არქივი

დავით მათიკაშვილი

17 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველოს პრეზიდენტს მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა

„მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს. მან ქვეყნის გამოწვევებსა და წარმატებებზე ისაუბრა. ასევ ისაუბრა იმ მოცემულობაზე, რა პოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველომ შეძლო და წარმატებით გაართვა თავი უმძიმეს გამოწვევებს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია პრეზიდენტის გამოსვლას მაღალი შეფასება მივცეთ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

რატი იონათამიშვილი

17 თებერვალი 2026, 14:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივი გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, კონსტიტუციის დაცვაზე და ამ მხრივ მადლობა ეკუთვნის მას

ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივი გამოსვლა, რომელიც ორიენტირებული არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, კონსტიტუციის დაცვაზე და ამ მხრივ მადლობა ეკუთვნის მას, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში წარსდგა.

გიორგი ვოლსკი

17 თებერვალი 2026, 14:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მადლობა ღმერთს, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრაქტიკულად ხელიდან გამოაცალა ფინანსები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ​დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის წინაპირობებს ქმნიდნენ

„მადლობა ღმერთს, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ყველაფერი შეცვალა და ფინანსები პრაქტიკულად გამოაცალა ხელიდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით იქცეოდნენ ასე და ქმნიდნენ დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის წინაპირობებს. არც ევროპელები იყვნენ მოშორებულები ამ პროცესებს და არც ისინი მალავდნენ და ღიად, აშკარად აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. აგერ, ქუჩაში ექსტრემისტების მიერ ჩატარებულ მიტინგებზე გამოდიოდნენ, ყველას გვახსოვს ეს. ამიტომ, ეს ერთ-ერთი აღიარებაა“, - მიიჩნევს ვოლსკი.

17 თებერვალი 2026, 14:27

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერალური კომისარი, ლუის ფერნანდო პასკუალ გრასაი ხელმძღვანელობს.

17 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ირაკლი კირცხალია

17 თებერვალი 2026, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც, მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს

დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! ამ ყველაფერზე როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც, მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიმართა.

17 თებერვალი 2026, 14:03

რეგიონი

ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

17 თებერვალი 2026, 13:58

პოლიტიკა

პრეზიდენტი: მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი რესურსი ყველასგან გამორჩეული, უნიკალური და თვითმყოფადი კულტურაა

მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით კი, ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი რესურსი ყველასგან გამორჩეული, უნიკალური და თვითმყოფადი კულტურაა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

17 თებერვალი 2026, 13:54

ეკონომიკა

ნათია თურნავამ ბრიუსელში სსფ-ის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ბელგიის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

17 თებერვალი 2026, 13:50

მსოფლიო

მედია: ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

17 თებერვალი 2026, 13:45

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

17 თებერვალი 2026, 13:24

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე - გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 13:19

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია - საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს

როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3000 წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რამაც წარსული 17 საუკუნე, ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

17 თებერვალი 2026, 13:10

ტექნოლოგიები

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ჰანიბალის ჯარში საბრძოლო სპილოების არსებობის მტკიცებულება იპოვეს🐘

„სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობების გარდა, ევროპაში არქეოლოგები ძალიან იშვიათად პოულობენ სპილოების ნაშთებს. ეს ძვალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკუთვნოდა იმ ლეგენდარულ სპილოთაგან ერთ-ერთს, რომლებიც ჰანიბალმა ალპებში გადაიყვანა“, - აღნიშნულია კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კანვალ სიბალი

17 თებერვალი 2026, 13:03

მსოფლიო

ინდოეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანვალ სიბალი: რუსეთის გამოფიტვის მიზნით, დასავლეთი უკრაინას უფრო ანადგურებს

ინდოეთის საგარეო ყოფილი საქმეთა მინისტრი, კანვალ სიბალი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ომის მიმართ დასავლეთის მიდგომას აკრიტიკებს.

17 თებერვალი 2026, 13:02

რეგიონი

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო

კაფე-ბარ „ტყუპებს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც ობიექტების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული შენობა-ნაგებობები ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული და ბოლო წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.

17 თებერვალი 2026, 12:56

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფიქალების სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სარწყავი არხი „ფიქალები“-ის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, არხის 3000 მ. სიგრძის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაგროვილი გრუნტისა და ნალექის ამოღება, რაც სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:49

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს

გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი, ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და თანამედროვე გამოწვევების პირობებში, საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:47

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან

ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:46

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს

„ამ გზაზე, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ და ეკონომიკური დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. თანამედროვე არასტაბილურ გლობალურ გარემოში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ თვითკმარობასა და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

17 თებერვალი 2026, 12:46

საზოგადოება

წყნეთში ერთ ჰექტარ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, ამილახვრის N23-ში დასასვენებელი სივრცე განახლდება.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:38

პოლიტიკა

პრეზიდენტი დებატებზე: ინიციატივა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული კამპანიების მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს

იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა კი, აზრთა სხვადასხვაობის და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია! ამიტომაც, მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დებატების წახალისებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

17 თებერვალი 2026, 12:37

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 106 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას სპორტული ინვენტარი გადაეცემა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საქართველოში მოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ, საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაიწყო. კლუბებისთვის „იბერია - 2010“ და „გრანდი“ ინვენტარის გადაცემის პროცესს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ესწრებოდნენ.

17 თებერვალი 2026, 12:35

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს!

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

17 თებერვალი 2026, 12:33

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:31

პოლიტიკა

პრეზიდენტი: მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ.

გია აბაშიძე

17 თებერვალი 2026, 12:27

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ქართული ოცნება" მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება

"რუსთავი-2"-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ "ქართული ოცნება" PR-ში მაგარია. სწორი პოლიტიკური "პიარი" არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით - იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

17 თებერვალი 2026, 12:25

საზოგადოება

კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან, 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.

მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი 2026, 12:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ

მისივე თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. მანვე აღნიშნა, რომ ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.

მაკა ბოჭორიშვილი

17 თებერვალი 2026, 12:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სლოვაკეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რათა პარტნიორ ქვეყანას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.