არქივი
18 თებერვალი 2026, 13:56
პოლიტიკა
პრემიერი: იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ
იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:52
პოლიტიკა
ილია ინჯია: ბატონი ბიძინა ივანიშვილის სამშობლოსადმი სიყვარული განუზომელია, რაც არაერთ მნიშვნელოვან საქმეში გამოიხატა და დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ქვეყნისა და ხალხის მიმართ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 13:52
პოლიტიკა
პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა
„რაც შეეხება პროექტების და მშენებლობის გავლენას საქართველოში მიგრაციაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასაც უკავშირებდნენ ამ სპეკულაციებს. აცხადებდნენ, რომ როგორც კი პირი ყიდულობს ბინას. 150 000-ზე მეტი ღირებულების ბინას საქართველოში, მაშინვე მარტივად შეუძლია იცხოვროს საქართველოში. ერთი, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის ვადა არის მაქსიმუმ 1 წელი, ეს ერთი. მეორე, აქაც სტატისტიკა გაგაცანით, 5 000-ზე ნაკლებია ისეთი პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის შეძენის საფუძველზე იღებენ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას. რამდენად სპეკულაციურია ეს განცხადებები, სტატისტიკიდანაც ძალიან მარტივად ჩანს“, - განაცხადა პრემიერმა.
18 თებერვალი 2026, 13:49
პოლიტიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობისა და ქორწინება-განქორწინების მიმართულებით შევცვალოთ, უფრო მეტად მსოფლმხედველობითი საფუძველი აქვს ამ ტენდენციებს, ვიდრე ფინანსური
კომპლექსურად არის ყველაფერი გასააზრებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავატაროთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს დემოგრაფიის ნაწილში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:44
მსოფლიო
Reuters: ვატიკანმა ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ მონაწილეობაზე უარი განაცხდა
ვატიკანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ღაზის “მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი კარდინალ, პიეტრო პაროლინზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 13:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმ პირთა 77.7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები, საერთაშორისო დაცვის შესახებ ახალი კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა
ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენცია, საგრძნობად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და მუდმივად მზარდია ეს მაჩვენებლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:31
პოლიტიკა
პრემიერი: იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა, ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით
ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:31
პოლიტიკა
პრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:29
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში
ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:28
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის
ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ განაცხადა.
18 თებერვალი 2026, 13:26
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გამკაცრდა უცხოელების დასაქმების პირობები, დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, ამ კანონის სათანადოდ აღსრულება ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოფთ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, თქვენს მიერ მიღებული კანონით, გამკაცრდა საქართველოში უცხოელების დასაქმების პირობები და აქ მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, მნიშვნელოვანია ამ კანონის სათანადოდ აღსრულება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოფთ,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6% - დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში
„რაც შეეხება ნებართვის მეორე კატეგორიას, ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში 28 363 უცხოელი მოქალაქე. ეს არის 26,4% მთლიანად ბინადრობის ნებართვებში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომეოლიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ესენი არიან უცხოელები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. საუბარია არსებითად იმ უცხოელებზე, რომლებსაც ოჯახური კავშირები აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან“.
18 თებერვალი 2026, 13:18
მსოფლიო
მედია: ევროკავშირი უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბას“ შეკეთებას აიძულებს
ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს, რათა მან დროულად შეაკეთოს ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი, უკრაინის გავლით, უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 13:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა
დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად, თუმცა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, ეს მაჩვენებელი დაზუსტდება, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები შევა საერთო სურათში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს შესაბამისი მონაცემთა ბაზები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:13
პოლიტიკა
პრემიერი: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, მთლიანობაში, სარგებლობს 4 827 პირი და აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული ეს განცხადებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:11
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კაიროში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
აღსანიშნავია, რომ პროექტის „MedEWSa - ხმელთაშუა და ევროპული საპროგნოზო და ადრეული გაფრთხილების სისტემები ბუნებრივი საფრთხეების წინააღმდეგ“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო სლოვაკეთის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. შესაბამისად, შერჩეულია საპილოტე არეალები თბილისსა და სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, სადაც იგეგმება წყალდიდობებისა და მეწყრების საფრთხეების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა.
18 თებერვალი 2026, 13:11
პოლიტიკა
პრემიერი: შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი
შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 13:11
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაგეგმილია თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესისა და შესაბამისი კომისიის მუშაობის სრულყოფა. ერთობლივად ვიმსჯელებთ სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
18 თებერვალი 2026, 13:06
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი და მათ ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე
მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი,, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას. პრემიერის თქმით, ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
18 თებერვალი 2026, 13:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე
„დავაზუსტებ იმთავითვე, რომ საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა და მოგვიანებით შევეხები საქართველოში ყოფნის სხვა საფუძვლებსაც. რაც შეეხება სტატისტიკას, უშუალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29,9 პროცენტი, 32 129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან რეალურად ქართველები, ეს არის ის სტატისტიკა, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენ საზღვრის კვეთის მონაცემები. მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6,3 პროცენტი, აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც ფლობენ დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და დაბრუნებული არიან საქართველოში. რაც შეეხება უკრაინას, 5,9 პროცენტი, 6 290 ადამიანია ასეთი, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 000 უკრაინელი. მთლიანობაში საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 000-მდე, საიდანაც 6 290 აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 000-მდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი 4,8 პროცენტი, 5 000-ზე მეტი ადამიანია, აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გავიდნენ საქართველოდან, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ საქართველოში. ბელარუსი 3 738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3,4 პროცენტი 3 645 პირი, ირანი - 3,1 პროცენტი 3 331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%, ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი - 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. პაკისტანი - 1,5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც მთლიანად არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. ანალოგიურად ეგვიპტე - 1,2 პროცენტი, 1341, აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. აშშ - 1 პროცენტი, 1000 პირზე მეტი არის ასეთი. უკეთესი არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ვადგენთ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
18 თებერვალი 2026, 13:02
სამართალი
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე
ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს, - ნათქვამია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 12:59
პოლიტიკა
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი: დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს, რაც ადასტურებს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას
დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას, - ნათქვამია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 12:58
პოლიტიკა
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი: ბრალდებულებსა და მსჯავრდადებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდადებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა.
18 თებერვალი 2026, 12:56
პოლიტიკა
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს
ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.
18 თებერვალი 2026, 12:55
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 12:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 12:50
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: ბიძინა ივანიშვილის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არაერთხელ იხსნა ჩვენი ქვეყანა იმ რისკებისგან, რომელიც გარე ჩარევასა და დესტაბილიზაციის მცდელობებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ბიძინას დაბადების დღეს. მადლობას ვუხდი იმ წვლილისთვის, რაც ქვეყნის განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეაქვს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება და ხედვა მომავალშიც განუზომელ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“ - წერს სულხან თამაზაშვილი.
18 თებერვალი 2026, 12:44
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 12:44
სამართალი
ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავს - მემუქრებიან! თუ ვიჩივლებ, წამების შემდეგ ტყვიას მივიღებ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, მის მიმართ ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავს.


