არქივი

17 თებერვალი 2026, 21:05

სამართალი

ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და გამოძიება სუსში. ანტიკორუფციულ სააგენტოში ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოიკითხნენ

ლევან დავითაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვეს. უწყების ცნობით, გამოკითხვა ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიებას, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.

17 თებერვალი 2026, 20:59

ეკონომიკა

ბოლო ათწლეულების ისტორიული მაქსიმუმი - 2025 წელს ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ, თითქმის 17 მილიონი ტონა შეადგინა

ბოლო ათწლეულების ისტორიული მაქსიმუმი - 2025 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ, თითქმის 17 მილიონი ტონა შეადგინა. საგრძნობი ზრდა ფიქსირდება სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვებშიც. უფრო მეტს, ნინი ჩუბინიძე გიამბობთ.

17 თებერვალი 2026, 20:58

პოლიტიკა

იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით მთავრობას არაერთი პროექტი აქვს. სახელმწიფო პროგრამები დევნილთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფოს კიდევ ერთი პრიორიტეტი, იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით მთავრობას არაერთი პროექტი აქვს.

17 თებერვალი 2026, 20:54

სამართალი

სუს-ი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე: თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ

სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა, - განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“.

ლევან დავითაშვილი

17 თებერვალი 2026, 20:50

სამართალი

დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ: მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ძალიან დეტალური, ამომწურავი ინფორმაცია მივეცი, ამას რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მეთიუ უიტაკერი

17 თებერვალი 2026, 20:48

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ პრობლემად კვლავ ტერიტორიების საკითხი რჩება

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ პრობლემად კვლავ ტერიტორიების საკითხი რჩება - ომის დასასრულებლად ორმა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, - განუცხადა Fox News-ს ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა.

17 თებერვალი 2026, 20:46

სამართალი

უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა - ამ საკითხზე ხვალ ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრი უპასუხებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბოლო რამდენიმე დღეში 60-მდე დაკავებული და გაძევებული არალეგალი - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა. სწორედ ამ საკითხზე ხვალ ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრი უპასუხებს. ანა ბერძენიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

17 თებერვალი 2026, 20:42

პოლიტიკა

ოპოზიციის დაგვიანებული აღიარება და შეცვლილ რიტორიკა. რასაც ქართული ოცნება მშვიდობაზე 2022 წლიდან ამბობდა, ოპოზიციის ნაწილი ახლა იმეორებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ნაწილი რიტორიკას ცვლის. უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე, მათი ზოგიერთი აქტორი მშვიდობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა, ანუ იმეორებენ იმავეს, რასაც ხელისუფლება 2022 წლიდან ამბობდა და რისთვისაც რუსულად აცხადებდნენ. მეტიც, პროცესების ქუჩაში რადიკალიზაციაც არაერთხელ სცადეს. შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა.

17 თებერვალი 2026, 20:35

პოლიტიკა

რადიკალების მიზნების დადასტურება - დამხობის უცვლელი სურვილი პატიმარმა ბაჩო ახალაიამ გათქვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდებული ბაჩო ახალაია ციხიდან ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ავრცელებს. სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი გზით! - ეს ახალაიას სიტყვებია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის 25 დეკემბერს 4 ოქტომბრის არშემდგარი დამხობის საქმეზე დააკავა. მისი ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობაა, რაც ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.

17 თებერვალი 2026, 20:34

პოლიტიკა

პროტესტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ ამერიკიდან ფინანსდებოდა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება და მხილებულების დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროტესტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ ამერიკიდან ფინანსდებოდა. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკ ბენცმა თქვა. სკანდალური განცხადებების თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დასპონსორებულ არასამთავრობოებს წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ კანონისათვის, რომელიც მათ უცხოელ დამფინანსებლებთან კავშირებს გაამჟღავნებდა. ამერიკიდან მხილებულებს კომენტარი არ სურთ.

ნიკოლოზ კვარაცხელია

17 თებერვალი 2026, 20:30

სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. ბრალდებულები ძმები კაკულიები და ბესარიონ ჟვანია არიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის დამკვეთების ვინაობა ცნობილია. საქმე გახსნილია. გამოძიება ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას ედავება. კაკულიები საპატიმროში სხვა დანაშაულისთვის სხედან, ჟვანია მიმალულია. ჯერ კიდევ 5 წლის წინ საგამოძიებო მოქმედებებისას, სამივე გამოკითხული იყო, საქმესთან კავშირს სამივე უარყოფდა.

17 თებერვალი 2026, 20:26

სამართალი

ამ წუთებში ლაითურის ციხეში ძმები კაკულიებისთვის ბრალის დადგენილების გასაცნობად გამომძიებლები და მათი უფლებადამცველი შედიან

ამ წუთებში გამომძიებლები და კაკულიების უფლებადამცველი ლაითურის ციხეში შედიან, რათა ძმებ კაკულიებს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნონ. ბრალის დადგენილების გაცნობისთანავე კაკულიებს საშუალება ექნებათ, რომ პირადად გაეცნონ იმ მთავარ და პირდაპირ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც დღეს საგამოძიებო უწყებამ ისინი დანაშაულის შემკვეთებად და ორგანიზატორებად ცნო.

აბას არაღჩი საიდ ბადრ ალბუსაიდი

17 თებერვალი 2026, 20:25

მსოფლიო

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანმა და აშშ-მა ჟენევის მოლაპარაკებებზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს - ამის შესახებ მედიატორი ქვეყნის, ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში იტყობინება.

17 თებერვალი 2026, 20:20

პოლიტიკა

ინსტიტუტი, რომელიც წლების შემდეგ ხალხმა დაიბრუნა - პრეზიდენტის გამოსვლას მმართველი გუნდი აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინსტიტუტი, რომელიც წლების შემდეგ ხალხმა დაიბრუნა - ასეთია პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ მმართველი გუნდის შეფასება. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაწილმა პრეზიდენტ ყაველაშვილის მნიშვნელოვან როლზე ილაპარაკა, გახარიას პარტიამ აქციებისას დაკავებულთა და დაჯარიმებულთა მეურვეობა სცადა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 20:15

პოლიტიკა

ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობა - საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ცვალებადი სამყარო და არაპროგნოზირებადი მსოფლიო წესრიგი - ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა.

ჯორჯია მელონი ემანუელ მაკრონი

17 თებერვალი 2026, 19:43

მსოფლიო

El Pais: საფრანგეთი და იტალია პუტინთან პირდაპირი დიალოგის განახლებას ითხოვენ

ოთხ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ჯერ კიდევ არ იყო შეჭრილი, თუმცა ამის ნიშნებს უკვე იძლეოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კრემლში ვლადიმირ პუტინს ეწვია, რათა მისი იმპერიალისტური მისწრაფებების შეჩერება ეცადა - ავტოკრატმა ის [მაკრონი], მტკიცედ განწყობილი იუპიტერივით, გიგანტური თეთრი მაგიდის საპირისპირო ბოლოში დასვა - საუბრისას, რომელიც პუტინის გადასარწმუნებლად ამაო აღმოჩნდა; ეს მაგიდა იყო და დღემდე რჩება რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული იმ უზარმაზარი დაშორების სიმბოლოდ, რომელმაც მოსკოვთან კავშირები ომის დაწყებიდან მალევე გაყინა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „საფრანგეთი და იტალია პუტინთან პირდაპირი დიალოგის განახლებას ითხოვენ“.

აბას არაღჩი

17 თებერვალი 2026, 19:14

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-თან მოლაპარაკებებზე: სულ მცირე, ახლა უკვე გვაქვს ჩარჩო და უფრო მკაფიო გზა წინსვლისთვის

ირანი და აშშ ჟენევაში მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, - განაცხადა სამშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

17 თებერვალი 2026, 18:59

მსოფლიო

Reuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ძალიან ცოტაა

გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 თებერვალი 2026, 18:38

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ჟენევაში გამართულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეულია

ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

17 თებერვალი 2026, 18:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში

საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში. არაერთი ქვეყანა აღნიშნავდა ამას, მაგალითად, თურქეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბილ უაითი

17 თებერვალი 2026, 18:23

მსოფლიო

„სასამართლო საქმეებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ ნორმებს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩი დაიბარა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ ქვეყანაში აშშ-ის ელჩი, ბილ უაითი დაიბარა. მიზეზი ელჩის ის განცხადებებია, რომლებშიც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2026, 18:06

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ბენცის განცხადებაზე: „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მოვლენები იყო მართული. კიდევ ერთი მტკიცებაა და დამაჯერებლობის ხარისხი კიდევ უფრო მეტია, როდესაც შტატების ყოფილი ჩინოვნიკი ამაზე ღიად საუბრობს

„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მოვლენები იყო მართული. თითქოს ახალი არაფერია ამაში, მაგრამ ეს კიდევ ერთი მტკიცებაა და დამაჯერებლობის ხარისხი კიდევ უფრო მეტია, როდესაც შტატების ყოფილი ჩინოვნიკი ამაზე ღიად საუბრობს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ბენცის განცხადება.

დიმიტრი ხუნდაძე

17 თებერვალი 2026, 18:04

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საკითხები, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც ხელისუფლება შეცდომებს არ უშვებს, ჩვენი პოზიცია იქნება თანმხვედრი, მაგრამ სადაც იქნება შეცდომები დაშვებული, რა თქმა უნდა იქნება ჩვენი კრიტიკაც

საკითხები, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც ხელისუფლება შეცდომებს არ უშვებს, ჩვენი პოზიცია იქნება თანმხვედრი, მაგრამ სადაც იქნება შეცდომები დაშვებული, რა თქმა უნდა იქნება ჩვენი კრიტიკაც და შესაძლებლობის აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ჩვენი წინააღმდეგობაც - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

17 თებერვალი 2026, 18:03

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი

პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2026, 18:02

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით

„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელს ვგულისხმობ, ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა „გრანტების შესახებ“ კანონზე დასმული კითხვის პასუხად.

გიორგი კახიანი

17 თებერვალი 2026, 17:55

პოლიტიკა

გიორგი კახიანი მიხეილ ყაველაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი მოხსენება ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი იყო.

17 თებერვალი 2026, 17:49

საზოგადოება

მინდელის სახელობის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს.

ლევან მეხუზლა

17 თებერვალი 2026, 17:46

საზოგადოება

ლევან მეხუზლა: 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე

ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში, 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

17 თებერვალი 2026, 17:46

მსოფლიო

The Guardian-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ამერიკული ბანკთაშორისი კომუნიკაციის სისტემის ალტერნატივაზე მუშაობენ

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ამერიკული ბანკთაშორისი კომუნიკაციის სისტემის ალტერნატივაზე მუშაობენ.

თამარ ჩიბურდანიძე

17 თებერვალი 2026, 17:45

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მაიკ ბენცის განცხადებებით დადასტურდა, რომ საქართველოში რადიკალური პროცესები გარედან ფინანსდებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მაიკ ბენცის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ის, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ამტკიცებდა უცხოურ დაფინანსებასა და ჩარევაზე, დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დასტურდება.