არქივი
17 თებერვალი 2026, 10:51
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 10:51
სამართალი
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
17 თებერვალი 2026, 10:50
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ - ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს.
17 თებერვალი 2026, 10:49
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 57 მოქალაქე.
17 თებერვალი 2026, 10:48
პოლიტიკა
კახა კალაძე ბაჩო ახალაიაზე: ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლების დამხობის თაობაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
17 თებერვალი 2026, 10:48
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ძებნილი პირი
პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17 თებერვალი 2026, 10:47
სამართალი
პოლიციამ თიანეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ა. დააკავეს.
17 თებერვალი 2026, 10:46
ეკონომიკა
რძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღების საკითხზე რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„რძის მწარმოებლებთან და გადამმუშავებლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი ეტიკეტირების ინიციატივა. გაიმართა დისკუსია და მოვისმინეთ ინდუსტრიის წარმომადგენელთა მოსაზრებები. ჩვენი მიზანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გადამმუშავებელთა ინტერესებიც სრულად იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
17 თებერვალი 2026, 10:26
ტექნოლოგიები
ნიუ-იორკში ხელოვნურ ინტელექტთან პაემნებისთვის მსოფლიოში პირველი კაფე გაიხსნა
„გვინდოდა ადამიანებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპანიონი რეალურ ცხოვრებაში, ნამდვილ პაემანზე დაეპატიჟებინათ. ეს ხელს შეუწყობს AI-სთან ურთიერთობის ირგვლივ არსებული სტიგმის შემცირებას და ამ პროცესს გარშემომყოფებისთვის უფრო გასაგებს გახდის“, - აღნიშნა EvaAI-ს წარმომადგენელმა, ჯულია მომბლატმა.
17 თებერვალი 2026, 10:25
მსოფლიო
ტრამპმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ჩაატარებს, თუ არა კუბაზე ვენესუელის მსგავს სამხედრო ოპერაციას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხის გარეშე დატოვა ჟურნალისტის კითხვა, ჩაატარებს თუ არა კუბაზე იმავე სამხედრო ოპერაციას, რაც ვენესუელაში იანვრის დასაწყისში განახორციელა.
17 თებერვალი 2026, 09:50
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინისთვის უკეთესი იქნებოდა მოლაპარაკებების მაგიდას სწრაფად მიუჯდეს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს და ხვალ ჟენევაში დაგეგმილი უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
17 თებერვალი 2026, 09:49
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა
„ხშირად მოვისმინეთ სიტყვა პრაგმატული. დიახ, პრაგმატიზმია ის, როდესაც შენ საუბრობ და ბედავ, უკვე ხარ იმ დონეზე, რომ ყველას, შენს მეგობარს, შენს პარტნიორს ესაუბრო პარიტეტულ საწყისებზე. როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ და მაქსიმუმს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა იყოს მზად და გამართული ასეთ ტურბულენტურ სიტუაციაში. ატარო იმ გზაზე, რომელ გზასაც მოაქვს შემდეგ ის კეთილდღეობა, რომელ კეთილდღეობასაც დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქე განიცდის. კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ ღირსებით, სუვერენიტეტის და ჩვენი იდენტობის დაცვით ვივლით, ეს არის დაკვეთა. ურთიერთობა და ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება თუ მეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ და პარიტეტულ საწყისებზე- ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს და ნიკა ობოლაძეს: იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც გამოეხმაურებით იმ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ
„იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც იტყვით და გამოეხმაურებით იმ დამწვარ ბიჭებს და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ. იცით როდის დავიჯერებთ, რომ ცრუები არ ხართ? როდესაც პარლამენტის შენობის და პოლიციელის დაწვას დემოკრატიას და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არ უწოდებთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გავიხსენოთ 2012 წელი. გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ
„გავიარეთ ეს გზა, გავიარეთ ის მძიმე მემკვიდრეობა, გამოიწრთო გუნდი და რეალურად დღეს ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც ღირსეულად, საზოგადოების დაკვეთით მიიღება გადაწყვეტილებები და არავის ვეკითხებით ამ გადაწყვეტილებებს. ეს არის ყველაზე მთავარი და კარგად გვახსოვდეს, რა მძიმე მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და როცა აქ კითხვები ჩნდება, რომ „ეს როგორ დაუშვით“, გაგახსენებთ კოჰაბიტაციას, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად არავის გვინდოდა და შევხედოთ, სად ვართ დღეს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს ჩვენს ქვეყანას და რეალურად ღირსეულად თვალებში უყურებს და პარიტეტულ საწყისებზე ესაუბრება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ბრიუსელს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს: იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი მშობლების სისხლი დაიღვარა, რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ ვნახეთ. ამ ყველაფრის მერე რამე კითხვას სვამთ?
„თქვენი გარე აქტორების და გარე პატრონების დაკვეთით, როგორც იქცეოდით რუსთაველის გამზირზე, თქვენ იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი ძმების, მშობლების სისხლი დაიღვარა, იქ რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ კარგად ვნახეთ. ამ ძალის წარმომადგენელი, ამ ადამიანთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯექი, ქვეყნის მომავალზე ფიქრობდი და შემდეგ რაიმე კითხვას სვამ და ამ ყველაფრის მერე, გარე აქტორებთან ერთად საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეთ, ადგილები გერგოთ პარლამენტში, შემდეგ ბრძანებით დატოვეთ პარლამენტი და თქვენ ახლა მე მესაუბრებით იმ ურთულესი პოლიტიკის და იმ ვითარების, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება და ჩვენს დიდ პოლიტიკურ გუნდს, პარტიას მოღვაწეობა მოგვიწია იმ დროს, როდესაც მილიარდობით დაფინანსება შემოდიოდა ჩვენთან და მათ შორის, მილიარდობით თანხები იხარჯებოდა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
17 თებერვალი 2026, 09:38
მსოფლიო
აზიაში მთვარის კალენდრით ახალ წელს ზეიმობენ
მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი, კალენდრის პირველ ახალმთვარეობას ემთხვევა. ის 15-დღიანი ფესტივალით აღინიშნება და ყოველწლიურად 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში იმართება.
17 თებერვალი 2026, 09:26
მსოფლიო
მედია: აშშ-ში ტრანსგენდერმა მამაკაცმა ჰოკეის მატჩზე ცეცხლი გახსნა. ორი ადამიანი დაიღუპა
56 წლის ტრანსგენდერმა მამაკაცმა როდ-აილენდის შტატის ქალაქ პოტაკეტში ჰოკეის სასკოლო მატჩზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 09:19
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და იურაი ბლანარის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
17 თებერვალი 2026, 09:15
სპორტი
ტაილანდურ კრივში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა
მედლების 26 კომპლექტი გათამაშდა. ღონისძიებას ტაილანდური კრივის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ერდოღან აიდინი ესწრებოდა; ტურნირის მსაჯი იყო საერთაშორისო კატეგორიის მოწვეული მსაჯი, მურატ კაზაზი.
17 თებერვალი 2026, 09:12
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა კანონით, კონსტიტუციით აკრძალული საქმიანობა გეწარმოებინა
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გეწარმოებინა ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონით, კონსტიტუციით აკრძალულია, მათ შორის ქვეყნის საშინაო საქმეში, არჩევნებში უხეში ჩარევა. სინამდვილეში, ვიხილეთ, რომ ეს ყოფილა ქვეყნის შიგნით უცხო ძალების მიერ ისეთი ტიპის ჩარევა, რომ მათ საზოგადოების მანიპულაცია განახორციელონ“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
17 თებერვალი 2026, 09:03
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბენცის განცხადებაზე: გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით
„გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. მეტიც, ამ რეალობის შესახებ საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო და დაასახელა კიდევაც ის თანხები, რაც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედაც „რუსული კანონის“ შესახებ გარკვეული პოლიტიკური, პროპაგანდისტული პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების იმ პერიოდის მაღალი დონის წარმომადგენლები ედგნენ. არანაკლებ აქტიურები და აგრესიულები იყვნენ ევროპელი წარმომადგენლებიც“, - აღნიშნავს ვოლსკი.
17 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინული დელეგაცია ჟენევაში რუსეთთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა
უკრაინული დელეგაცია შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩავიდა, სადაც დღეს და ხვალ რუსებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ინფორმაციას უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
17 თებერვალი 2026, 08:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის ინსტრუმენტად გამოყენებას
„სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში და საქართველოშიც ველოდებით მაღალი დონის ვიზიტს სლოვაკეთის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს პირველ რიგში პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
17 თებერვალი 2026, 08:41
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მოსახლეობამ უკეთ გაიგო, რა მოთხოვნებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენად პასუხობს საქართველო ამ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ევროინტეგრაციის პერსპექტივების ბევრად უფრო რეალისტური შეფასება
„ვფიქრობ ამ მცირე ექსკურსით მაინც ხელი შევუწყვე იმას, რომ ამ საკითხზე დებატები გაიმართოს. ბოლოსდაბოლოს, არც კონსტიტუცია არის რაღაც სამუდამოდ ჩაბეტონებული დოკუმენტი. ისიც შეიძლება, და ჩემი აზრით, აუცილებელია რომ შეიცვალოს, თუკი გარემოებები ამას გვკარნახობს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
17 თებერვალი 2026, 08:38
სპორტი
ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამას დღეს შეასრულებს⛸️
შეჯიბრი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
17 თებერვალი 2026, 08:34
სპორტი
მმართველი გუნდი მოსახლეობას ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას მიერ ოლიმპიადაზე პირველი მედლის მოპოვებას ულოცავს
მმართველი გუნდის წევრები ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიულ შედეგს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას მიერ მოპოვებულ ოლიმპიურ ვერცხლის მედალს, ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს.
17 თებერვალი 2026, 08:26
სპორტი
მაკა გიორგობიანი: ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის - ისტორიაში პირველი მედალი ზამთრის სახეობებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია
„მოლოდინი, რაც ალბათ მთელს საქართველოს ჰქონდა, გავამართლეთ. ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის - ისტორიაში პირველი მედალი ზამთრის სახეობებში. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვაქვს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
17 თებერვალი 2026, 08:19
სპორტი
ლერი ხაბელოვი: ისტორია დაიწერა - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვიპოვეთ
„ეს ვერცხლის მედალი ძალიან სასიხარულო იყო. როცა მოვდიოდით, ვამბობდით: ასეთი განცდა გვაქვს, რომ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და დღეს ისტორია დაიწერა - მილანი/კორტინაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვიპოვეთ“, - აღნიშნა ხაბელოვმა.
17 თებერვალი 2026, 08:06
პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება
მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ საშუალება კითხვები დასვან, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით გამოვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოხსენება მოიცავს მნიშვნელოვან საკითხებს.
17 თებერვალი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც უნალექო და მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.


