რომ ძალიან მალე გვექნება გაცილებით უფრო კონკრეტული და ხელშესახები შედეგები იმ გზაზე, რასაც ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული თანამშრომლობის სრული მასშტაბით განახლება ჰქვია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

18 თებერვალი 2026, 17:59

მსოფლიო

მედია: უნგრეთმა უკრაინას დიზელის მიწოდება შეუჩერა მანამ, სანამ კიევი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით უნგრეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს

უნგრეთის მთავრობამ უკრაინას დიზელის საწვავის მიწოდება შეუჩერა მანამ, სანამ კიევი უნგრეთში ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

18 თებერვალი 2026, 17:58

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: არალეგალური მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა და გამონაკლისი არც საქართველოა. მიმდინარე წელს მიგრანტების რიცხვი დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ

დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა, - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

18 თებერვალი 2026, 17:49

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.

ანდრეი პლენკოვიჩი

18 თებერვალი 2026, 17:43

მსოფლიო

ხორვატიის პრემიერი: თუ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრიანების მეთოდოლოგიას შევცვლით, მაშინ ეს ყველა კანდიდატს უნდა შეეხოს, მათ შორის საქართველოს

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, თუ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრიანების მეთოდოლოგია შეიცვლება, მაშინ ახალი წესები ყველა კანდიდატს უნდა შეეხოს, მათ შორის საქართველოს.

18 თებერვალი 2026, 17:40

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

18 თებერვალი 2026, 17:37

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კატეგორიულად უარყოფს პლატფორმა tiflis24.substack.com-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) წყვეტს KIU-თან სტრატეგიულ პარტნიორობას

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კატეგორიულად უარყოფს პლატფორმა tiflis24.substack.com-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) წყვეტს KIU-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

18 თებერვალი 2026, 17:34

რეგიონი

ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქის სხვადასხვა უბანში უკვე განახლდა ათეულობით კორპუსის ფასადი.

18 თებერვალი 2026, 17:22

სამართალი

პოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

18 თებერვალი 2026, 17:22

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გემო ფესტთან და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა

21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

გურამ მაჭარაშვილი

18 თებერვალი 2026, 17:21

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ შეკითხვას და თქვა, რომ მათ მიერ გაჟღერებული კითხვის საპირისპიროდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს:

18 თებერვალი 2026, 17:09

სამართალი

ელისო კილაძის აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა მოიპოვა - კონკრეტულ ჩანაწერზე არ არის მანიპულაციის, წყვეტის, მონტაჟის კვალი

ელისო კილაძის აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა მოიპოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნი

18 თებერვალი 2026, 17:05

მსოფლიო

ზალუჟნიმ 2023 წლის კონტშეტევის ჩავარდნაში ზელენსკი დაადანაშაულა

უკრაინული არმიის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა ჩავარდა იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჭირო რესურსები არ გამოყო, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ Associated Press-თან ინტერვიუს დროს.

კახა გულედანი

18 თებერვალი 2026, 17:04

პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის

ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

18 თებერვალი 2026, 16:42

მსოფლიო

Axios: ტრამპი ირანთან დიდ ომს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დიდ ომს იმაზე სწრაფად უახლოვდება, ვიდრე ეს ამერიკელებს ჰგონიათ. სტატიას ამ შინაარსით Axios-ი ავრცელებს.

კახა გულედანი

18 თებერვალი 2026, 16:35

პოლიტიკა

კახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები

კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი 2026, 16:29

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება

რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს - 14 156, არის კატასტროფული ტენდენცია, თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

18 თებერვალი 2026, 16:21

მსოფლიო

Axios: რუბიო რაულ კასტროს შვილიშვილთან კუბის საკითხზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო კუბის ლიდერის, რაულ კასტროს შვილიშვილთან, რაულ გილერმე როდრიგეს კასტროსთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

18 თებერვალი 2026, 16:04

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილმა GREDA-ს წარმომადგენლებთან ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის განაწილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (GREDA) გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.

18 თებერვალი 2026, 16:02

პოლიტიკა

კახა გულედანი: მხოლოდ დღგ-ს განაწილების პრინციპით, 2025 წელს 2 მლრდ ლარზე მეტი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა. მხოლოდ გასულ წელს, გავიარეთ 5 000-ზე მეტი სატენდერო დოკუმენტაცია და ტენდერის გამოცხადებამდე დაიზოგა 13 მილიონ ლარზე მეტი

სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი და ამოცანა გახლავთ ის, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების შემოსავლები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

18 თებერვალი 2026, 15:58

პოლიტიკა

კახა გულედანი: ჩვენი მიზანია რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება და რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობის უზრუნველყოფა. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია

ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

ირაკლი ნადარეიშვილი

18 თებერვალი 2026, 15:55

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საერთო ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია 2000-მდე პროექტი, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას და სხვა ტურისტულ მიმართულებებს უკავშირდება

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული და მზარდი დარგია. დღეს ქვეყნის მშპ-ს თითქმის 10% ტურიზმის სექტორით არის წარმოდგენილი. ეს არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მქონე სფერო დასაქმების კუთხით. ასევე ბიზნეს სექტორის დივერსიფიცირების თვალსაზრისით - ტურიზმის ინდუსტრიაში გვყავს ათასობით მიკრო და მცირე მეწარმე და ამავე დროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებიც. ასევე ძალიან ფართოა იმ პროდუქტებისა და სერვისების დიაპაზონი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის საჭირო“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

18 თებერვალი 2026, 15:51

საზოგადოება

ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ეკატერინე ხუციშვილი, ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში ჟესტური ენის შემსწავლელი კურსის მონაწილეებს შეხვდა, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

18 თებერვალი 2026, 15:45

რეგიონი

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს, - ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.