არქივი
18 თებერვალი 2026, 12:40
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
18 თებერვალი 2026, 12:39
ეკონომიკა
რევაზ სოხაძემ თბილისის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა
ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს.
18 თებერვალი 2026, 12:34
მსოფლიო
ზელენსკიმ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
18 თებერვალი 2026, 12:32
პოლიტიკა
პრემიერი: ნარკოტიკული დანაშაული სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით
ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
18 თებერვალი 2026, 12:30
პოლიტიკა
პრემიერი: გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას - მივიღეთ გადაწყვეტილება და თითოეული სპორტსმენი მიიღებს 500 000 ლარს
გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
18 თებერვალი 2026, 12:21
რეგიონი
სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 12:18
პოლიტიკა
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
18 თებერვალი 2026, 12:15
პოლიტიკა
პარლამენტში პრემიერ-მინისტრს უსმენენ. LIVE
პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
18 თებერვალი 2026, 12:14
კულტურა
„მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი გამოქვეყნდა🎬
სტუდიამ Lucasfilm „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ახალი ფილმის - „მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. რეჟისორ ჯონ ფავროს სურათი სერიალ „მანდალორელის“ გაგრძელება იქნება და დინ ჯარინისა და პატარა გროგუს ახალ თავგადასავლებზე მოგვითხრობს.
18 თებერვალი 2026, 12:11
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი სტრატეგია: გაერომ გადაუხვია საკუთარ მიზანს - მოაგვაროს დავები მშვიდობიანი გზით
„საერთაშორისო ორგანოების განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობას, არ შეუძლიათ და ვერ შეგვიზღუდავენ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრულ სპექტრს ასეთი მცდელობების წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიის დოკუმენტში.
18 თებერვალი 2026, 12:07
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს
დოკუმენტის თანახმად, „აშშ-ის მთავრობის, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, პირველი მოვალეობაა, უზრუნველყოს ჩვენი ერის უწყვეტი არსებობა როგორც თვითმმართველი რესპუბლიკისა, რომელიც იცავს ამერიკელების უსაფრთხოებასა და ინტერესებს.“
18 თებერვალი 2026, 12:06
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში
ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც, თავის მხრივ, შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს, - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში, რომელიც 2026-2030 წლებს ეხება.
18 თებერვალი 2026, 12:03
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აღარ დავუჭერთ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს - აღარ დავემორჩილებით არარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს
საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური ან სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სააგენტოს სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც 2026-2030 წლებს ეხება.
18 თებერვალი 2026, 11:58
საზოგადოება
პოპულარული ამერიკული ღვინის გამოცემა Wine Spectator ქართულ ღვინოზე სტატიებს აქვეყნებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ავტორიტეტული ამერიკული ღვინის ჟურნალის მარტის ბეჭდურ ნომერში ქართულ ღვინოზე სამი სტატია გამოქვეყნდება.
18 თებერვალი 2026, 11:55
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აღარ დავემორჩილებით დანიშნულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მართავენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სააგენტოს სტრატეგიული გეგმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკა აღარ დაემორჩილება დანიშნულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მართავენ.
18 თებერვალი 2026, 11:41
სამართალი
გეკა გელაძე: საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით
„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.
18 თებერვალი 2026, 11:40
რეგიონი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ვეტერინარულ კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
18 თებერვალი 2026, 11:33
სამართალი
გეკა გელაძე: კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის
როოგრც მინისტრმა აღნიშნა, მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი.
18 თებერვალი 2026, 11:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვიცით, რომ შესაბამისი უწყებები უკვე ეფექტიანად მუშაობენ მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა საინტერესო იქნება დღეს პრემიერის ხედვები
„ჩვენ არაერთხელ აღმოვჩნდით იმ გამოწვევების წინაშე, რასაც ჰქვია მიგრაციის არასწორი პოლიტიკა და სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც გამოირჩევიან „ევრობიუროკრატიის მორჩილებით“, ხმამაღლა თქვეს, რომ მიგრაციის პოლიტიკას არ აღასრულებენ ისე, როგორ ეს ევრობიუროკრარტიაშია. მეტიც, ჯარიმასაც არ გადაიხდიან. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ეს მიგრაციის პოლიტიკა იყო სწორედ ისეთი ქვეყნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის როგორიც საქართველოა, იმისთვის რომ შემდგომ იქ რაღაცნაირად რადიკალური პროცესები ემართათ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
18 თებერვალი 2026, 11:31
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: 70 წლის იუბილეს ვულოცავ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. ვუსურვებ მხნეობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის ოჯახთან ერთად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 11:30
სამართალი
გეკა გელაძე: უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული, თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა
როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას, უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული, თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ.
18 თებერვალი 2026, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციაზე: შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამით ოპოზიცია ცდილობს შექმნას მხარდამჭერებში განცდა, რომ თითქოს მუშაობენ და აი, ჩართული არიან საპარლამენტო საქმიანობაში
კითხვები, რაც ვნახეთ იმდენად მსგავსია და თან ცოტა გაუგებარი პათოსის და გაუგებარი ფორმულირებით, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამით ოპოზიცია ცდილობს შექმნას მხარდამჭერებში განცდა, რომ თითქოს მუშაობენ და აი, ჩართული არიან საპარლამენტო საქმიანობაში, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, რეგიონული მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
18 თებერვალი 2026, 11:28
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ან სუვერენიტეტს ძირს უთხრიან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლება აღარ დააფინანსებს და მხარსაც არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ან სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
18 თებერვალი 2026, 11:27
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე ბიძინა ივანიშვილზე: მჯერა, მისი ჩართულობით მივაღწევთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე, აფხაზეთში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 11:26
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნიდან გაძევებული უკანონო მიგრანტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე, 6 წლის განმავლობაში
ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნიდან გაძევებული უკანონო მიგრანტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე, 6 წლის განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
18 თებერვალი 2026, 11:25
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი:კითხვები რომ აღარ დარჩეს, თუმცა პრემიერმა უკვე გაავრცელა თავისი მოსაზრებები, ყველა დეტალზე ჩვენმა ფრაქციამ კითხვით მიმართა ინტერპელაციის წესით
„ბევრი ჭორი გაავრცელეს, რათა ხელი შეეშალათ თუნდაც „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებისთვის, თითქოს არაბიზაცია ხდება და ხელს შეუწყობს მიგრაციულ, უკანონო პროცესებს, ან დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ ცვალებადობას. ამის თაობაზე რომ კითხვები აღარ დარჩეს, თუმცა პრემიერმა უკვე გაავრცელა თავისი მოსაზრებები, ყველა დეტალზე ჩვენმა ფრაქციამ კითხვით მიმართა ინტერპელაციის წესით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
18 თებერვალი 2026, 11:15
სამართალი
მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება
ე.წ. ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
18 თებერვალი 2026, 11:11
სამართალი
გეკა გელაძე: მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი
მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ.
18 თებერვალი 2026, 11:08
სამართალი
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძე დააკავეს
ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გააკეთა.
18 თებერვალი 2026, 11:06
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის უნდა არსებობდნენ. არ უნდა იყვნენ გლობალური კანონმდებლები, ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის მქონე დამოუკიდებელი წყაროები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის არსებობენ.


