არქივი
18 თებერვალი 2026, 11:04
რეგიონი
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სანაშენე მეურნეობის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანაშენე საქმიანობის ფარგლებში ჯიშური მიკვლევადობის სისტემის კვლევისა და დანერგვის საკითხებს.
18 თებერვალი 2026, 10:49
ტექნოლოგიები
რუმინეთში აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს
რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, კრისტინა პურკერიამ აღნიშნა, რომ თუ ყინულის დნობა მსგავს ბაქტერიებს გამოათავისუფლებს, მათ სხვა მიკრობებში გავრცელება შეეძლებათ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს წამლების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის პრობლემას.
18 თებერვალი 2026, 10:32
მსოფლიო
სტივ უიტკოფი უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ჟენევაში გუშინ გამართული უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
18 თებერვალი 2026, 10:27
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ჩაის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ჩაის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული ჩაის ცნობადობის ამაღლების, დაფინანსების, საკანონმდებლო და ცოდნის გაზიარების მიმართულებით დარგის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.
18 თებერვალი 2026, 10:26
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს: ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ გარანტს ვულოცავ დაბადების დღეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 10:23
საზოგადოება
ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.
18 თებერვალი 2026, 10:23
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოდანაშაულის თემაზე ბრიფინგი გაიმართება
დღეს, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოდანაშაულის თემაზე ბრიფინგი გაიმართება.
18 თებერვალი 2026, 10:20
პოლიტიკა
კახა კალაძე: დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია - ის იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს
„ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით, მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი. ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.
18 თებერვალი 2026, 10:18
სპორტი
ნინო წიკლაური დღეს სლალომში იასპარეზებს
️დღეს, ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე სლალომში სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური იასპარეზებს.
18 თებერვალი 2026, 10:13
სპორტი
ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში სეზონისა და კარიერის საუკეთესო შეფასება მიიღო
მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტისთვის ასპარეზობა ქალებმა დაიწყეს. მოკლე პროგრამით 29 მონაწილე წარდგა, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა.
18 თებერვალი 2026, 10:04
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება აირჩია - მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 09:59
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია მშვიდობის წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგან საკუთარ მომავალს ამაში ხედავდა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დებატებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება. დეპუტატის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაძაბულობასა და კონფრონტაციაში ხედავდა, თუმცა დღეს მათი სტრატეგია შედეგს ვერ იძლევა და ისინი ცდილობენ საზოგადოებაში რეპოზიციონირებას
18 თებერვალი 2026, 09:42
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
18 თებერვალი 2026, 09:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა, - აღნიშნულია მილოცვაში, სადაც პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 09:36
პოლიტიკა
პრემიერი: ის, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - აღნიშნულია მილოცვაში, სადაც პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 09:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი
2011 წელს არავის სჯეროდა, რომ არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი, - აღნიშნულია მილოცვაში, სადაც პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 09:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი
2012 წელს, დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი, - აღნიშნულია მილოცვაში, სადაც პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 09:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში
როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში, - აღნიშნულია მილოცვაში, სადა პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.
18 თებერვალი 2026, 09:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
18 თებერვალი 2026, 09:20
მსოფლიო
Axios: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჟენევაში „გაიჭედა“
უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც 17 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა, გაიჭედა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ავრცელებს.
18 თებერვალი 2026, 09:20
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 თებერვალს საქართველოში
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
18 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
ვილნიუსის აეროპორტმა საჰაერო ბუშტების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა
ვილნიუსის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი საჰაერო ბუშტების გამოჩენა გახდა, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიისკენ მოძრაობდნენ.
18 თებერვალი 2026, 08:34
რეგიონი
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოხის, ჭეჭლისა და ზედუბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრების მიზანია პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა. შეხვედრები ეტაპობრივად 55 სოფელსა და დაბა აბასთუმანში გაიმართება.
18 თებერვალი 2026, 08:32
რეგიონი
რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი გზების მშენებლობა, ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შესაბამისად, ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად იგეგმება და ხორციელდება. დღეისათვის, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მორიგი ეტაპი დავიწყეთ, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოსახლეობასთან შეთანხმებით, ქალაქის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად დავგეგმეთ“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.
18 თებერვალი 2026, 08:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ყოველი ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ჩვენს კანონმდებლობაში და ახლაც ხორციელდება, იყო განპირობებული იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით და ხელოვნურად დაგვაყენეს
„ყოველი ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ჩვენს კანონმდებლობაში და ახლაც ხორციელდება, იყო განპირობებული იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით და ხელოვნურად დაგვაყენეს. ვნახეთ, რომ დაიწყეს ახალი გზების მოძებნა იმისთვის, რომ დაფინანსებები კანონის გვერდის ავლით მომხდარიყო. ხშირ შემთხვევაში ეს ხმარდება საპროტესტო აქციების, არეულობების, საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობის შემოტანას და ა.შ. ყველაფერი ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს“, - აღნიშნა კახიანმა.
18 თებერვალი 2026, 08:24
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა გახარიას პარტიის მიერ რეგიონული განვითარების მინისტრის პარლამენტში დაბარებაზე: ვფიქრობ დიდად შინაარსობრივ საუბარს, ან დისკუსიას არ ექნება ადგილი გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან
ვფიქრობ დიდად შინაარსობრივ საუბარს, ან დისკუსიას არ ექნება ადგილი მათი [გახარიას პარტიის წარმომადგენლების] მხრიდან. იქნება უბრალოდ წარმოდგენა მარტივი და იაფფასიანი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
18 თებერვალი 2026, 08:17
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: მიგრაციის გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ პრემიერთან ერთად ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი
გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
18 თებერვალი 2026, 08:08
პოლიტიკა
„გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გრძელდება
პარლამენტში „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გრძელდება. ინიციატივის მიხედვით, ფართოვდება გრანტის ცნება, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით ხდება დასჯადი სახელმწიფო ორგანოების არაღიარება.
18 თებერვალი 2026, 08:06
პოლიტიკა
დეპუტატების წინაშე დღეს რეგიონული განვითარების მინისტრი წარდგება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, დღეს დეპუტატების წინაშე რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი წარდგება.
18 თებერვალი 2026, 08:02
საზოგადოება
დღეს ქართველი მეცენატისა და ფილანთროპის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა
დღეს ქართველი მეცენატისა და ფილანთროპის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.


